საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ფილარმონიის ყოფილი თანამშრომლის, არჩილ ჯაფარიძის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მას გადაუდებელი დახმარება სჭირდება:
"მეგობრებო, გაიცანით არჩილ ჯაფარიძე ჩვენი ფონდის "სოციალური პარტნიორობის" ბენეფიციარი. ცოტა ხნის წინ მას კარგი ჯანმრთელობა, სახლი და საინტერესო სამსახური ჰქონდა - დეკორატორად მუშაობდა ფილარმონიაში. მაგრამ არაფერია ამქვეყნად სამუდამო...
არჩილმა დაკარგა სახლიც, სამსახურიც, ოჯახიც დაენგრა... ახლა სრულიად მარტო, ავლაბარში 6 კვადრატული მეტრის პატარა ოთახში ცხოვრობს. აქ საშინელი ნესტია, ოთახი სავსეა ბაღლინჯოებით, რომელთა მოსპობაც შეუძლებელია. რკინის საწოლზე ლეიბის მაგივრად ფიცრები დევს, თეთრეულის მაგივრად მუყაოს ქაღალდია დაფენილი, საბნის მაგივრობას კი ძველი პლედი უწევს.
ბოლო დროს, ბატონი არჩილის მდგომარეობა ავადმყოფობის გამო გაუარესდა. მას ტროფიკული წყლული განუვითარდა, კიდურები დაუსივდა, ჭრილობებიდან ჩირქი სდის... არჩილს საშინელი ტკივილები აწუხებს, სამკურნალოდ ფული არ აქვს და დახმარების სათხოვნელადაც ვერავის მიმართავს!
არჩილის დასახმარებლად ფონდ "სოციალური პარტნიორობა" იწყებს საქველმოქმედო აქციას მედიკამენტების, პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად.
თქვენი უმნიშვნელო დახმარება და მცირეოდენი ყურადღება ამ მარტოხელა ადამიანს ცხოვრებას შეუმსუბუქებს.
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ბატონ არჩილს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: არჩილ ჯაფარიძე)
თქვენს გარდა მას არავის იმედი აღარ აქვს!".