საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამ ისე იმუშავა თეატრში, არავისთან ინტრიგა ან კონფლიქტი არ ჰქონია, ნატოც ასეა და მეც"
"დედამ ისე იმუშავა თეატრში, არავისთან ინტრიგა ან კონფლიქტი არ ჰქონია, ნატოც ასეა და მეც"

ფილ­მი "ჩვე­ნი ეზო" 1956 წელს გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე. მას­ში თა­ვი­სი პირ­ვე­ლი როლი ითა­მა­შა კოტე მა­ხა­რა­ძი­სა და მე­დეა ჩა­ხა­ვას 6 წლის ქა­ლიშ­ვილ­მა - მაკა მა­ხა­რა­ძემ. მას შემ­დეგ ბევ­რი დრო გა­ვი­და... ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი ქალ­ბა­ტო­ნი მა­კას მიერ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­სა და ფილ­მებ­ში გან­ვლილ კად­რებს­ მი­ე­ძღვნე­ბა.

- 6 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ნანი ჩიქ­ვი­ნი­ძეს­თან ერ­თად ფილმში "ჩვე­ნი ეზო" ეპი­ზო­დუ­რი როლი ვი­თა­მა­შე. მა­შინ რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ შემ­დეგ­ში ჩემი რძა­ლი გახ­დე­ბო­და. ფილმში ყურ­ში ვე­ჩურ­ჩუ­ლე­ბით ერ­თმა­ნეთს. მერე ვხუმ­რობ­დი, საქ­მეს ვუ­წყობ­დი ჩემს ძმას-მეთ­ქი.

შემ­დეგ შოთა მა­ნა­გა­ძის ფილ­მი "სა­ბუ­და­რე­ლი ჭა­ბუ­კი" გა­და­ი­ღეს, სა­დაც იმე­დო კა­ხი­ა­ნის პა­ტა­რა დის, მა­ცა­ცოს როლი ვი­თა­მა­შე. ვკი­თხუ­ლობ ლექსს "თხამ შე­ჭა­მა ვე­ნა­ხი".­ მახ­სოვს, რო­გორ მას­წავ­ლი­და დედა ამ ლექსს. გა­და­ღე­ბე­ბი ზა­ფხულ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რის შემ­დგო­მაც პირ­ვე­ლად შევ­დგი ფეხი სკო­ლა­ში. რა­ტომ­ღაც კა­მე­რის წინ არას­დროს ვღე­ლავ­დი, სცე­ნა­ზე გას­ვლის­გან გან­სხვა­ვე­ბით. წე­სით, როცა ეჩ­ვე­ვი სცე­ნას, ნელ-ნელა და­ძა­ბუ­ლო­ბაც უნდა გაქ­რეს. მე პი­რი­ქით ვი­ყა­ვი. ასე იყო დე­და­ჩე­მიც. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ისე ნერ­ვი­უ­ლობ­და სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ, რო­გორც პირ­ველკ­ლა­სე­ლი. სულ ოცამ­დე ფილმში ვარ გა­და­ღე­ბუ­ლი.­ ბო­ლოს 2013 წელს ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის ზაზა რუ­სა­ძის ფილმში "ჩემი საბ­ნის ნა­კე­ცი" გა­და­მი­ღეს.

- მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, თქვენ­თვის მა­ინც ბა­ლე­ტი იყო ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი.

- ყვე­ლა გო­გოს მოს­წონს ფაშ­ფა­შა კა­ბე­ბი და სარ­კის წინ პრან­ჭვა-გრე­ხა. ასე ვი­ყა­ვი მეც. ის მიკ­ვირს, გო­გო­ნე­ბი სამ­ბო­სა და ძი­უ­დო­ზე რომ შე­დი­ან. ჩვენს ოჯახ­ში ყო­ველ­თვის იყო ბა­ლე­ტის კულ­ტი. მა­მას დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­ბა­ლე­ტო სტუ­დია. კარგ მო­მა­ვალ­საც უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. მას ორი კერ­პი ჰყავ­და - ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნი და აკა­კი ხო­რა­ვა.­ ბოლო წუთს შე­იც­ვა­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის სა­სარ­გებ­ლოდ. დე­დაც მოყ­ვა­რუ­ლი იყო ხე­ლოვ­ნე­ბის ამ დარ­გი­სა. კარ­გი სა­ბა­ლე­ტო მო­ნა­ცე­მე­ბიც ჰქონ­და. დე­დას სუ­რა­თი მაქვს - 75 წლის არის, დარ­ბაზ­ში დგას და ფეხი ძელ­ზე უდევს. ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი იყო. ბა­ლე­ტი მის აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბად დარ­ჩა. ისე გა­მო­ვი­და, რომ მე შე­ვას­ხი ფრთე­ბი დედ-მა­მის ოც­ნე­ბებს.

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არა­ერ­თი ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟი გა­ნა­სა­ხი­ე­რეთ. რო­მელს გა­მო­ყოფ­დით?

- ვერც ერთს. დე­დაც ასე იყო. თა­ვი­სი რო­ლე­ბის ყუ­რე­ბა არ უნ­დო­და, თუ ტე­ლე­ვი­ზორ­ში მოჰ­კრავ­და თვალს, გარ­ბო­და. როცა სი­ბე­რის­კენ წა­ვი­და, ღი­მი­ლით უყუ­რებ­და ფილ­მებს თა­ვი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ახლა უკვე მომ­წონ­სო - ამ­ბობ­და. ფო­ტო­ზეც იტყო­და ხოლ­მე, - რა სა­ში­ნე­ლე­ბაა, დავ­ხე­ვო.­ ვეხ­ვე­წე­ბო­დი, არ და­ხიო, 10 წე­ლი­წად­ში მო­გე­წო­ნე­ბა-მეთ­ქი. ასეც ხდე­ბო­და.­ მე ჯერ არ დამ­დგო­მია ეს დრო...

- შვი­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე თუ მო­ახ­დი­ნეთ გავ­ლე­ნა?

- ნატო ძა­ლი­ან კარ­გად ხა­ტავ­და და ძერ­წავ­და. გვე­გო­ნა, მა­მა­მი­სის ხაზს გაჰ­ყვე­ბო­და, მაგ­რამ უცებ მო­ინ­დო­მა და ისე მო­ემ­ზა­და, არც დე­და­ჩე­მი გა­ი­კა­რა, არც მა­მა­ჩე­მი, არც თე­მუ­რი, არც ნანი. ერთხელ მა­ინც გა­მოვ­ცა­დოთ, სად მი­დის, თავი არ მოგვჭრა­სო, - ამ­ბობ­დნენ. წა­ვი­და და თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ა­ბა­რა... გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"დედამ ისე იმუშავა თეატრში, არავისთან ინტრიგა ან კონფლიქტი არ ჰქონია, ნატოც ასეა და მეც"

"დედამ ისე იმუშავა თეატრში, არავისთან ინტრიგა ან კონფლიქტი არ ჰქონია, ნატოც ასეა და მეც"

ფილმი "ჩვენი ეზო" 1956 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მასში თავისი პირველი როლი ითამაშა კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას 6 წლის ქალიშვილმა - მაკა მახარაძემ. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა... ჩვენი საუბარი ქალბატონი მაკას მიერ რეალურ ცხოვრებასა და ფილმებში განვლილ კადრებს მიეძღვნება.

- 6 წლის ვიყავი, როდესაც ნანი ჩიქვინიძესთან ერთად ფილმში "ჩვენი ეზო" ეპიზოდური როლი ვითამაშე. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ შემდეგში ჩემი რძალი გახდებოდა. ფილმში ყურში ვეჩურჩულებით ერთმანეთს. მერე ვხუმრობდი, საქმეს ვუწყობდი ჩემს ძმას-მეთქი.

შემდეგ შოთა მანაგაძის ფილმი "საბუდარელი ჭაბუკი" გადაიღეს, სადაც იმედო კახიანის პატარა დის, მაცაცოს როლი ვითამაშე. ვკითხულობ ლექსს "თხამ შეჭამა ვენახი". მახსოვს, როგორ მასწავლიდა დედა ამ ლექსს. გადაღებები ზაფხულში მიმდინარეობდა. რის შემდგომაც პირველად შევდგი ფეხი სკოლაში. რატომღაც კამერის წინ არასდროს ვღელავდი, სცენაზე გასვლისგან განსხვავებით. წესით, როცა ეჩვევი სცენას, ნელ-ნელა დაძაბულობაც უნდა გაქრეს. მე პირიქით ვიყავი. ასე იყო დედაჩემიც. ასაკის მატებასთან ერთად ისე ნერვიულობდა სცენაზე გასვლის წინ, როგორც პირველკლასელი. სულ ოცამდე ფილმში ვარ გადაღებული. ბოლოს 2013 წელს ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ზაზა რუსაძის ფილმში "ჩემი საბნის ნაკეცი" გადამიღეს.

- მიუხედავად ყველაფრისა, თქვენთვის მაინც ბალეტი იყო ცხოვრებაში მთავარი.

- ყველა გოგოს მოსწონს ფაშფაშა კაბები და სარკის წინ პრანჭვა-გრეხა. ასე ვიყავი მეც. ის მიკვირს, გოგონები სამბოსა და ძიუდოზე რომ შედიან. ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო ბალეტის კულტი. მამას დამთავრებული ჰქონდა საბალეტო სტუდია. კარგ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. მას ორი კერპი ჰყავდა - ვახტანგ ჭაბუკიანი და აკაკი ხორავა. ბოლო წუთს შეიცვალა გადაწყვეტილება სამსახიობო კარიერის სასარგებლოდ. დედაც მოყვარული იყო ხელოვნების ამ დარგისა. კარგი საბალეტო მონაცემებიც ჰქონდა. დედას სურათი მაქვს - 75 წლის არის, დარბაზში დგას და ფეხი ძელზე უდევს. ძალიან მოქნილი იყო. ბალეტი მის აუხდენელ ოცნებად დარჩა. ისე გამოვიდა, რომ მე შევასხი ფრთები დედ-მამის ოცნებებს.

- მიუხედავად ამისა, არაერთი ფილმის პერსონაჟი განასახიერეთ. რომელს გამოყოფდით?

- ვერც ერთს. დედაც ასე იყო. თავისი როლების ყურება არ უნდოდა, თუ ტელევიზორში მოჰკრავდა თვალს, გარბოდა. როცა სიბერისკენ წავიდა, ღიმილით უყურებდა ფილმებს თავისი მონაწილეობით, ახლა უკვე მომწონსო - ამბობდა. ფოტოზეც იტყოდა ხოლმე, - რა საშინელებაა, დავხევო. ვეხვეწებოდი, არ დახიო, 10 წელიწადში მოგეწონება-მეთქი. ასეც ხდებოდა. მე ჯერ არ დამდგომია ეს დრო...

- შვილების პროფესიულ არჩევანზე თუ მოახდინეთ გავლენა?

- ნატო ძალიან კარგად ხატავდა და ძერწავდა. გვეგონა, მამამისის ხაზს გაჰყვებოდა, მაგრამ უცებ მოინდომა და ისე მოემზადა, არც დედაჩემი გაიკარა, არც მამაჩემი, არც თემური, არც ნანი. ერთხელ მაინც გამოვცადოთ, სად მიდის, თავი არ მოგვჭრასო, - ამბობდნენ. წავიდა და თეატრალურში ჩააბარა... გაგრძელება

ყვითელი სადღესასწაულო კაბა და უარი "დეპრესიულ ცხოვრებას" - როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ დაბადების დღე (ფოტოები)

"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში

"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან