საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოირგო მილიონერ კაკაჩიას შემდეგ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის როლი დავით კვირცხალიამ
როგორ მოირგო მილიონერ კაკაჩიას შემდეგ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის როლი დავით კვირცხალიამ

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და­ვით კვირ­ცხა­ლია ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა ბოლო დროს პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლით - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა. გრი­შა კა­კა­ჩია ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერთი გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ხეა, მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­ნე­რე­ბი­თა და მე­ტყვე­ლე­ბით, რომ­ლის ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა­საც სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით ხვდე­ბა. 

მსა­ხი­ო­ბი და­ვით კვირ­ცხა­ლია ცოტა ხნის წინ მრა­ვალ­სე­რი­ან ფილმში "ჰე­როკ­რა­ტია" გა­მოჩ­ნდა, სა­დაც ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის როლი მო­ირ­გო...

AMBEBI.GE-მ მსა­ხი­ობ­თან ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ ამ როლ­ზე სა­უბ­რით და­ი­წყო:

- ექ­სპრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის როლ­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ვის­გან მი­ი­ღეთ?

- არას­დროს, არა­ვის უთ­ქვამს და არც გამ­ხუმ­რე­ბია, რომ ამ პი­როვ­ნე­ბას ვგავ­დი, ან სა­ერ­თოდ რამე მსგავ­სი იყო. რა­ტომ­ღაც ეს გოგა ხა­ინ­დრა­ვამ აღ­მო­ა­ჩი­ნა. მე და გოგა დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვართ, თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად ვსწავ­ლობ­დით, სა­რე­ჟი­სო­როც მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ერთ უბან­ში, ხი­ლი­ან­ზე ვცხოვ­რობ­დით... მოკ­ლედ, ახალ­გაზ­რდო­ბი­დან ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს... თუმ­ცა, სა­ნამ გოგა მე­ტყო­და, სინ­ჯე­ბი შე­ვარ­დნა­ძის როლ­ზე უნდა გა­ი­ა­როო, მა­ნამ­დე მიშა აფხა­ზა­ვამ შე­მო­მით­ვა­ლა, - რა­ღაც კას­ტინ­გე­ბია და მობ­რძან­დი­თო (ვი­ცო­დი, რომ დიდი პრო­ექ­ტი უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, ხოლო თუ რა, ამის შსა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი). რა­ტომ­ღაც არა, ჩემს საქ­მე­ზე მი­ბა­რებ­დნენ და შე­მარ­თე­ბით წა­ვე­დი. იქ მი­სულს გოგა დამ­ხვდა და მი­თხრა, - შე­ვარ­დნა­ძის როლ­ზე უნდა გა­ე­სინ­ჯო და გრი­მი­ო­რებს უთხრა, - გრი­მი გა­უ­კე­თე­თო.

- ეს რომ გა­ი­გეთ, რა რე­აქ­ცია გქონ­დათ?

- გა­მე­ცი­ნა, - რას ამ­ბობ, გოგა-მეთ­ქი? მე ვიც­ნობ­დი კარ­გად შე­ვარ­დნა­ძეს და აი, ნახე, რო­გორ გა­მო­გი­ვაო (სი­ტყვა სი­ტყვით არ მახ­სოვს, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ლა­პა­რა­კი გვქონ­და). თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, მე­სი­ა­მოვ­ნა ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის რო­ლის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა... მოკ­ლედ, გრი­მი­ო­რებ­მა ქო­ჩო­რი და­მა­წე­ბეს და მეც მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ჩვენ შო­რის რა­ღაც მსგავ­სე­ბა მარ­თლა იყო. თუმ­ცა გა­ო­რე­ბა და­მე­მარ­თა: რო­გორ ვი­თა­მა­შო ამ­ხე­ლა კაცი, რო­მელ­საც არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მსოფ­ლი­ო­ში იც­ნობ­დნენ...

გო­გამ თა­ვი­დან­ვე მი­თხრა, რომ არ იყო დიდი როლი და 100% მსგავ­სე­ბა სა­ჭი­რო არ იყო. მას მერე, რაც გა­და­წყდა, რომ როლი უნდა მე­თა­მა­შა, უკვე ჩემს გმირ­ზე დავ­ფიქ­რდი, - ეს იყო კაცი, რო­მე­ლიც ლა­მის მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მარ­თავ­და ჩემს ქვე­ყა­ნას, გარ­და ამი­სა, მი­მაჩ­ნია, რომ მსოფ­ლიო დო­ნის პო­ლი­ტი­კო­სი იყო, რაც საქ­მით და­ამ­ტკი­ცა კი­დეც. ეს ძლი­ე­რი მუხ­ტიც ვიგ­რძე­ნი... მერე ავი­ღე შე­ვარ­დნა­ძე­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტუ­რი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­საც სა­ნა­ხა­ვად ჩა­ვუ­ჯე­ქი...

- გა­და­ღე­ბე­ბი ექს-პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გქონ­დათ?

- კი, ყვე­ლა­ფე­რი მის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, კრწა­ნის­ში ხდე­ბო­და. მისი კა­ბი­ნე­ტი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ იმ დღეს გა­ა­ღეს...

- რა იგ­რძე­ნით, რო­დე­საც იქ შეხ­ვე­დით?

- სა­ო­ცა­რი პრე­სი... იქ ოჯა­ხის წევ­რე­ბიც დაგ­ვხვდნენ, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მი­სა, პი­რა­დად არა­ვის ვიც­ნობ­დი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რო­გო­რია, როცა ამ­დე­ნი თვა­ლი გი­ყუ­რებს და გაკ­ვირ­დე­ბა, - აინ­ტე­რე­სებთ, ვინ გა­ბე­და, ამ რო­ლის თა­მა­ში? რაც მათ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცია იყო... ალ­ბათ მა­ნამ­დე ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას უთხრეს, "კა­კა­ჩი­ას" რომ თა­მა­შობს, ის მსა­ხი­ო­ბი შე­ას­რუ­ლებს ფილმში მა­მათ­ქვე­ნის როლ­სო, არ ვიცი... მოკ­ლედ, გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დნენ, თან, მი­ღი­მოდ­ნენ, უკვე გრი­მით მი­ვე­დი. იქ იყო შე­ვარ­დნა­ძის მძღო­ლი, პოლ­კოვ­ნი­კი გივი ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი, დაც­ვის ბი­ჭე­ბი, ვინც მის სი­ცო­ცხლე­ში ექს-პრე­ზი­დენ­ტთან მუ­შა­ობ­დნენ, იქვე იყო და­ჯავ­შნუ­ლი მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც პრე­ზი­დენ­ტი დაჰ­ყავ­დათ, - ჩემ­ზე ამ ყვე­ლა­ფერ­მა იმოქ­მე­და... ჰო, გა­ვი­ცა­ნი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი, ლაშა შე­ვარ­დნა­ძე, პა­ა­ტა შე­ვარ­დნა­ძის ვაჟი და ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პლი­მენ­ტი ჩემ­თვის ის იყო, რო­დე­საც ლა­შამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­მა­ქო და თქვა, - ეს ადა­მი­ა­ნი ბა­ბუ­ა­ჩემს ასა­ხი­ე­რებ­სო... ალ­ბათ შვი­ლიშ­ვი­ლი რომ იტყვის თბილ სი­ტყვებს, სულ სხვაა.

- კი­დევ რას გა­იხ­სე­ნებთ გა­და­ღე­ბე­ბი­დან?

- ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას და იქვე ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას (გვა­რი არ მახ­სოვს, ადა­მი­ა­ნი, ვინც პრე­ზი­დენ­ტის არ­ქივს გა­ნა­გებს) ვუ­თხა­რი, რა თქმა უნდა, ხუმ­რო­ბით, - ვიცი, რომ ჩემ­ზე მა­გა­რი კაცი იყო და ჩემ­ზე მეტ საქ­მე­ებს აკე­თებ­და-მეთ­ქი, მაგ­რამ ღვთის წყა­ლო­ბით, მე და­მე­კის­რა მისი როლი და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. ამი­ტომ, გთხოვთ, არ და­მინ­დოთ და თუ შე­ნიშ­ვნას მომ­ცემთ, დი­დად და­მეხ­მა­რე­ბით-მეთ­ქი. რო­გორ გე­კად­რე­ბა­თო. მერე გავ­ში­ნა­ურ­დით კი­დეც, ვსა­უბ­რობ­დით. მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძე და­მეხ­მა­რა იმა­ში, მა­მის ესა თუ ის მა­ნე­რა უფრო ზუს­ტად გა­მახ­სე­ნა, მა­გა­ლი­თად, ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნამ მი­თხრა, ამ კონ­კრე­ტულ სცე­ნა­ში ეს ხელი კი არა, მე­ო­რე ხე­ლის ასე გა­მო­ყე­ნე­ბა ჯო­ბია, უფრო სა­ხა­სი­ა­თო იქ­ნე­ბაო... 

სა­ბო­ლო­ოდ, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო, რო­მე­ლიც მთრგუ­ნავ­და... სე­რია სა­ნამ ეთერ­ში არ გა­ვი­და, ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი. არ ვი­ცო­დი, რო­გორ მი­ი­ღებ­და მა­ყუ­რე­ბე­ლი, ან თუნ­დაც ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი რას მე­ტყოდ­ნენ...

- რო­გორც რი­გი­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი, გე­ტყვით, რომ ეს როლი შედ­გა...

- რო­დე­საც ამას მე­უბ­ნე­ბი­ან, მი­ხა­რია, თუ ამის ჩვე­ნე­ბა მა­ყუ­რებ­ლის­თვის შევ­ძე­ლი, ამას რა სჯო­ბია? გა­და­ღე­ბა 3-4 დღე გაგ­რძელ­და და ამ ხნის მან­ძილ­ზე დიდი სით­ბო ვიგ­რძე­ნი შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის­გან. ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ მა­ჩუ­ქა წიგ­ნი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძე­ზე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­ვი­და, წიგნ­ში შე­სუ­ლია მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი ექს-პრე­ზი­დენტზე. ეს წიგ­ნი ჩემ­თვის რე­ლიკ­ვი­აა.

ბო­ლოს იმა­საც ვი­ტყვი, რომ ალ­ბათ უკე­თე­სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და თა­მა­ში, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო - ეპი­ზო­დუ­რი ტე­ვა­დო­ბის, მაგ­რამ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო როლი.

- ანუ რო­გო­რია გზა - კა­კა­ჩი­ა­დან შე­ვარ­დნა­ძემ­დე?

- არა, ასე არას­დროს მი­ფიქ­რია და ასე არც ვაზ­როვ­ნებ, ერთი რო­ლი­დან მე­ო­რემ­დე არა­ფე­რი შე­მი­ფა­სე­ბია. ალ­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე და­ვაგ­რო­ვე იმ­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, ოს­ტა­ტო­ბის დოზა, რო­მელ­მაც მო­იც­ვა ერ­თიც და მე­ო­რეც. ასე რომ, აქე­დან იქამ­დე ასე­თი ეტა­პე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია. თუ ასეა, მა­შინ უნდა და­ვი­წყო სა­ლა­მუ­რა­დან რო­მე­ომ­დე, რო­მე­ო­დან ერეკ­ლემ­დე და ა.შ. კი­ნო­შიც მი­თა­მა­შია უცხო­ურ ფილ­მებ­შიც და ეტყო­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ასაკ­ში თავს გახ­სე­ნებს და გეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა არ ვთვლი, რომ ეს რა­ღაც სა­ოც­რე­ბაა.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებს რა­ი­მე საყ­ვე­დუ­რი ხომ არ უთ­ქვამთ, რომ "ჰე­როკ­რა­ტი­ას" გა­და­ღე­ბა­ში მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ჩემ­თვის არა­ვის არა­ფე­რი უგ­რძნო­ბი­ნე­ბია, გუ­შინ­წინ გვქონ­და გა­და­ღე­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­და მთე­ლი პრო­ცე­სი. ყვე­ლა ამ­ბობს, რომ აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამა თუ იმ მოვ­ლე­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა შე­მიძ­ლია... უპირ­ვე­ლე­სად მსა­ხი­ო­ბი ვარ და როლი უნდა ვი­თა­მა­შო.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ მოირგო მილიონერ კაკაჩიას შემდეგ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის როლი დავით კვირცხალიამ

როგორ მოირგო მილიონერ კაკაჩიას შემდეგ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის როლი დავით კვირცხალიამ

რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია ფართო მაყურებელმა ბოლო დროს პოპულარული სერიალით - "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო და შეიყვარა. გრიშა კაკაჩია ამ პროექტის ერთ-ერთი გამოკვეთილი სახეა, მისთვის დამახასიათებელი მანერებითა და მეტყველებით, რომლის ეკრანზე გამოჩენასაც სერიალის მაყურებელი ყოველთვის სიამოვნებით ხვდება. 

მსახიობი დავით კვირცხალია ცოტა ხნის წინ მრავალსერიან ფილმში "ჰეროკრატია" გამოჩნდა, სადაც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის როლი მოირგო...

AMBEBI.GE-მ მსახიობთან ინტერვიუ სწორედ ამ როლზე საუბრით დაიწყო:

- ექსპრეზიდენტ შევარდნაძის როლზე შემოთავაზება ვისგან მიიღეთ?

- არასდროს, არავის უთქვამს და არც გამხუმრებია, რომ ამ პიროვნებას ვგავდი, ან საერთოდ რამე მსგავსი იყო. რატომღაც ეს გოგა ხაინდრავამ აღმოაჩინა. მე და გოგა დიდი ხნის მეგობრები ვართ, თითქმის ერთდროულად ვსწავლობდით, სარეჟისოროც მაქვს დამთავრებული. ერთ უბანში, ხილიანზე ვცხოვრობდით... მოკლედ, ახალგაზრდობიდან ვიცნობთ ერთმანეთს... თუმცა, სანამ გოგა მეტყოდა, სინჯები შევარდნაძის როლზე უნდა გაიაროო, მანამდე მიშა აფხაზავამ შემომითვალა, - რაღაც კასტინგებია და მობრძანდითო (ვიცოდი, რომ დიდი პროექტი უნდა განხორციელებულიყო, ხოლო თუ რა, ამის შსახებ არაფერი ვიცოდი). რატომღაც არა, ჩემს საქმეზე მიბარებდნენ და შემართებით წავედი. იქ მისულს გოგა დამხვდა და მითხრა, - შევარდნაძის როლზე უნდა გაესინჯო და გრიმიორებს უთხრა, - გრიმი გაუკეთეთო.

- ეს რომ გაიგეთ, რა რეაქცია გქონდათ?

- გამეცინა, - რას ამბობ, გოგა-მეთქი? მე ვიცნობდი კარგად შევარდნაძეს და აი, ნახე, როგორ გამოგივაო (სიტყვა სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასეთი ლაპარაკი გვქონდა). თუმცა მეორე მხრივ, მესიამოვნა ისტორიული პიროვნების როლის შემოთავაზება... მოკლედ, გრიმიორებმა ქოჩორი დამაწებეს და მეც მომეჩვენა, რომ ჩვენ შორის რაღაც მსგავსება მართლა იყო. თუმცა გაორება დამემართა: როგორ ვითამაშო ამხელა კაცი, რომელსაც არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში იცნობდნენ...

გოგამ თავიდანვე მითხრა, რომ არ იყო დიდი როლი და 100% მსგავსება საჭირო არ იყო. მას მერე, რაც გადაწყდა, რომ როლი უნდა მეთამაშა, უკვე ჩემს გმირზე დავფიქრდი, - ეს იყო კაცი, რომელიც ლამის მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მართავდა ჩემს ქვეყანას, გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მსოფლიო დონის პოლიტიკოსი იყო, რაც საქმით დაამტკიცა კიდეც. ეს ძლიერი მუხტიც ვიგრძენი... მერე ავიღე შევარდნაძეზე არსებული ყველა დოკუმენტური ვიდეომასალა, რომელსაც სანახავად ჩავუჯექი...

- გადაღებები ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის რეზიდენციაში გქონდათ?

- კი, ყველაფერი მის რეზიდენციაში, კრწანისში ხდებოდა. მისი კაბინეტი გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ იმ დღეს გააღეს...

- რა იგრძენით, როდესაც იქ შეხვედით?

- საოცარი პრესი... იქ ოჯახის წევრებიც დაგვხვდნენ, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, პირადად არავის ვიცნობდი. წარმოიდგინეთ როგორია, როცა ამდენი თვალი გიყურებს და გაკვირდება, - აინტერესებთ, ვინ გაბედა, ამ როლის თამაში? რაც მათგან აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია იყო... ალბათ მანამდე ქალბატონ მანანას უთხრეს, "კაკაჩიას" რომ თამაშობს, ის მსახიობი შეასრულებს ფილმში მამათქვენის როლსო, არ ვიცი... მოკლედ, გაოცებულები მიყურებდნენ, თან, მიღიმოდნენ, უკვე გრიმით მივედი. იქ იყო შევარდნაძის მძღოლი, პოლკოვნიკი გივი ელიზბარაშვილი, დაცვის ბიჭები, ვინც მის სიცოცხლეში ექს-პრეზიდენტთან მუშაობდნენ, იქვე იყო დაჯავშნული მანქანა, რომლითაც პრეზიდენტი დაჰყავდათ, - ჩემზე ამ ყველაფერმა იმოქმედა... ჰო, გავიცანი ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, ლაშა შევარდნაძე, პაატა შევარდნაძის ვაჟი და ყველაზე დიდი კომპლიმენტი ჩემთვის ის იყო, როდესაც ლაშამ სოციალურ ქსელში შემაქო და თქვა, - ეს ადამიანი ბაბუაჩემს ასახიერებსო... ალბათ შვილიშვილი რომ იტყვის თბილ სიტყვებს, სულ სხვაა.

- კიდევ რას გაიხსენებთ გადაღებებიდან?

- ქალბატონი მანანას და იქვე ქალბატონ მარინას (გვარი არ მახსოვს, ადამიანი, ვინც პრეზიდენტის არქივს განაგებს) ვუთხარი, რა თქმა უნდა, ხუმრობით, - ვიცი, რომ ჩემზე მაგარი კაცი იყო და ჩემზე მეტ საქმეებს აკეთებდა-მეთქი, მაგრამ ღვთის წყალობით, მე დამეკისრა მისი როლი და მძიმე მდგომარეობაში ვარ. ამიტომ, გთხოვთ, არ დამინდოთ და თუ შენიშვნას მომცემთ, დიდად დამეხმარებით-მეთქი. როგორ გეკადრებათო. მერე გავშინაურდით კიდეც, ვსაუბრობდით. მანანა შევარდნაძე დამეხმარა იმაში, მამის ესა თუ ის მანერა უფრო ზუსტად გამახსენა, მაგალითად, ქალბატონმა მარინამ მითხრა, ამ კონკრეტულ სცენაში ეს ხელი კი არა, მეორე ხელის ასე გამოყენება ჯობია, უფრო სახასიათო იქნებაო... 

საბოლოოდ, დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომელიც მთრგუნავდა... სერია სანამ ეთერში არ გავიდა, ძალიან ვღელავდი. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა მაყურებელი, ან თუნდაც ჩემი ახლობლები, ნაცნობები რას მეტყოდნენ...

- როგორც რიგითი მაყურებელი, გეტყვით, რომ ეს როლი შედგა...

- როდესაც ამას მეუბნებიან, მიხარია, თუ ამის ჩვენება მაყურებლისთვის შევძელი, ამას რა სჯობია? გადაღება 3-4 დღე გაგრძელდა და ამ ხნის მანძილზე დიდი სითბო ვიგრძენი შევარდნაძეების ოჯახისგან. ქალბატონმა მანანამ მაჩუქა წიგნი, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძეზე მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, წიგნში შესულია მსოფლიო პოლიტიკოსების შეფასებები ექს-პრეზიდენტზე. ეს წიგნი ჩემთვის რელიკვიაა.

ბოლოს იმასაც ვიტყვი, რომ ალბათ უკეთესადაც შეიძლებოდა თამაში, თუმცა ფაქტია, რომ ჩემი სამსახიობო კარიერის მანძილზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო - ეპიზოდური ტევადობის, მაგრამ საპასუხისმგებლო როლი.

- ანუ როგორია გზა - კაკაჩიადან შევარდნაძემდე?

- არა, ასე არასდროს მიფიქრია და ასე არც ვაზროვნებ, ერთი როლიდან მეორემდე არაფერი შემიფასებია. ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე დავაგროვე იმდენი გამოცდილება, ოსტატობის დოზა, რომელმაც მოიცვა ერთიც და მეორეც. ასე რომ, აქედან იქამდე ასეთი ეტაპები ცხოვრებაში არ მქონია. თუ ასეა, მაშინ უნდა დავიწყო სალამურადან რომეომდე, რომეოდან ერეკლემდე და ა.შ. კინოშიც მითამაშია უცხოურ ფილმებშიც და ეტყობა, ეს ყველაფერი ასაკში თავს გახსენებს და გეხმარება. თუმცა არ ვთვლი, რომ ეს რაღაც საოცრებაა.

- "ჩემი ცოლის დაქალების" გადამღები ჯგუფის წევრებს რაიმე საყვედური ხომ არ უთქვამთ, რომ "ჰეროკრატიას" გადაღებაში მიიღეთ მონაწილეობა?

- ჩემთვის არავის არაფერი უგრძნობინებია, გუშინწინ გვქონდა გადაღება და აბსოლუტურად ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა მთელი პროცესი. ყველა ამბობს, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ მოვლენის პოლიტიკური შეფასება შემიძლია... უპირველესად მსახიობი ვარ და როლი უნდა ვითამაშო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება