პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

სა­სა­მარ­თლომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ აბ­რამ ზა­რი­ძეს 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და აბ­რამ ზა­რი­ძე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბის­თვის დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111, 108-ე და ამა­ვე კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით.

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2016 წლის 6 თე­ბერ­ვალს, და­ახ­ლო­ე­ბით 22:30 სა­ათ­ზე, აბ­რამ ზა­რი­ძე მი­ვი­და თბი­ლის­ში, უფ­ლის­ცი­ხის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ ზა­ზი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში, სა­დაც მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ლია ტა­ტუ­აშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და და 9 წლის შვი­ლის წაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა. მას შემ­დეგ, რაც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან უარი მი­ი­ღო, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, მას­ზე შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი­დან ლია ტა­ტუ­აშ­ვილს თა­ვის არე­ში ეს­რო­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ლია ტა­ტუ­აშ­ვი­ლი მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აბ­რამ ზა­რი­ძე 2016 წლის 7 თე­ბერ­ვალს ქ. თბი­ლის­ში, ვ. დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ა­კა­ვეს. პი­რა­დი ჩხრე­კი­სას მას შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბით მას­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი აღ­მო­აჩ­ნდა. აბ­რამ ზა­რი­ძეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11'-108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აბ­რამ ზა­რი­ძე სრუ­ლად სცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად სა­ბო­ლო­ოდ გა­ნუ­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლის ვა­დით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ აბრამ ზარიძეს 11 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აბრამ ზარიძე განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 22:30 საათზე, აბრამ ზარიძე მივიდა თბილისში, უფლისციხის ქუჩაზე მცხოვრებ ზაზიაშვილების ოჯახში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე ლია ტატუაშვილი იმყოფებოდა და 9 წლის შვილის წაყვანა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც ყოფილი მეუღლისგან უარი მიიღო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტიდან ლია ტატუაშვილს თავის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლია ტატუაშვილი მიღებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა აბრამ ზარიძე 2016 წლის 7 თებერვალს ქ. თბილისში, ვ. დოლიძის ქუჩაზე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი აღმოაჩნდა. აბრამ ზარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აბრამ ზარიძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ