საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაქურდალი ხილის წყალობით ნაყიდი ბილეთი - მეგობრისთვის" - ლეო ანთაძის მხიარული თავგადასავლები
"ნაქურდალი ხილის წყალობით ნაყიდი ბილეთი - მეგობრისთვის" - ლეო ანთაძის მხიარული თავგადასავლები

მამა რე­ჟი­სო­რი ჰყავ­და, დედა მსა­ხი­ო­ბი. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე პი­ე­სებს წერ­და და ეზოს ბავ­შვებ­თან ერ­თად, სპექ­ტაკ­ლებს დგამ­და. დრა­მა­ტულ წრე­ზეც და­დი­ო­და. გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო კა­ლათ­ბურ­თი­თა და ჭი­და­ო­ბით. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, ლეო ან­თა­ძე სამ­სა­ხი­ო­ბო და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­ხა­ლი­სო ამ­ბებს იხ­სე­ნებს.

კა­ლათ­ბურ­თე­ლი ფო­ხა­ნით

- ერთხელ, მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე, კა­ლათ­ბურ­თის თა­მაშს ვეს­წრე­ბო­დი. ერთ-ერთი კა­ლათ­ბურ­თე­ლი არ მო­ვი­და და რა­ტომ­ღაც, მი­თხრეს, - თუ გინ­და გა­თა­მა­შებ­თო. კა­ლათ­ბურთზე სი­ა­რუ­ლი ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და და წე­სე­ბი არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ მა­ინც დავ­თან­ხმდი. ჩემი ზო­მის ფორ­მა ვერ იშო­ვეს. დე­და­ჩე­მის შე­კე­რი­ლი, ფარ­თო ფო­ხა­ნი მეც­ვა. კერ­ვის დროს ქსო­ვი­ლი და­აკ­ლდა და წინა მხა­რეს სხვა ფე­რის ნა­ჭე­რი ჩა­ა­მა­ტა. მო­ე­დან­ზე ფო­ხა­ნით გა­ვე­დი. ხალ­ხი თა­მაშს აღარ უყუ­რებ­და, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი. ბურთს რომ მა­წო­დებ­დნენ, და­ჭე­რას ძლივს ვა­ხერ­ხებ­დი. ცუ­დად ვი­თა­მა­შე, მაგ­რამ მა­ინც მო­ვი­გეთ. გა­სახ­დელ­თან ჩემს სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლი ხალ­ხის რიგი დად­გა. ყვე­ლა იცი­ნო­და. ამის შემ­დეგ ვარ­ჯი­ში გა­ვაგ­რძე­ლე და კა­ლათ­ბურთს კარ­გად და­ვე­უფ­ლე, გამ­თა­მა­შე­ბე­ლი გავ­ხდი. თუმ­ცა, ჩემი სი­მაღ­ლის კა­ცის­თვის კა­ლათ­ბურთში ად­გი­ლი ცხა­დია, არ იყო.

თოვლში და­მარ­ხუ­ლე­ბი

- ფილ­მის "ყვა­ვი­ლი თოვ­ლზე" გა­და­ღე­ბა­ზე სა­ნამ მი­მიწ­ვევ­დნენ, სპექ­ტაკლში - "მკაც­რი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი" წამ­ყვა­ნი როლი შე­ვას­რუ­ლე, რო­მე­ლიც შოთა მა­ნა­გა­ძის შვილს, ნო­დარს უნა­ხავს და მა­მის­თვის უთ­ქვამს, - კა­ხა­ბე­რის როლ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად, ლეო ან­თა­ძე აიყ­ვა­ნეო. სპექ­ტაკ­ლი შო­თა­მაც ნახა და სა­ბო­ლო­ოდ, როლ­ზე და­მამ­ტკი­ცა. რე­ჟი­სორს უსაყ­ვე­დუ­რეს: ბევ­რი მსა­ხი­ო­ბის გა­სინ­ჯვის შემ­დეგ უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნა არ­ჩე­ვა­ნიო. გა­და­ღე­ბე­ბის დროს, თოვლში გო­რა­ო­ბა დიდ­ხანს მი­წევ­და. ერთ კადრში მე და ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძეს იმ­დენ თოვლს გვაყ­რი­ან, რომ ვი­ფა­რე­ბით. მერე ორი­ვე ერ­თდრო­უ­ლად უნდა ამო­ვი­დეთ და გა­ვი­ღი­მოთ. ჯერ "დაგ­ვმარ­ხეს" და მერე გა­ნა­თე­ბის და­ყე­ნე­ბა და­ი­წყეს. ვგრძნობ­დი, ყი­ნუ­ლი ფილ­ტვებ­ში რო­გორ ჩა­დი­ო­და. ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი და ამოვ­ხტი. კი­დევ ჩამ­ფლეს და გა­და­ღე­ბაც და­ი­წყო. თოვ­ლი­დან ამოვ­ძვე­რით და ჩემს პარტნი­ორს შევ­ხე­დე. თმა­გა­წე­წი­ლი ჯუ­ლი­ე­ტას და­ნახ­ვა­ზე, რო­მელ­საც წამ­წა­მებ­სა და წარ­ბებ­ზე თოვ­ლი სა­სა­ცი­ლოდ ეყა­რა, გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე. ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­მი­ვი­და, ტა­შიც კი და­ვიმ­სა­ხუ­რე და ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, მაგ­რამ ოპე­რა­ტორ­მა თქვა, - გა­ნა­თე­ბის ჩრდი­ლი ფირ­ზე ცუ­დად ჩანს და კი­დევ ერთი დუბ­ლი უნდა გა­და­ვი­ღო­თო. მე­ო­რე დუბ­ლის დროს ისე გუ­ლი­ა­ნად ვე­ღარ გა­ვი­ცი­ნე. ძა­ლი­ან დამ­წყდა გული, რად­გან უმ­ნიშ­ვნე­ლო ხარ­ვე­ზის გამო, ეს კარ­გი კად­რი ფილმში არ შე­ი­ტა­ნეს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ნაქურდალი ხილის წყალობით ნაყიდი ბილეთი - მეგობრისთვის" - ლეო ანთაძის მხიარული თავგადასავლები

"ნაქურდალი ხილის წყალობით ნაყიდი ბილეთი - მეგობრისთვის" - ლეო ანთაძის მხიარული თავგადასავლები

მამა რეჟისორი ჰყავდა, დედა მსახიობი. პატარაობიდანვე პიესებს წერდა და ეზოს ბავშვებთან ერთად, სპექტაკლებს დგამდა. დრამატულ წრეზეც დადიოდა. გატაცებული იყო კალათბურთითა და ჭიდაობით. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ლეო ანთაძე სამსახიობო და ცხოვრებისეულ სახალისო ამბებს იხსენებს.

კალათბურთელი ფოხანით

- ერთხელ, მეშვიდე კლასის მოსწავლე, კალათბურთის თამაშს ვესწრებოდი. ერთ-ერთი კალათბურთელი არ მოვიდა და რატომღაც, მითხრეს, - თუ გინდა გათამაშებთო. კალათბურთზე სიარული ახალი დაწყებული მქონდა და წესები არ ვიცოდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ჩემი ზომის ფორმა ვერ იშოვეს. დედაჩემის შეკერილი, ფართო ფოხანი მეცვა. კერვის დროს ქსოვილი დააკლდა და წინა მხარეს სხვა ფერის ნაჭერი ჩაამატა. მოედანზე ფოხანით გავედი. ხალხი თამაშს აღარ უყურებდა, ყურადღების ცენტრში მხოლოდ მე ვიყავი. ბურთს რომ მაწოდებდნენ, დაჭერას ძლივს ვახერხებდი. ცუდად ვითამაშე, მაგრამ მაინც მოვიგეთ. გასახდელთან ჩემს სანახავად მოსული ხალხის რიგი დადგა. ყველა იცინოდა. ამის შემდეგ ვარჯიში გავაგრძელე და კალათბურთს კარგად დავეუფლე, გამთამაშებელი გავხდი. თუმცა, ჩემი სიმაღლის კაცისთვის კალათბურთში ადგილი ცხადია, არ იყო.

თოვლში დამარხულები

- ფილმის "ყვავილი თოვლზე" გადაღებაზე სანამ მიმიწვევდნენ, სპექტაკლში - "მკაცრი ქალიშვილები" წამყვანი როლი შევასრულე, რომელიც შოთა მანაგაძის შვილს, ნოდარს უნახავს და მამისთვის უთქვამს, - კახაბერის როლზე აუცილებლად, ლეო ანთაძე აიყვანეო. სპექტაკლი შოთამაც ნახა და საბოლოოდ, როლზე დამამტკიცა. რეჟისორს უსაყვედურეს: ბევრი მსახიობის გასინჯვის შემდეგ უნდა გაგეკეთებინა არჩევანიო. გადაღებების დროს, თოვლში გორაობა დიდხანს მიწევდა. ერთ კადრში მე და ჯულიეტა ვაშაყმაძეს იმდენ თოვლს გვაყრიან, რომ ვიფარებით. მერე ორივე ერთდროულად უნდა ამოვიდეთ და გავიღიმოთ. ჯერ "დაგვმარხეს" და მერე განათების დაყენება დაიწყეს. ვგრძნობდი, ყინული ფილტვებში როგორ ჩადიოდა. ვეღარ გავუძელი და ამოვხტი. კიდევ ჩამფლეს და გადაღებაც დაიწყო. თოვლიდან ამოვძვერით და ჩემს პარტნიორს შევხედე. თმაგაწეწილი ჯულიეტას დანახვაზე, რომელსაც წამწამებსა და წარბებზე თოვლი სასაცილოდ ეყარა, გულიანად გადავიხარხარე. ბუნებრივად გამომივიდა, ტაშიც კი დავიმსახურე და ყველა კმაყოფილი დარჩა, მაგრამ ოპერატორმა თქვა, - განათების ჩრდილი ფირზე ცუდად ჩანს და კიდევ ერთი დუბლი უნდა გადავიღოთო. მეორე დუბლის დროს ისე გულიანად ვეღარ გავიცინე. ძალიან დამწყდა გული, რადგან უმნიშვნელო ხარვეზის გამო, ეს კარგი კადრი ფილმში არ შეიტანეს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი