საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ქუჩები, სადაც გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირებამ შესაძლოა, მკვეთრი სუნი გამოიწვიოს
თბილისის ქუჩები, სადაც გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირებამ შესაძლოა, მკვეთრი სუნი გამოიწვიოს

შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ის" გან­ცხა­დე­ბით, გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ სად­გუ­რებ­ში ოდო­რან­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში, შე­საძ­ლოა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მკვეთ­რი სუნი და­ფიქ­სირ­დეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც AMBEBI.GE უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნია" გაც­ნო­ბებთ, რომ ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ოდო­რი­ზე­ბის უწყვე­ტი პრო­ცე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ჭი­როა ოდო­რან­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა შე­სა­ბა­მის გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ სად­გუ­რებ­ში. მიმ­დი­ნა­რე წლის 30 სექ­ტემ­ბერს ოდო­რან­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თბი­ლის­ში, ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ნავ­თლუ­ღის გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ სად­გურ­ში და ასე­ვე, გო­მა­რე­თის (დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნი), მუხ­რა­ნის (მცხე­თის რა­ი­ო­ნი), კას­პი­სა (კას­პის რა­ი­ო­ნი) და აგა­რის (ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნი) გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სად­გუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

ოდო­რან­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. კერ­ძოდ, გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სად­გუ­რი - ლა­ი­თუ­რი­სა (ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ლა­ი­თუ­რი) და აჭა­რის გამ­ზო­მი კვან­ძის (ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სო­ფე­ლი გვა­რა) მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მიმ­დი­ნა­რე წლის 3 ოქ­ტომ­ბერს ოდო­რან­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სად­გუ­რე­ბის - აჯა­მე­თის (ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სო­ფე­ლი აჯა­მე­თი), ზოვ­რე­თის (ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ზოვ­რე­თი), ზუგ­დი­დის (ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ცა­ი­ში), ქვი­შან­ჭა­ლა­სა (აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი მა­რა­ნი) და სე­ნა­კის (სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სო­ფე­ლი ახალ­სო­ფე­ლი) მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა ოდო­რან­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში, და­ფიქ­სირ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მკვეთ­რი სუნი. თუმ­ცა, ეს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო არ არის. სა­ვა­რა­უ­დო დის­კომ­ფორ­ტის გამო, შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნია" მო­სახ­ლე­ო­ბას ბო­დიშს უხ­დის", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თბილისის ქუჩები, სადაც გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირებამ შესაძლოა, მკვეთრი სუნი გამოიწვიოს

თბილისის ქუჩები, სადაც გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირებამ შესაძლოა, მკვეთრი სუნი გამოიწვიოს

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" განცხადებით, გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა, აღნიშნული ნივთიერების მკვეთრი სუნი დაფიქსირდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ:

"შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში და ასევე, გომარეთის (დმანისის რაიონი), მუხრანის (მცხეთის რაიონი), კასპისა (კასპის რაიონი) და აგარის (ქარელის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებებით.

ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება დასავლეთ საქართველოშიც. კერძოდ, გაზგამანაწილებელი სადგური - ლაითურისა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლაითური) და აჭარის გამზომი კვანძის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვარა) მიმართულებით.

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება გაზგამანაწილებელი სადგურების - აჯამეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჯამეთი), ზოვრეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოვრეთი), ზუგდიდის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიში), ქვიშანჭალასა (აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი მარანი) და სენაკის (სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი) მიმართულებებით.

აქედან გამომდინარე, შესაძლოა ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მკვეთრი სუნი. თუმცა, ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. სავარაუდო დისკომფორტის გამო, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მოსახლეობას ბოდიშს უხდის", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი