პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ი - "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვა კვლავ დღის წესრიგში დგას
სუს-ი - "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვა კვლავ დღის წესრიგში დგას

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის და­კი­თხვა კვლავ დღის წეს­რიგ­ში დგას, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

"გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი სა­თა­ნა­დო საპ­რო­ცე­სო წე­სით და­მაგრდა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და მოწ­მის სა­ხით და­ბა­რე­ბულ­ნი იქ­ნენ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დეს უარი. ხსე­ნე­ბულ პირ­თა გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მათი და­კი­თხვა კვლავ დგას დღის წეს­რიგ­ში.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ძი­ე­ბას გა­ნაგ­რძნობს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით", - გან­მარ­ტეს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

სუს-მა ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კი­თხვა­ზე გუ­შინ, 18:00 სა­ათ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ორი წევ­რი ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი და აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი, ხოლო დღეს უწყე­ბამ და­მა­ტე­ბით პარ­ტი­ის სამი წევ­რი, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი, გიგი წე­რე­თე­ლი და ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი და­ი­ბა­რა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­კი­თხვა­ზე ამ დრომ­დე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლან.

გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 315-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც შეთ­ქმუ­ლე­ბას სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად ან ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად გუ­ლის­ხმობს.

სუს-ი - "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვა კვლავ დღის წესრიგში დგას

სუს-ი - "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვა კვლავ დღის წესრიგში დგას

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვა კვლავ დღის წესრიგში დგას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

"გამოძიების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი სათანადო საპროცესო წესით დამაგრდა სისხლის სამართლის საქმეზე და მოწმის სახით დაბარებულნი იქნენ აუდიოჩანაწერში მოხსენებული საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებმაც საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე განაცხადეს უარი. ხსენებულ პირთა გამოუცხადებლობის მიუხედავად, მათი დაკითხვა კვლავ დგას დღის წესრიგში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას განაგრძნობს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით", - განმარტეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სუს-მა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე გუშინ, 18:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი, ხოლო დღეს უწყებამ დამატებით პარტიის სამი წევრი, პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი და ირმა ნადირაშვილი დაიბარა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ამ დრომდე არ გამოცხადებულან.

გამოძიება სსკ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ