კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს
"ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს

ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და მწერ­ლის ეკა ტო­გო­ნი­ძის დე­დამ­თი­ლი შარ­შან გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ ჟურ­ნა­ლის­ტმა ამ ამ­ბავს ვრცე­ლი პოს­ტი მი­უ­ძღვნა (იხი­ლეთ, რო­გორ და­ემ­შვი­დო­ბა ის თა­ვის საყ­ვა­რელ დე­დამ­თილს). მას მერე ერთი წელი გა­ვი­და და ეკა ტო­გო­ნი­ძე მო­რი­გი ემო­ცი­უ­რი ჩა­ნა­წე­რით გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"დღეს იყო, რომ თამ­რი­კო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. ხვალ გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­აზ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ წლის­თავ­ზე უკვე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რო­გორ­ღაც გა­და­ვეჩ­ვიე ფიქ­რს: "ამას ვე­ტყვი, იმას მო­ვუყ­ვე­ბი, ეს გა­უ­ხარ­დე­ბა, ამა­ზე გა­ე­ცი­ნე­ბა... კარ­ზე ზა­რია, ხომ არ მო­ვი­და?!..." მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ქარ­ვის ბეჭ­დე­ბის­კენ აღარ გა­მირ­ბის თვა­ლი, არც თაფ­ლის­ფერ შარ­ფებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ, შე­ვეშ­ვი, რო­გორც იქნა, და­ვი­მახ­სოვ­რე - ვის­თვი­საც ვარჩვე­დი, აღარ არის.

ეს სა­ჩუქ­რე­ბი ახლა სულ სხვა­ნა­ი­რად უნდა ვა­კე­თო... ისე­ვე აბ­სტრაქ­ტუ­ლად, რო­გო­რიც მისი არ­სე­ბო­ბაა. რთუ­ლია.

ისევ დავ­რწმუნ­დი, რომ თუ ტკი­ვილს არ გა­ექ­ცე­ვი და ბო­ლომ­დე ჩაყ­ვე­ბი, მის­ცემ უფ­ლე­ბას, გული სრუ­ლად მო­გი­წუ­როს, მერე რე­ა­ლო­ბის აღ­ქმაც ად­ვილ­დე­ბა - ეჩ­ვე­ვი ამო­უვ­სე­ბელ სი­ცა­რი­ე­ლეს და იცი, რომ ნამ­დვი­ლად აღა­რაა, აღარც იქ­ნე­ბა. დაკ­რძალ­ვი­დან რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ სა­კუ­თარ თავ­შიც იწყებ და­საფ­ლა­ვე­ბას, ნელა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით, მაგ­რამ ბო­ლოს და ბო­ლოს ახერ­ხებ. კი­დეც მშვიდ­დე­ბი, აღარ წრი­ა­ლებ, აღარ ეძებ, წყვეტ აბ­სურ­დულ სიბ­რა­ზეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე "უსა­მარ­თლოდ" მოხ­და, თავ­და­უ­ზო­გავ­მა მცდე­ლო­ბებ­მა უშე­დე­გოდ ჩა­ი­ა­რა, სხვებს ეშ­ვე­ლათ, მას - არა... ასეა და მორ­ჩა.

ბევ­რჯერ და­მე­სიზ­მრა, ბევ­რჯერ მე­წყი­ნა გაღ­ვი­ძე­ბა. ბევ­რჯერ გუ­ლით ვი­ნატ­რე, რომ ასე ძლი­ე­რად არ მყვა­რე­ბო­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nani
0

გაოცებული ვარ ამ სიტკვებიტ ეკა გადასარევი კალბატონი, ნატელსი იკოს ტკვენი მეუგლე და დედამტილი

მარინე
0

რა კარგი ადამიანი ყოფილა ეკა, რომ თავისი ოჯახის წევრები ასე შეაფასა და დააფასა. გამძლეობას და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს

"ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს

ცნობილი ჟურნალისტისა და მწერლის ეკა ტოგონიძის დედამთილი შარშან გარდაიცვალა. მაშინ ჟურნალისტმა ამ ამბავს ვრცელი პოსტი მიუძღვნა (იხილეთ, როგორ დაემშვიდობა ის თავის საყვარელ დედამთილს). მას მერე ერთი წელი გავიდა და ეკა ტოგონიძე მორიგი ემოციური ჩანაწერით გამოეხმაურა:

"დღეს იყო, რომ თამრიკო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ხვალ გარდაიცვალა.

გააზრება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ წლისთავზე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ როგორღაც გადავეჩვიე ფიქრს: „ამას ვეტყვი, იმას მოვუყვები, ეს გაუხარდება, ამაზე გაეცინება... კარზე ზარია, ხომ არ მოვიდა?!...“ მოგზაურობისას ქარვის ბეჭდებისკენ აღარ გამირბის თვალი, არც თაფლისფერ შარფებს ვათვალიერებ, შევეშვი, როგორც იქნა, დავიმახსოვრე - ვისთვისაც ვარჩვედი, აღარ არის.

ეს საჩუქრები ახლა სულ სხვანაირად უნდა ვაკეთო... ისევე აბსტრაქტულად, როგორიც მისი არსებობაა. რთულია.

ისევ დავრწმუნდი, რომ თუ ტკივილს არ გაექცევი და ბოლომდე ჩაყვები, მისცემ უფლებას, გული სრულად მოგიწუროს, მერე რეალობის აღქმაც ადვილდება - ეჩვევი ამოუვსებელ სიცარიელეს და იცი, რომ ნამდვილად აღარაა, აღარც იქნება. დაკრძალვიდან რაღაც დროის შემდეგ საკუთარ თავშიც იწყებ დასაფლავებას, ნელა, წინააღმდეგობებით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ახერხებ. კიდეც მშვიდდები, აღარ წრიალებ, აღარ ეძებ, წყვეტ აბსურდულ სიბრაზეს, რომ ყველაფერი ასე „უსამართლოდ“ მოხდა, თავდაუზოგავმა მცდელობებმა უშედეგოდ ჩაიარა, სხვებს ეშველათ, მას - არა... ასეა და მორჩა.

ბევრჯერ დამესიზმრა, ბევრჯერ მეწყინა გაღვიძება. ბევრჯერ გულით ვინატრე, რომ ასე ძლიერად არ მყვარებოდა... განაგრძეთ კითხვა

სამი პირი ავტომობილში, მეოთხე საბარგულში - კურიოზი საყოველთაო კარანტინში (ფოტო)

"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"