მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომის პაპი - ქართული ენა მდიდარია, ერთი გამოთქმაა - "შენ გენაცვალე", რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს
რომის პაპი - ქართული ენა მდიდარია, ერთი გამოთქმაა - "შენ გენაცვალე", რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს

ქარ­თუ­ლი ენა მდი­და­რია ძმო­ბის, მე­გობ­რო­ბის და ადა­მი­ან­თა შო­რის სი­ახ­ლო­ვის გა­მომ­ხატ­ვე­ლი გა­მოთ­ქმე­ბით, მათ შო­რი­საა ერთი მე­ტად კე­თილ­შო­ბი­ლი და გულ­წრფე­ლი გა­მოთ­ქმა - "შენ გე­ნაც­ვა­ლე", რომ­ლი­თაც გა­მოვ­ხა­ტავთ სურ­ვილს შე­ვე­ნაც­ვლოთ სხვა ადა­მი­ანს, ვიტ­ვირ­თოთ მისი გა­სა­ჭი­რი, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლით შე­ვე­ხი­დოთ მას, - ამის შე­სა­ხებ რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც რო­მის პაპ­მა ბრძა­ნა, მად­ლო­ბას სწი­რავს უფალს იმის­თვის, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა ქარ­თულ მი­წა­ზე, წმინ­და ტა­ძარ­ში მო­ე­ლო­ცა.

"ქარ­თულ მი­წა­ზე ჩემი მომ­ლოც­ვე­ლო­ბის­თვის მად­ლო­ბას ვწი­რავ უფალს, რომ მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ლოც­ვა­ში ჩავღრმა­ვე­ბუ­ლი­ყავ ამ წმინ­და ტა­ძარ­ში. აქვე მსურს, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ მას­პინ­ძლო­ბი­სათ­ვის, თქვე­ნი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და­მოწ­მე­ბი­სათ­ვის რწმე­ნი­სა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კე­თი­ლი გუ­ლი­სათ­ვის, რო­მელ­მაც მე აღ­მა­შე­ნა. თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, მა­გონ­დე­ბა ფსალ­მუ­ნის სი­ტყვე­ბი - "რა კარ­გი და სა­ა­მუ­რია ერ­თად რომ ცხოვ­რო­ბენ ძმე­ბი, რო­გორც ძვირ­ფა­სი მი­რო­ნი თავ­ზე ჩა­მოღ­ვრი­ლი". უძ­ვირ­ფა­სე­სო ძმაო, დაე უფალ­მა, რო­მელ­მაც მოგ­ვმად­ლა სი­ხა­რუ­ლი შეხ­ვედ­რი­სა და ერ­თურ­თი­სათ­ვის წმინ­და ამ­ბო­რის მი­გე­ბი­სა, გვა­ცხოს სურ­ნე­ლო­ვა­ნი მი­რო­ნი თან­ხმო­ბი­სა. უხ­ვად მო­უვ­ლი­ნოს თა­ვი­სი ლოც­ვა-კურ­თხე­ვა ჩვენს და საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი ხალ­ხის გზას. ქარ­თუ­ლი ენა მდი­და­რია ძმო­ბის, მე­გობ­რო­ბის და ადა­მი­ან­თა შო­რის სი­ახ­ლო­ვის გა­მომ­ხატ­ვე­ლი გა­მოთ­ქმე­ბით, მათ შო­რი­საა ერთი მე­ტად კე­თილ­შო­ბი­ლი და გულ­წრფე­ლი გა­მოთ­ქმა - "შენ გე­ნაც­ვა­ლე", რომ­ლი­თაც გა­მოვ­ხა­ტავთ სურ­ვილს შე­ვე­ნაც­ვლოთ სხვა ადა­მი­ანს, ვიტ­ვირ­თოთ მისი გა­სა­ჭი­რი, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლით შე­ვე­ხი­დოთ მას. ლხი­ნი­სა და ჭი­რის გა­ზი­ა­რე­ბა, ლოც­ვით ერ­თო­ბა­სა და სუ­ლი­ერ კავ­შირ­ში, ერ­თურ­თის ტვირ­თის ზიდ­ვა, დაე, ამ­გვა­რი ძმუ­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით იყოს აღ­ბეჭ­დი­ლი ჩვე­ნი ერ­თად სა­ვა­ლი გზა", - გა­ნა­ცხა­და რო­მის პაპ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რომის პაპი - ქართული ენა მდიდარია, ერთი გამოთქმაა - "შენ გენაცვალე", რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს

რომის პაპი - ქართული ენა მდიდარია, ერთი გამოთქმაა - "შენ გენაცვალე", რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს

ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით, მათ შორისაა ერთი მეტად კეთილშობილი და გულწრფელი გამოთქმა - "შენ გენაცვალე", რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი, საკუთარი სიცოცხლით შევეხიდოთ მას, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა.

როგორც რომის პაპმა ბრძანა, მადლობას სწირავს უფალს იმისთვის, რომ საშუალება მიეცა ქართულ მიწაზე, წმინდა ტაძარში მოელოცა.

"ქართულ მიწაზე ჩემი მომლოცველობისთვის მადლობას ვწირავ უფალს, რომ მომეცა შესაძლებლობა ლოცვაში ჩავღრმავებულიყავ ამ წმინდა ტაძარში. აქვე მსურს, უღრმესი მადლობა მოგახსენოთ მასპინძლობისათვის, თქვენი ამაღელვებელი დამოწმებისათვის რწმენისა, ქართველი ხალხის კეთილი გულისათვის, რომელმაც მე აღმაშენა. თქვენო უწმინდესობავ, მაგონდება ფსალმუნის სიტყვები - "რა კარგი და საამურია ერთად რომ ცხოვრობენ ძმები, როგორც ძვირფასი მირონი თავზე ჩამოღვრილი". უძვირფასესო ძმაო, დაე უფალმა, რომელმაც მოგვმადლა სიხარული შეხვედრისა და ერთურთისათვის წმინდა ამბორის მიგებისა, გვაცხოს სურნელოვანი მირონი თანხმობისა. უხვად მოუვლინოს თავისი ლოცვა-კურთხევა ჩვენს და საყვარელი ქართული ხალხის გზას. ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით, მათ შორისაა ერთი მეტად კეთილშობილი და გულწრფელი გამოთქმა - "შენ გენაცვალე", რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი, საკუთარი სიცოცხლით შევეხიდოთ მას. ლხინისა და ჭირის გაზიარება, ლოცვით ერთობასა და სულიერ კავშირში, ერთურთის ტვირთის ზიდვა, დაე, ამგვარი ძმური ქრისტიანული დამოკიდებულებით იყოს აღბეჭდილი ჩვენი ერთად სავალი გზა", - განაცხადა რომის პაპმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."