პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაცვალა ანა კოშაძემ თბილისის პრესტიჟული უბანი ქალაქის შემოგარენზე?
რატომ გაცვალა ანა კოშაძემ თბილისის პრესტიჟული უბანი ქალაქის შემოგარენზე?

ყო­ფი­ლი მო­დე­ლის და ახლა უკვე ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის პი­არ­მე­ნე­ჯე­რის, ანა კო­შა­ძის ოჯახ­მა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ უარი თქვა თბი­ლი­სის პრეს­ტი­ჟულ უბან­ში ცხოვ­რე­ბა­ზე და სახ­ლი ქა­ლაქთან ახ­ლოს აი­შე­ნა. კაკ­ლე­ბი - ასე ჰქვია იმ უბანს, სა­დაც ანა მე­უღ­ლეს­თან, ორ შვილ­თან და საყ­ვა­რელ ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად და­სახ­ლდა. ეს გახ­ლავთ ად­გი­ლი წყნეთ­სა და ბა­გებს შო­რის, სუფ­თა ჰა­ე­რი­თა და კარ­გი ხე­დით. ანამ სა­დად, მაგ­რამ ლა­მა­ზად მო­წყო­ბილ სახ­ლში კარ­გი მეგ­ზუ­რო­ბა გაგ­ვი­წია და შვი­ლებ­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ი­ღო.

- დიდი ხა­ნია, ჩემს ქმარს აქ ნაკ­ვე­თი აქვს, სულ გვინ­დო­და, რომ სახ­ლი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა, და­ვი­წყეთ, ნელ-ნელა და­ვად­გით თავი ყვე­ლა­ფერს და გად­მო­ვე­დით კი­დეც. წე­ლი­წა­დის ყვე­ლა სე­ზო­ნი აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა. მე­კი­თხე­ბი­ან ხოლ­მე, - შორი არაა ქა­ლა­ქი­დან, არ გი­ჭირს სი­ა­რუ­ლიო? მაგ­რამ როცა მან­ქა­ნა გყავს, არა­ფე­რია რთუ­ლი, სა­ერ­თოდ არ მი­ჭირს და არც დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის. სამ­სა­ხუ­რი­დან რომ ამოვ­დი­ვარ და მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლი ამ ჰა­ერს ჩა­ვი­სუნ­თქავ, ეს ღირს ყვე­ლაფ­რად.

ულა­მა­ზეს ეზო­ში ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი დგას. პირ­ველ სარ­თულ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლია მი­სა­ღე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო და კა­ბი­ნე­ტი, მე­ო­რე­ზე – სამი სა­ძი­ნე­ბე­ლი, ორი აბა­ზა­ნა და ვე­რან­და...

- მე და ჩემი მე­უღ­ლე ჩარ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და­გეგ­მა­რე­ბა­ში, რე­მონ­ტში, ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ისევ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ვართ.

სახ­ლს მწვა­ნედ მო­ბი­ბი­ნე დიდი ეზო აკ­რავს გარს. ოჯა­ხის წევ­რებს უკვე ხე­ხი­ლიც და­ურ­გავთ, ძაღ­ლე­ბის­თვის ცალ­კე სამ­ყო­ფე­ლი მო­უ­წყვი­ათ. მწვა­ნე მოლ­ზე მრგვა­ლი მა­გი­დაც და­უდ­გამთ.

- დიდი ეზო გვაქვს, მისი მოვ­ლა და გა­ლა­მა­ზე­ბა არც ისე მარ­ტი­ვი ყო­ფი­ლა, რო­გორც შო­რი­დან ჩანს. ყვა­ვი­ლე­ბი მზემ გაგ­ვიხ­მო, ახლა ხე­ებ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ. სი­მარ­თლე გი­თხრა, აქამ­დე არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მქო­ნია, ბოს­ტა­ნი მქო­ნო­და, მაგ­რამ წელს მო­მინ­და. ჩვე­ნი ხე­ე­ბის­გან წელს მწი­რი, მაგ­რამ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნა­ყო­ფი რომ მი­ვი­ღეთ, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და და სწო­რედ ამი­ტომ გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, სა­კუ­თარ ეზო­ში მო­ვიყ­ვა­ნო ის, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მექ­ნე­ბა. ეზო­ში და­გეგ­მი­ლი გვაქვს დიდი აუ­ზის გა­კე­თე­ბა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რატომ გაცვალა ანა კოშაძემ თბილისის პრესტიჟული უბანი ქალაქის შემოგარენზე?

რატომ გაცვალა ანა კოშაძემ თბილისის პრესტიჟული უბანი ქალაქის შემოგარენზე?

ყოფილი მოდელის და ახლა უკვე ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის პიარმენეჯერის, ანა კოშაძის ოჯახმა, რამდენიმე წლის წინ უარი თქვა თბილისის პრესტიჟულ უბანში ცხოვრებაზე და სახლი ქალაქთან ახლოს აიშენა. კაკლები - ასე ჰქვია იმ უბანს, სადაც ანა მეუღლესთან, ორ შვილთან და საყვარელ ცხოველებთან ერთად დასახლდა. ეს გახლავთ ადგილი წყნეთსა და ბაგებს შორის, სუფთა ჰაერითა და კარგი ხედით. ანამ სადად, მაგრამ ლამაზად მოწყობილ სახლში კარგი მეგზურობა გაგვიწია და შვილებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

- დიდი ხანია, ჩემს ქმარს აქ ნაკვეთი აქვს, სულ გვინდოდა, რომ სახლი აგვეშენებინა, დავიწყეთ, ნელ-ნელა დავადგით თავი ყველაფერს და გადმოვედით კიდეც. წელიწადის ყველა სეზონი აქ განსაკუთრებულად სასიამოვნოა. მეკითხებიან ხოლმე, - შორი არაა ქალაქიდან, არ გიჭირს სიარულიო? მაგრამ როცა მანქანა გყავს, არაფერია რთული, საერთოდ არ მიჭირს და არც დისკომფორტს მიქმნის. სამსახურიდან რომ ამოვდივარ და მანქანიდან გადმოსული ამ ჰაერს ჩავისუნთქავ, ეს ღირს ყველაფრად.

ულამაზეს ეზოში ორსართულიანი სახლი დგას. პირველ სართულზე განლაგებულია მისაღები, სამზარეულო და კაბინეტი, მეორეზე – სამი საძინებელი, ორი აბაზანა და ვერანდა...

- მე და ჩემი მეუღლე ჩართულები ვიყავით დაგეგმარებაში, რემონტში, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ისევ მუშაობის პროცესში ვართ.

სახლს მწვანედ მობიბინე დიდი ეზო აკრავს გარს. ოჯახის წევრებს უკვე ხეხილიც დაურგავთ, ძაღლებისთვის ცალკე სამყოფელი მოუწყვიათ. მწვანე მოლზე მრგვალი მაგიდაც დაუდგამთ.

- დიდი ეზო გვაქვს, მისი მოვლა და გალამაზება არც ისე მარტივი ყოფილა, როგორც შორიდან ჩანს. ყვავილები მზემ გაგვიხმო, ახლა ხეებზე ვნერვიულობ. სიმართლე გითხრა, აქამდე არანაირი სურვილი არ მქონია, ბოსტანი მქონოდა, მაგრამ წელს მომინდა. ჩვენი ხეებისგან წელს მწირი, მაგრამ ნატურალური ნაყოფი რომ მივიღეთ, ძალიან გაგვიხარდა და სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, საკუთარ ეზოში მოვიყვანო ის, რისი შესაძლებლობაც მექნება. ეზოში დაგეგმილი გვაქვს დიდი აუზის გაკეთება განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება