მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
16-გრამიანი ოქროს მონეტის მფლობელი თბილისელი დიასახლისი გახდა
16-გრამიანი ოქროს მონეტის მფლობელი თბილისელი დიასახლისი გახდა

შენ შე­საძ­ლოა ნამ­დვი­ლი ოქ­როს მო­ნე­ტის მფლო­ბე­ლი გახ­დე... - ამ მაც­დურ­მა წი­ნა­და­დე­ბამ უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ჩა­ით­რია ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი. საქ­მე ეხე­ბა უნი­კა­ლურ პრო­ექტს - "ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცი­ას", რო­მე­ლიც უკვე სამი თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 19 სექ­ტემ­ბრი­დან კო­ლექ­ცი­ის მე­ო­თხე მო­ნე­ტის შე­ძე­ნი­სას, მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, ნამ­დვი­ლი ოქ­როს 16-გრა­მი­ა­ნი მო­ნე­ტის მფლო­ბე­ლი გამ­ხდა­რი­ყო!

ასეც მოხ­და, იღ­ბლი­ა­ნი მკი­თხვე­ლი, რო­მელ­მაც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ფურ­ცლებ­ში ნამ­დვი­ლი ოქ­როს მო­ნე­ტა აღ­მო­ა­ჩი­ნა, გა­ი­ა­ნე გო­გა­ვაა. თბი­ლი­სე­ლი დი­ა­სახ­ლი­სი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნია, ეს მისი პირ­ვე­ლი მო­გე­ბა არ არის და მო­გე­ბულ ის­ტო­რი­ულ მო­ნე­ტას ოჯა­ხურ რე­ლიკ­ვი­ად შე­ი­ნა­ხავს:

"ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ სა­გა­ზე­თო ჯი­ხურ­ში მი­სულ­მა გა­ვი­გე და გა­დავ­წყვი­ტე, რომ მო­ნე­ტე­ბი შე­მეგ­რო­ვე­ბი­ნა და სამი ცალი შე­ვი­ძი­ნე. მერე შე­ვი­ტყვე, რომ ოქ­როს მო­ნე­ტაც თა­მაშ­დე­ბო­და და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ვი­ყი­დე 5 ცალი და ერთ-ერთი იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ახლა ვაგ­რო­ვებ ფულს, რომ ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ალ­ბო­მი შე­ვი­ძი­ნო, სა­დაც ამ მო­ნე­ტებს შე­ვაგ­რო­ვებ. რო­გორც ვიცი, იქ­ვეა ის­ტო­რი­ე­ბი ამ მო­ნე­ტებ­ზე, ანუ რო­მელ ეპო­ქა­ში გა­მო­ვი­და თი­თო­ე­უ­ლი და ა.შ. სულ 24 მო­ნე­ტა უნდა შეგ­როვ­დეს. ალ­ბო­მი ცალ­კე იყი­დე­ბა, ხოლო თა­ვად მო­ნე­ტა კი თვე­ში ერთხელ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­მო­დის.

- ეს მო­გე­ბუ­ლი ოქ­როს მო­ნე­ტა რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის?

- ბე­დის ერთ-ერთი სა­ჩუ­ქა­რია, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ, რე­ლიკ­ვი­ად შე­ვი­ნა­ხავ. ასე რომ, ყვე­ლას ვურ­ჩევ, სცა­დოს, შე­აგ­რო­ვონ, რად­გა­ნაც იღ­ბა­ლი ყო­ველ­თვის გა­მარ­თლე­ბა­ზეა.

- ხოლო რომ გა­გი­მარ­თლოს, ამის­თვის უნდა სცა­დო...

- რა თქმა უნდა. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებ­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ს, რომ ასეთ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და ადა­მი­ა­ნებს ასე ახა­რე­ბენ.

იმე­დი მაქვს, ჩემ­თან ერ­თად, ის ორი იღ­ბლი­ა­ნიც მალე გა­მოვ­ლინ­დე­ბა და ჩემ­სა­ვით გა­ი­ზი­ა­რე­ბენ ამ სი­ხა­რულს. მოკ­ლედ, მი­ხა­რია, რომ მო­ნე­ტე­ბის ასე­თი კარ­გი კო­ლექ­ცია, კრე­ბუ­ლი მექ­ნე­ბა.

ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი "ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია" წიგნ-ალ­ბომ­სა და პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­სუ­ლი მო­ნე­ტე­ბის­გან შეგ­რო­ვე­ბულ კო­ლექ­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს. პრო­ექ­ტი ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­სა და პა­ლიტ­რა L-ს მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. წიგ­ნი-ალ­ბო­მის მთა­ვა­რი სპე­ცი­ფი­კა მო­ნე­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­შია. ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მო­ნე­ტე­ბის მე­ტალ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ას­ლე­ბი თვე­ში ერთხელ, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პით გა­მო­დის და ილუსტრი­რე­ბუ­ლი ალ­ბო­მის სპე­ცი­ა­ლურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში კო­ლექ­ცი­ად გროვ­დე­ბა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკვე 3 მო­ნე­ტაა გა­მო­სუ­ლი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

16-გრამიანი ოქროს მონეტის მფლობელი თბილისელი დიასახლისი გახდა

16-გრამიანი ოქროს მონეტის მფლობელი თბილისელი დიასახლისი გახდა

შენ შესაძლოა ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი გახდე... - ამ მაცდურმა წინადადებამ უკვე რამდენიმე თვეა ჩაითრია ქართველი მკითხველი. საქმე ეხება უნიკალურ პროექტს - "ქართული მონეტების ოქროს კოლექციას", რომელიც უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში 19 სექტემბრიდან კოლექციის მეოთხე მონეტის შეძენისას, მკითხველს საშუალება მიეცა, ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტის მფლობელი გამხდარიყო!

ასეც მოხდა, იღბლიანი მკითხველი, რომელმაც გაზეთ "კვირის პალიტრის" ფურცლებში ნამდვილი ოქროს მონეტა აღმოაჩინა, გაიანე გოგავაა. თბილისელი დიასახლისი ამბობს, რომ ძალიან იღბლიანია, ეს მისი პირველი მოგება არ არის და მოგებულ ისტორიულ მონეტას ოჯახურ რელიკვიად შეინახავს:

"ამ პროექტის შესახებ საგაზეთო ჯიხურში მისულმა გავიგე და გადავწყვიტე, რომ მონეტები შემეგროვებინა და სამი ცალი შევიძინე. მერე შევიტყვე, რომ ოქროს მონეტაც თამაშდებოდა და სხვადასხვა ადგილას ვიყიდე 5 ცალი და ერთ-ერთი იღბლიანი აღმოჩნდა. ახლა ვაგროვებ ფულს, რომ ის სპეციალური ალბომი შევიძინო, სადაც ამ მონეტებს შევაგროვებ. როგორც ვიცი, იქვეა ისტორიები ამ მონეტებზე, ანუ რომელ ეპოქაში გამოვიდა თითოეული და ა.შ. სულ 24 მონეტა უნდა შეგროვდეს. ალბომი ცალკე იყიდება, ხოლო თავად მონეტა კი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოდის.

- ეს მოგებული ოქროს მონეტა რას ნიშნავს თქვენთვის?

- ბედის ერთ-ერთი საჩუქარია, რომელსაც ჩვეულებრივ, რელიკვიად შევინახავ. ასე რომ, ყველას ვურჩევ, სცადოს, შეაგროვონ, რადგანაც იღბალი ყოველთვის გამართლებაზეა.

- ხოლო რომ გაგიმართლოს, ამისთვის უნდა სცადო...

- რა თქმა უნდა. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორებსა და გამომცემლობა პალიტრა L-ს, რომ ასეთ წარმატებულ პროექტს ახორციელებენ და ადამიანებს ასე ახარებენ.

იმედი მაქვს, ჩემთან ერთად, ის ორი იღბლიანიც მალე გამოვლინდება და ჩემსავით გაიზიარებენ ამ სიხარულს. მოკლედ, მიხარია, რომ მონეტების ასეთი კარგი კოლექცია, კრებული მექნება.

ისტორიული პროექტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" წიგნ-ალბომსა და პერიოდულად გამოსული მონეტებისგან შეგროვებულ კოლექციას აერთიანებს. პროექტი ეროვნული მუზეუმისა და პალიტრა L-ს მიერ ხორციელდება. წიგნი-ალბომის მთავარი სპეციფიკა მონეტების შეგროვებაშია. ქართული ისტორიული მონეტების მეტალში შესრულებული ასლები თვეში ერთხელ, ქრონოლოგიური პრინციპით გამოდის და ილუსტრირებული ალბომის სპეციალურ განყოფილებაში კოლექციად გროვდება. პროექტის ფარგლებში უკვე 3 მონეტაა გამოსული.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი