სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უფლებები აქვთ პარტიების აგიტატორებს, რომლებიც სახლში გაკითხავენ
რა უფლებები აქვთ პარტიების აგიტატორებს, რომლებიც სახლში გაკითხავენ

"ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან ერ­თად"; "ვის აძ­ლევთ ხმას, შე­გიძ­ლი­ათ მი­თხრათ?"; "ჩვენ დაგ­ვი­ჭი­რეთ მხა­რი და დახ­მა­რე­ბებს მი­ი­ღებთ" - ასე იწყე­ბენ პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კარ­და­კარ კამ­პა­ნი­ას და ამომ­რჩევ­ლის მო­ზიდ­ვას ცდი­ლო­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი უს­მენს, ნა­წი­ლი კი ღი­ზი­ან­დე­ბა. ხში­რად ერ­თსა და იმა­ვე ოჯახ­ში სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის აგი­ტა­ტო­რი რამ­დენ­ჯერ­მე მი­დის, კი­თხვე­ბი კი მსგავ­სია.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფო­ტოც, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია სახ­ლის კარ­ზე გა­მოკ­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის ავ­ტო­რი სა­ვა­რა­უ­დოდ ძა­ლი­ან შე­ა­წუ­ხა აგი­ტა­ტო­რე­ბის სიმ­რავ­ლემ: "ამ სახ­ლში იზ­რდე­ბა სამი გო­ნი­ე­რი ერის შვი­ლი და გთხოვთ აცა­დოთ ძილი, რათა მათი გო­ნე­ბა გან­ვი­თარ­დეს უფრო უკეთ. პა­ტი­ვის­ცე­მით დე­დის ად­მი­ნის­ტრა­ცია".

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, მათ­თან ოჯახ­ში ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი რამ­დენ­ჯერ­მე მი­დის.

ნინო სი­ლა­გა­ძე: ჩემ­თან სახ­ლში იყ­ვნენ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ მირ­ჩი­ეს და რე­კო­მენ­და­ცია მომ­ცეს, რომ ხმა მათი მა­ჟო­რი­ტა­რი კან­დი­და­ტის­თვის მი­მე­ცა, მაჩ­ვე­ნეს ფურ­ცე­ლი, სა­დაც მათი კან­დი­და­ტის შე­სა­ხებ იყო ინ­ფორ­მა­ცია. რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვიდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, და­ინ­ტე­რეს­დნენ ხმას მათ ვაძ­ლევ­დით თუ არა. ერთი ქალ­ბა­ტო­ნი არა­ერ­თხელ დაგ­ვი­კავ­შირ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად და­ინ­ტე­რეს­და, ხმას მათ ვაძ­ლევ­დით თუ არა და შემ­დეგ მივ­დი­ო­დით თუ არა არ­ჩევ­ნებ­ზე. რო­დე­საც ჩემი ოჯა­ხის წევ­რმა უთხრა, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე არ მი­დი­ო­და, ესეც ჩა­ი­ნიშ­ნა.

ლელა თო­თა­ძე: აგი­ტა­ტო­რე­ბი სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბი­დან და­დი­ან. "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი­დან" იყ­ვნენ, მო­ი­ტა­ნეს გა­ზე­თი და ბუკ­ლე­ტი, კი­თხვე­ბიც ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის იყო. აღ­რი­ცხვა აწარ­მო­ეს, ოჯახ­ში რამ­დე­ნი წევ­რი ვი­ყა­ვით და არ­ჩევ­ნებ­ზე თუ მივ­დი­ო­დით. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ჰქონ­და გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ტონი, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი და მხა­რი მათ­თვის და­მე­ჭი­რა. მთა­ვა­რი კი­თხვე­ბი იყო - მივ­დი­ვართ თუ არა არ­ჩევ­ნებ­ზე და მხარს ვის ვუ­ჭერთ".

იმის გა­სარ­კვე­ვად რა და­ვა­ლე­ბებს იღე­ბენ კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი პარ­ტი­ი­დან AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე პარ­ტი­ას და­უ­კავ­შირ­და.

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­გვი­ცხა­დეს: "ისი­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ას ეწე­ვი­ან. კარ­და­კარ ით­ვლი­ან ხმას ვის აძ­ლე­ვენ ან არი­ან თუ არა ჩვე­ნი მომ­ხრე­ე­ბი და პროგ­რა­მას აც­ნო­ბენ. ამომ­რჩე­ველს სხვა რა უნდა უთხრან?! ჩვენ არ ვე­უბ­ნე­ბით, რომ ხმა გინ­და თუ არა ჩვენ უნდა მოგ­ვცენ, ეს უკვე ამომ­რჩე­ველ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზე­წო­ლას ჩვენ­გან ად­გი­ლი არ აქვს".

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტეს, რომ სა­კი­თხზე პარ­ტი­ის პო­ზი­ცია ასე­თია: "მსგავს რა­ღა­ცე­ებ­ზე ჩვენს კო­ორ­დი­ნა­ტო­რებს არა­ნა­ი­რი მი­თი­თე­ბე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი არ უტარ­დე­ბათ. კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის საქ­მეა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ვიდ­ნენ და გარ­კვე­ულ კი­თხვარ­ზე პა­სუ­ხი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­ა­ცე­მი­ნონ ამომ­რჩე­ველს. ჯი­ქურ ჩა­კი­თხვე­ბი, რომ ჩვენ უნდა მოგ­ვცე ხმა, მსგავ­სი რა­ღა­ცე­ე­ბი არ ხდე­ბა".

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რისი უფ­ლე­ბა აქვს კარ­და­კა­რის დროს პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს:

რო­გორც "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" იუ­რის­ტმა ნინო რი­ჟა­მა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს კარ­და­კა­რის უფ­ლე­ბა აქვთ, თუმ­ცა პი­რის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არ შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა:

"პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს კარ­და­კა­რის უფ­ლე­ბა შე­უ­ზღუ­და­ვი აქვთ, თუმ­ცა ზღვა­რი შე­იძ­ლე­ბა ბევრ ას­პექტს მო­ი­ცავ­დეს. მა­გა­ლი­თად, პი­რის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არ შე­იძ­ლე­ბა. ამომ­რჩე­ველს თუ თა­ვის პარ­ტი­ას წა­რუდ­გენს, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ხატ­ვის ფორ­მაა, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბას უფ­ლე­ბა აქვს არ მო­უს­მი­ნოს", - აღ­ნიშ­ნა იუ­რის­ტმა.

კარ­და­კა­რის დროს პარ­ტი­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE ცეს­კო-საც და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა რო­გორც ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, ეს სა­კი­თხე­ბი მათ არ ეხე­ბათ.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რა უფლებები აქვთ პარტიების აგიტატორებს, რომლებიც სახლში გაკითხავენ

რა უფლებები აქვთ პარტიების აგიტატორებს, რომლებიც სახლში გაკითხავენ

"ნათელი მომავალი ქართულ ოცნებასთან ერთად"; "ვის აძლევთ ხმას, შეგიძლიათ მითხრათ?"; "ჩვენ დაგვიჭირეთ მხარი და დახმარებებს მიიღებთ" - ასე იწყებენ პარტიების წარმომადგენლები კარდაკარ კამპანიას და ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობენ. საზოგადოების ნაწილი უსმენს, ნაწილი კი ღიზიანდება. ხშირად ერთსა და იმავე ოჯახში სხვადასხვა პარტიის აგიტატორი რამდენჯერმე მიდის, კითხვები კი მსგავსია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოც, რომელზეც ასახულია სახლის კარზე გამოკრული განცხადება, რომლის ავტორი სავარაუდოდ ძალიან შეაწუხა აგიტატორების სიმრავლემ: "ამ სახლში იზრდება სამი გონიერი ერის შვილი და გთხოვთ აცადოთ ძილი, რათა მათი გონება განვითარდეს უფრო უკეთ. პატივისცემით დედის ადმინისტრაცია".

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბრისას მოქალაქეები ამბობენ, მათთან ოჯახში ერთი და იგივე ადამიანი რამდენჯერმე მიდის.

ნინო სილაგაძე: ჩემთან სახლში იყვნენ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები, მათ მირჩიეს და რეკომენდაცია მომცეს, რომ ხმა მათი მაჟორიტარი კანდიდატისთვის მიმეცა, მაჩვენეს ფურცელი, სადაც მათი კანდიდატის შესახებ იყო ინფორმაცია. რამდენჯერმე მოვიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, დაინტერესდნენ ხმას მათ ვაძლევდით თუ არა. ერთი ქალბატონი არაერთხელ დაგვიკავშირდა, თავდაპირველად დაინტერესდა, ხმას მათ ვაძლევდით თუ არა და შემდეგ მივდიოდით თუ არა არჩევნებზე. როდესაც ჩემი ოჯახის წევრმა უთხრა, რომ არჩევნებზე არ მიდიოდა, ესეც ჩაინიშნა.

ლელა თოთაძე: აგიტატორები სხვადასხვა პარტიებიდან დადიან. "პატრიოტთა ალიანსიდან" იყვნენ, მოიტანეს გაზეთი და ბუკლეტი, კითხვებიც ზოგადი ხასიათის იყო. აღრიცხვა აწარმოეს, ოჯახში რამდენი წევრი ვიყავით და არჩევნებზე თუ მივდიოდით. "ქართულ ოცნებას" ჰქონდა გამაფრთხილებელი ტონი, რომ არჩევნებზე უნდა მივსულიყავი და მხარი მათთვის დამეჭირა. მთავარი კითხვები იყო - მივდივართ თუ არა არჩევნებზე და მხარს ვის ვუჭერთ".

იმის გასარკვევად რა დავალებებს იღებენ კოორდინატორები პარტიიდან AMBEBI.GE რამდენიმე პარტიას დაუკავშირდა.

"პატრიოტთა ალიანსის" პრესსამსახურში განგვიცხადეს: "ისინი წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევიან. კარდაკარ ითვლიან ხმას ვის აძლევენ ან არიან თუ არა ჩვენი მომხრეები და პროგრამას აცნობენ. ამომრჩეველს სხვა რა უნდა უთხრან?! ჩვენ არ ვეუბნებით, რომ ხმა გინდა თუ არა ჩვენ უნდა მოგვცენ, ეს უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ზეწოლას ჩვენგან ადგილი არ აქვს".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში განმარტეს, რომ საკითხზე პარტიის პოზიცია ასეთია: "მსგავს რაღაცეებზე ჩვენს კოორდინატორებს არანაირი მითითებები და ტრენინგები არ უტარდებათ. კოორდინატორების საქმეა ოფიციალურად მივიდნენ და გარკვეულ კითხვარზე პასუხი ნებაყოფლობით გააცემინონ ამომრჩეველს. ჯიქურ ჩაკითხვები, რომ ჩვენ უნდა მოგვცე ხმა, მსგავსი რაღაცეები არ ხდება".

AMBEBI.GE დაინტერესდა, რისი უფლება აქვს კარდაკარის დროს პარტიის წარმომადგენელს:

როგორც "სამართლიანი არჩევნების" იურისტმა ნინო რიჟამაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, პოლიტიკურ პარტიებს კარდაკარის უფლება აქვთ, თუმცა პირის ნების საწინააღმდეგოდ არ შეიძლება პირადი მონაცემების შეგროვება:

"პოლიტიკურ პარტიებს კარდაკარის უფლება შეუზღუდავი აქვთ, თუმცა ზღვარი შეიძლება ბევრ ასპექტს მოიცავდეს. მაგალითად, პირის პირადი მონაცემების შეგროვება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ შეიძლება. ამომრჩეველს თუ თავის პარტიას წარუდგენს, ეს ჩვეულებრივი გამოხატვის ფორმაა, თუმცა მოსახლეობას უფლება აქვს არ მოუსმინოს", - აღნიშნა იურისტმა.

კარდაკარის დროს პარტიების უფლებების გასარკვევად AMBEBI.GE ცესკო-საც დაუკავშირდა, თუმცა როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, ეს საკითხები მათ არ ეხებათ.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."