"სანდრა რულოვსი "წითელი ჯვრის" საშუალებით დიდ ფულს შოულობდა" - რა ჩვენებას მისცემს "ჰეროკრატიის" ერთ-ერთი ავტორი რულოვსისა და კალმახელიძის წინააღმდეგ?!

"სანდრა რულოვსი "წითელი ჯვრის" საშუალებით დიდ ფულს შოულობდა" - რა ჩვენებას მისცემს "ჰეროკრატიის" ერთ-ერთი ავტორი რულოვსისა და კალმახელიძის წინააღმდეგ?!

ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი წინა ხელისუფლების წარმომადგენლების - მიხეილ სააკაშვილის, ხათუნა კალმახელიძის, დიმიტრი შაშკინის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ პროკურატურაში ჩვენების მიცემას აპირებს.

მიხიელ სააკაშვილის მმართველობისას ალექსანდრე ახალკაცი სამართალდამცველებმა ტელეფონის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ის სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით იხდიდა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ბრალი შეუთითხნეს და 6 წელი მიუსაჯეს. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაპირისპირების გამო დაიწყო მის წინააღმდეგ პროვოკაციები და ამიტომ დააკავეს. სწორედ მის მიერ დაწერილი წიგნი დაედო საფუძვლად მრავალსერიანი ფილმის "ჰეროკრატიის" პირველ და მეორე სერიას. წიგნში აღწერილია ის სასტიკი პირობები, რომელშიც პატიმრებს უწევდათ ყოფნა.

kvirispalitra.ge ალექსანდრე ახალკაცს ესაუბრა:

- პროკურატურაში ჩვენება უნდა მივცე ძირითადად სანდრა რულოვსისა და ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ, თუმცა ჩემს საქმეში ასევე ფიგურირებდნენ მიხეილ სააკაშვილი და დიმიტრი შაშკინიც.

- კონკრეტულად რა ინფორმაცია გაქვთ?

- სანდრა რულოვსი ჩართული იყო დანაშაულებრივ სქემაში. ეს ქალბატონი "წითელი ჯვრის" საშუალებით დიდ ფულს შოულობდა. ეს ეხება ტუბერკულოზის მედიკამენტების სქემას. სანდრა რულოვსი იყო თავიდათავი იმ დიდი სქემის, რომელიც ტუბდისპანსერში მოქმედებდა და რომლის შედეგადაც ასობით ადამიანს სპეციალურად, მიზანმიმართულად ქრონიკული ტუბერკულოზით აავადებდნენ. მათ საკმაოდ ხშირად უწყვეტავდნენ წამლებს, რათა ისინი გამხდარიყვნენ რეზიდენტულები პირველი რიგის წამლებზე და შემდეგ ისინი ჩაესვათ ე.წ. ქრონიკების ტურში, რომელიც ბევრად უფრო ძვირადღირებული იყო. ამ წამლების თანხებს კი "წითელი ჯვარი" იხდიდა. სამწუხაროდ, პატიმრებს იგივე წამლებს უტოვებდნენ, გადმორიცხული თანხები კი არამიზნობრივად იხარჯებოდა. ეს სქემა ასეულობით პატიმარის ლიკვიდაციას იწვევდა. რაც შეეხება ხათუნა კალმახელიძეს, ის ორჯერ პირადად დაესწრო ჩემს ფიზიკურ წამებას.

გაგრძელება

პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

გიორგი გახარია თვითოზოლაციაში გადავიდა - "ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, დაუდგინდა კორონავირუსი"