ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პარიზში, ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა, რომელზეც ქართული მხარის მიერ ევროსასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი სამი კანდიდატურიდან არც ერთი არ დაამტკიცეს, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს. გამორიცხული არ არის, კომიტეტმა თბილისის მიერ წარდგენილი სია უკან დააბრუნოს და ახალი შემადგენლობის დასახელება მოითხოვოს.
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს მთავრობას ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძის და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები ჰქონდა წარდგენილი.