პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხვდნენ რა გააკეთეს, სისხლის შეეშინდათ, მიატოვეს დაჭრილი და გაიქცნენ" - 15 წლის მოზარდის მკვლელობის უცნობი დეტალები
"მიხვდნენ რა გააკეთეს, სისხლის შეეშინდათ, მიატოვეს დაჭრილი და გაიქცნენ" - 15 წლის მოზარდის მკვლელობის უცნობი დეტალები

მო­ზარ­დე­ბის სი­სას­ტი­კემ კი­დევ ერთი, 15 წლის მო­ზარ­დი შე­ი­წი­რა, - ზემო ფო­ნი­ჭა­ლის XI კლა­სის მოს­წავ­ლე ავთო ბა­გა­ლიშ­ვი­ლი თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ცერ­ტზე წა­ვი­და, სა­ი­და­ნაც უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით კორ­პუ­სებს შო­რის მარ­ტოდ­მარ­ტო მი­ტო­ვე­ბუ­ლი დაჭ­რი­ლი მო­ზარ­დი ზემო ფო­ნი­ჭა­ლის ერთ-ერ­თმა მკვიდრმა შე­ამ­ჩნია, მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნა; სამ­წუ­ხა­როდ, ბიჭს ექი­მებ­მა ვე­ღარ უშ­ვე­ლეს. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, გარ­დაც­ვლი­ლი კონ­ცერ­ტი­დან იმ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად გა­მო­ვი­და, რომ­ლე­ბიც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შე­ლა­პა­რაკ­დნენ და "საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად" ახ­ლომ­დე­ბა­რე კორ­პუ­სე­ბი­სა­კენ გა­ე­მარ­თნენ. ბიჭი სა­სიკ­ვდი­ლოდ თა­ნა­ტოლ­მა დაჭ­რა, მერე კი კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად მი­ა­ტო­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი 16 წლის ლ.შ. უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია, საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის 108-ე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი.

ბა­გა­ლიშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც წელს მე­ო­რე კლა­სე­ლი და­კარ­გეს (ერთ მათ­განს ზა­ფხულ­ში მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა) მომ­ხდა­რის გამო ცრემლს ვერ იკა­ვე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ ავთო სა­უ­კე­თე­სო იყო მათ შო­რის და მას არც ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი მოს­წონ­და და არც კონ­ფლიქ­ტე­ბი ჰქონ­და ვინ­მეს­თან. ამ­ბო­ბენ, რომ პა­ტა­რა ბიჭი ბევრ შვილ­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ეს არ დას­ცალ­და...

მ.დ. გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის კლა­სე­ლი:

- ავთო ჩვენ შო­რის სა­უ­კე­თე­სო იყო. ამას იმი­ტომ კი არ ვამ­ბობ, რომ უკვე აღარ არის, არა­მედ იმი­ტომ, რომ სულ იმას ცდი­ლობ­და, სხვას დახ­მა­რე­ბო­და, სხვა არ მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა გა­სა­ჭირ­ში. თან ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ზე ხა­ლი­სი­ა­ნი და მხი­ა­რუ­ლი იყო.

ცუდ ხა­სი­ათ­ზე რომ დაგ­ვი­ნა­ხავ­და, ვიდ­რე არ გაგ­ვამ­ხი­ა­რუ­ლებ­და, არ მოგ­ვეშ­ვე­ბო­და. გვე­ტყო­და ხოლ­მე, - რად­გან გა­ი­ცი­ნე, მეც კარ­გად ვარო. თან რა­ღაც­ნა­ი­რი დი­დი­ვით იყო, - ოც­ნე­ბობ­და, რომ ბევ­რი შვი­ლი ჰყო­ლო­და, - ჩვენ არ­ცერ­თი არ ვლა­პა­რა­კობ­დით იმ­დენს მო­მა­ვალ­ზე, ოჯა­ხის შექ­მნა­ზე, შვი­ლებ­ზე, რო­გორც ის.

სიკ­ვდი­ლის წინა დღეს იმ­დე­ნი იცი­ნა და იმ­ხი­ა­რუ­ლა, ჩვენც იმ­დე­ნი გვა­ცი­ნა, რომ ასე­თი კარ­გი დღე არც გვახ­სოვს. მერე ჩვენ თა­ნაკ­ლა­სელ გო­გოს­თან უცებ მი­ვი­და და სთხო­ვა, - მოდი, სუ­რა­თი გა­და­ვი­ღოთ, სახ­სოვ­რად გქონ­დეს, რა ვი­ცით, რა ხდე­ბაო. ის კი გა­უბ­რაზ­და, - რა­ებს ლა­პა­რა­კობ, რა უნდა მოხ­დეს, თავი და­მა­ნე­ბეო! არა­და თურ­მე, ხდე­ბო­და.

გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის თა­ნაკ­ლას­ლე­ბი და­ზუს­ტე­ბით ვერ ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ იმე­ო­რე­ბენ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბიჭი სხვე­ბის გაშ­ვე­ლე­ბი­სას დაჭ­რეს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"მიხვდნენ რა გააკეთეს, სისხლის შეეშინდათ, მიატოვეს დაჭრილი და გაიქცნენ" - 15 წლის მოზარდის მკვლელობის უცნობი დეტალები

"მიხვდნენ რა გააკეთეს, სისხლის შეეშინდათ, მიატოვეს დაჭრილი და გაიქცნენ" - 15 წლის მოზარდის მკვლელობის უცნობი დეტალები

მოზარდების სისასტიკემ კიდევ ერთი, 15 წლის მოზარდი შეიწირა, - ზემო ფონიჭალის XI კლასის მოსწავლე ავთო ბაგალიშვილი თანატოლებთან ერთად ქვემო ფონიჭალაში "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ კონცერტზე წავიდა, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. სრულიად შემთხვევით კორპუსებს შორის მარტოდმარტო მიტოვებული დაჭრილი მოზარდი ზემო ფონიჭალის ერთ-ერთმა მკვიდრმა შეამჩნია, მანქანაში ჩაისვა და საავადმყოფოში წაიყვანა; სამწუხაროდ, ბიჭს ექიმებმა ვეღარ უშველეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, გარდაცვლილი კონცერტიდან იმ თანატოლებთან ერთად გამოვიდა, რომლებიც ღონისძიებაზე შელაპარაკდნენ და "საქმის გასარჩევად" ახლომდებარე კორპუსებისაკენ გაემართნენ. ბიჭი სასიკვდილოდ თანატოლმა დაჭრა, მერე კი კონფლიქტის მონაწილეებთან ერთად მიატოვა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული 16 წლის ლ.შ. უკვე დაკავებულია, საქმე განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით არის აღძრული.

ბაგალიშვილის მეგობრები, რომლებმაც წელს მეორე კლასელი დაკარგეს (ერთ მათგანს ზაფხულში მანქანა დაეჯახა) მომხდარის გამო ცრემლს ვერ იკავებენ. ამბობენ, რომ ავთო საუკეთესო იყო მათ შორის და მას არც ქუჩური გარჩევები მოსწონდა და არც კონფლიქტები ჰქონდა ვინმესთან. ამბობენ, რომ პატარა ბიჭი ბევრ შვილზე ოცნებობდა, მაგრამ ეს არ დასცალდა...

მ.დ. გარდაცვლილი მოზარდის კლასელი:

- ავთო ჩვენ შორის საუკეთესო იყო. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ უკვე აღარ არის, არამედ იმიტომ, რომ სულ იმას ცდილობდა, სხვას დახმარებოდა, სხვა არ მიეტოვებინა გასაჭირში. თან ჩვენ შორის ყველაზე ხალისიანი და მხიარული იყო.

ცუდ ხასიათზე რომ დაგვინახავდა, ვიდრე არ გაგვამხიარულებდა, არ მოგვეშვებოდა. გვეტყოდა ხოლმე, - რადგან გაიცინე, მეც კარგად ვარო. თან რაღაცნაირი დიდივით იყო, - ოცნებობდა, რომ ბევრი შვილი ჰყოლოდა, - ჩვენ არცერთი არ ვლაპარაკობდით იმდენს მომავალზე, ოჯახის შექმნაზე, შვილებზე, როგორც ის.

სიკვდილის წინა დღეს იმდენი იცინა და იმხიარულა, ჩვენც იმდენი გვაცინა, რომ ასეთი კარგი დღე არც გვახსოვს. მერე ჩვენ თანაკლასელ გოგოსთან უცებ მივიდა და სთხოვა, - მოდი, სურათი გადავიღოთ, სახსოვრად გქონდეს, რა ვიცით, რა ხდებაო. ის კი გაუბრაზდა, - რაებს ლაპარაკობ, რა უნდა მოხდეს, თავი დამანებეო! არადა თურმე, ხდებოდა.

გარდაცვლილი მოზარდის თანაკლასლები დაზუსტებით ვერ ამბობენ, მაგრამ იმეორებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიჭი სხვების გაშველებისას დაჭრეს.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ