კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისთვის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნების კაბინეტების კარი მუდამ ღიაა" - ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც თავი რუსი ჰგონია
"მისთვის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნების კაბინეტების კარი მუდამ ღიაა" - ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც თავი რუსი ჰგონია

ბიზ­ნეს­ზე არას­დროს ლა­პა­რა­კობს, ცდი­ლობს გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის როლი მო­ირ­გოს და რო­გორც ქარ­თველ­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი რუ­სეთ­ში, ბევ­რს სა­უბ­რობს რუ­სულ-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ორი ქვეყ­ნის ხალ­ხთა მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ძმო­ბა­ზე, კულ­ტუ­რულ კავ­ში­რებ­ზე და ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ხში­რად ჩაჰ­ყავს მოს­კოვ­ში ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნის გარ­და, მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია 1999 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რუ­სეთ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ერთხე­ლაც არ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა დე­ვე­ლო­პერ­თა რო­მე­ლი­მე რე­ი­ტინ­გში. მე­ტიც, რუ­სეთ­ში ის ერთ-ერ­თია იმ მი­ლი­ო­ნერ ბიზ­ნეს­მენ­თა შო­რის, რო­მელ­მაც იცის, რო­დის უნდა გა­დაკ­ვე­თოს ბიზ­ნეს­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის გაბ­მუ­ლი წვრი­ლი ხაზი.

მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია ერთ-ერ­თია იმ არ­ცთუ მრა­ვალ ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენს შო­რი­საც, ვინც ძა­ლი­ან უყ­ვართ კრემ­ლის კარ­ზე და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან. ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფი­ის მო­ყო­ლას ტრა­დი­ცი­უ­ლად ასე იწყებს ხოლ­მე - და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე რო­გორც ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ რუ­სეთ­ში გავ­რუს­დი: სა­უზ­მე­ზე შვრი­ის ფა­ფას მი­ვირ­თმევ, ღვი­ნო კი წვე­ნებ­მა შეც­ვა­ლაო. თუმ­ცა იმა­საც ამ­ბობს, რომ ქარ­თულ ღვი­ნოს იტა­ლი­ურს ამ­ჯო­ბი­ნებს. "სუ­ლის სიღ­რმე­ში რუსი ვარ და ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის უკვე აღა­რა­ფე­რი გა­მე­გე­ბა. ყვე­ლა მე­გო­ბა­რი აქ მყავს", - "გა­მო­ტყდა" ერთ-ერთ რუ­სულ გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას ხუ­ბუ­ტია.

მო­მა­ვა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და ქარ­თველ­თა კავ­ში­რის დი­რექ­ტო­რი დიდ რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის შე­დე­გად მოხ­ვდა, მოს­კოვ­თან ახ­ლოს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის მოხ­დის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ­მა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა. მოს­კოვ­ში დარ­ჩე­ნილ­მა პლე­ხა­ნო­ვის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა და სწო­რედ იქ გა­იც­ნო მო­მა­ვა­ლი ბიზ­ნეს პარტნი­ო­რე­ბი - ან­დრეი კარ­პოვ­სკი და რა­ფიკ ატუ­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც 1989 წელს კო­ო­პე­რა­ტი­უ­ლი კაფე გახ­სნა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თვრე­ბის შემ­დეგ სამ­მა მე­გო­ბარ­მა რუ­სულ-ფრან­გუ­ლი ფირ­მა და­ა­ფუძ­ნეს და რუ­სეთ­ში საფ­რან­გე­თი­დან ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის სა­ქო­ნე­ლი შეჰ­ქონ­დათ ბი­თუ­მად.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მისთვის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნების კაბინეტების კარი მუდამ ღიაა" - ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც თავი რუსი ჰგონია

"მისთვის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნების კაბინეტების კარი მუდამ ღიაა" - ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც თავი რუსი ჰგონია

ბიზნესზე არასდროს ლაპარაკობს, ცდილობს გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის როლი მოირგოს და როგორც ქართველთა კავშირის პრეზიდენტი რუსეთში, ბევრს საუბრობს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ორი ქვეყნის ხალხთა მრავალსაუკუნოვან ძმობაზე, კულტურულ კავშირებზე და ამის დასამტკიცებლად ხშირად ჩაჰყავს მოსკოვში ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებაში საკუთარი წვლილის შეტანის გარდა, მიხეილ ხუბუტია 1999 წლიდან მოყოლებული რუსეთში უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული, მაგრამ ქართველი ბიზნესმენი ერთხელაც არ დასახელებულა დეველოპერთა რომელიმე რეიტინგში. მეტიც, რუსეთში ის ერთ-ერთია იმ მილიონერ ბიზნესმენთა შორის, რომელმაც იცის, როდის უნდა გადაკვეთოს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის გაბმული წვრილი ხაზი.

მიხეილ ხუბუტია ერთ-ერთია იმ არცთუ მრავალ ქართველ ბიზნესმენს შორისაც, ვინც ძალიან უყვართ კრემლის კარზე და როგორც ამბობენ, მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ქართველი ბიზნესმენი საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლას ტრადიციულად ასე იწყებს ხოლმე - დავიბადე და გავიზარდე როგორც ქართველი, მაგრამ რუსეთში გავრუსდი: საუზმეზე შვრიის ფაფას მივირთმევ, ღვინო კი წვენებმა შეცვალაო. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ქართულ ღვინოს იტალიურს ამჯობინებს. "სულის სიღრმეში რუსი ვარ და ქართული მენტალიტეტის უკვე აღარაფერი გამეგება. ყველა მეგობარი აქ მყავს", - "გამოტყდა" ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას ხუბუტია.

მომავალი ბიზნესმენი და ქართველთა კავშირის დირექტორი დიდ რუსეთში სამხედრო სამსახურის შედეგად მოხვდა, მოსკოვთან ახლოს სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა სამშობლოში დაბრუნება გადაიფიქრა. მოსკოვში დარჩენილმა პლეხანოვის ინსტიტუტში ჩააბარა და სწორედ იქ გაიცნო მომავალი ბიზნეს პარტნიორები - ანდრეი კარპოვსკი და რაფიკ ატუმიანი, რომელთან ერთადაც 1989 წელს კოოპერატიული კაფე გახსნა. უნივერსიტეტის დამთვრების შემდეგ სამმა მეგობარმა რუსულ-ფრანგული ფირმა დააფუძნეს და რუსეთში საფრანგეთიდან ფართო მოხმარების საქონელი შეჰქონდათ ბითუმად.

გაგრძელება