აშშ-ის ქალაქ ჰობოკენში მომხდარი სამგზავრო ავარიის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ჰობოკენის რკინიგზის სადგურზე სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
"ბიბისი"-ს ცნობით, მგზავრების ნაწილი მატარებლის დატოვებას ვერ ახერხებს.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო ბრიგადები, მობილიზებულია პოლიციის ძალები.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოსურათების მიხედვით, ავარიის შედეგად სადგური მნიშვნელოვნად დაზიანდა.