პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე, ქართველ მართლმადიდებელს იქნებ რამე გამომეპარა ან რწმენა მივატოვე?" - რას წერს გოგა ჩანადირი რომის პაპის ვიზიტზე
"მე, ქართველ მართლმადიდებელს იქნებ რამე გამომეპარა ან რწმენა მივატოვე?" - რას წერს გოგა ჩანადირი რომის პაპის ვიზიტზე

ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი რო­მის პა­პის ვი­ზიტს "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ვცდი­ლობ­დი, ამ თე­მას არ შევ­ხე­ბო­დი, მაგ­რამ მა­ინც ვერ ავ­ცდი:

მე, ქარ­თვე­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ვკი­თხუ­ლობ, რა­ტომ არ უნდა შე­ვი­დეს რო­მის პაპი სვე­ტი­ცხო­ველ­ში?

კა­თო­ლი­კე ტუ­რის­ტე­ბის­გან რით გან­სხვავ­დე­ბა? მხო­ლოდ მა­ღა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ხელ­მწი­ფო სტა­ტუ­სით?

რა­ტომ არის მწვა­ლებ­ლო­ბა რო­მის პა­პის ჩა­მოს­ვლა?

ძლი­ე­რი რწმე­ნის ადა­მი­ანს ეს რა­მეს შე­უც­ვლის?

რა შე­იც­ვა­ლა იო­ა­ნე-პავ­ლე მე­ო­რის (1999 წელი) ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა წაგ­ვარ­თვეს?

რა­ტომ არ უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი კა­თო­ლი­კე­ბის ინ­ტე­რე­სი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი?

რო­დის გახ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა აგ­რე­სი­უ­ლი და შე­უ­წყნა­რე­ბე­ლი?

მე, ქარ­თველ მარ­თლმა­დი­დე­ბელს იქ­ნებ რამე გა­მო­მე­პა­რა ან რწმე­ნა მი­ვა­ტო­ვე?

ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი არ მაქვს.

კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა, რო­მის პაპო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მე ვარ ქარ­თვე­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი. და მა­შა­სა­და­მე, ვარ გულ­ღია და შემ­წყნა­რე­ბე­ლი" , - წერს ჩა­ნა­დი­რი.

რო­მის პაპი ფრან­ცის­კე სა­ქარ­თვე­ლო­ში 30 სექ­ტემ­ბერს ჩა­მო­ვი­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მისი ვი­ზი­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტა.

რო­მის პაპი უკვე შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს. რო­მის პა­პის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვალ დას­რულ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც და­გეგ­მი­ლია პაპ ფრან­ცის­კეს ბა­ქო­ში გამ­გზავ­რე­ბა.

"მე, ქართველ მართლმადიდებელს იქნებ რამე გამომეპარა ან რწმენა მივატოვე?" - რას წერს გოგა ჩანადირი რომის პაპის ვიზიტზე

"მე, ქართველ მართლმადიდებელს იქნებ რამე გამომეპარა ან რწმენა მივატოვე?" - რას წერს გოგა ჩანადირი რომის პაპის ვიზიტზე

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი რომის პაპის ვიზიტს "ფეისბუქზე" ეხმაურება.

"ვცდილობდი, ამ თემას არ შევხებოდი, მაგრამ მაინც ვერ ავცდი:

მე, ქართველი მართლმადიდებელი ვკითხულობ, რატომ არ უნდა შევიდეს რომის პაპი სვეტიცხოველში?

კათოლიკე ტურისტებისგან რით განსხვავდება? მხოლოდ მაღალი სასულიერო და სახელმწიფო სტატუსით?

რატომ არის მწვალებლობა რომის პაპის ჩამოსვლა?

ძლიერი რწმენის ადამიანს ეს რამეს შეუცვლის?

რა შეიცვალა იოანე-პავლე მეორის (1999 წელი) ჩამოსვლის შემდეგ, მართლმადიდებლობა წაგვართვეს?

რატომ არ უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები კათოლიკების ინტერესი გათვალისწინებული?

როდის გახდა მართლმადიდებლობა აგრესიული და შეუწყნარებელი?

მე, ქართველ მართლმადიდებელს იქნებ რამე გამომეპარა ან რწმენა მივატოვე?

ამ კითხვებზე პასუხები არ მაქვს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, რომის პაპო საქართველოში.

მე ვარ ქართველი მართლმადიდებელი. და მაშასადამე, ვარ გულღია და შემწყნარებელი" , - წერს ჩანადირი.

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოში 30 სექტემბერს ჩამოვიდა. საზოგადოების ნაწილმა მისი ვიზიტი გააპროტესტა.

რომის პაპი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სასულიერო პირებს. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია პაპ ფრანცისკეს ბაქოში გამგზავრება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს