Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში 10 ახალი ავტობუსი შემოვიდა - ნახეთ პირველი ფოტოები
თბილისში 10 ახალი ავტობუსი შემოვიდა - ნახეთ პირველი ფოტოები

თბი­ლის­ში დღე­ი­დან 10 ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სი იმოძ­რა­ვებს.

თბი­ლის­ში, ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე, დღეს MAN -ის 10 ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ავ­ტო­ბუ­სე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში #61 ხაზ­ზე იმოძ­რა­ვე­ბენ.

რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სია, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა და მუ­შა­ობს CNG-ის საწ­ვავ­ზე.

იხი­ლეთ ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ის ვი­დეო

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი არის გა­რე­მოს­თვის უსაფრ­თხო. ეს არის ბუ­ნებ­რივ გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე ევ­რო­ექ­ვსის მარ­კის ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რო­მე­ლიც არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კლა­სის სა­ქა­ლა­ქო ავ­ტო­ბუ­სი. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შშმ პი­რებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ავ­ტო­ბუ­სებ­ში იქ­ნე­ბა გათ­ბო­ბი­სა და კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მა. რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის სა­სეს­ხო რე­სურ­სი - 27 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ყო EBRD-მა, ხოლო ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ­მა ფონდმა E5P-მ 7 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის გრან­ტი გა­მო­ყო.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ფო­ტო­ე­ბი

რო­გორც და­ვით ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, 143 ავ­ტო­ბუ­სი თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე შე­მო­ვა თბი­ლის­ში. და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, 13 ავ­ტო­ბუ­სი შე­მო­ვა იან­ვარ­ში, 60 - თე­ბერ­ვალ­ში, 60 ავ­ტო­ბუ­სი - მარ­ტში.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ გარ­და კომ­ფორ­ტი­სა, ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ ბუ­ნებ­რივ გაზ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თბილისში 10 ახალი ავტობუსი შემოვიდა - ნახეთ პირველი ფოტოები

თბილისში 10 ახალი ავტობუსი შემოვიდა - ნახეთ პირველი ფოტოები

თბილისში დღეიდან 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

თბილისში, ვარდების მოედანზე, დღეს MAN -ის 10 ახალი ავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა. ავტობუსები უახლოეს დღეებში #61 ხაზზე იმოძრავებენ.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ახალი ავტობუსები ევროსტანდარტების შესაბამისია, ეკოლოგიურად სუფთაა და მუშაობს CNG-ის საწვავზე.

იხილეთ ახალი ავტობუსების პრეზენტაციის ვიდეო

"მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები არის გარემოსთვის უსაფრთხო. ეს არის ბუნებრივ გაზზე მომუშავე ევროექვსის მარკის ავტობუსები, რომელიც არის ყველაზე მაღალი კლასის საქალაქო ავტობუსი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ავტობუსებში იქნება გათბობისა და კონდიცირების სისტემა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ახალი ავტობუსებისთვის სასესხო რესურსი - 27 მილიონი გამოყო EBRD-მა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა E5P-მ 7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

დაათვალიერეთ ახალი ავტობუსების  ფოტოები

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 143 ავტობუსი თებერვლის ბოლომდე შემოვა თბილისში. დავით ნარმანიას თქმით, 13 ავტობუსი შემოვა იანვარში, 60 - თებერვალში, 60 ავტობუსი - მარტში.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ გარდა კომფორტისა, ისინი მუშაობენ ბუნებრივ გაზზე.

"დაუწესეთ ბავშვებს შეზღუდვები, თქვენ მშობელი ხართ და არა მისი მეგობარი" - პედაგოგის 18 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

"დავეხმაროთ პატარა მზე ბიჭს გამოჯანმრთელებაში" - 4 წლის დემეტრე ჭელიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მივფრინავ-მოფრინავ... ვიღლები, მაგრამ მივეჩვიე" - რა არის ნათია თოდუას წარმატების ფორმულა და ვის გულშემატკივრობს "საქართველოს ვარსკვალვში"