"ჩემი ოპონენტები ჩემს ნაცვლად ჩემს მეუღლეს ურეკავენ" - "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

"ჩემი ოპონენტები ჩემს ნაცვლად ჩემს მეუღლეს ურეკავენ" - "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

"თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა 49-ე საარჩევნო ოლქში გენდერის მხრივ არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. ლელა სებუას განცხადებით, მიუხედავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საჯარო მხარდაჭერისა, გენდერული ბალანსის და ქვოტირებისა, მათდამი რეალური დამოკიდებულება არ შეცვლილა.

"ჩვენ გვესმის პოლიტიკოსებისგან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისგან, რომ მხარს უჭერენ გენდერულ ბალანსს, ქალების როლს პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა და ხშირ შემთხვევაში, ნეგატიურიც არის. ამის კარგი მაგალითია ის, რომ ჩემი ოპონენტები რაღაც საკითხებზე ჩემს ნაცვლად, ჩემს მეუღლეს ურეკავენ, რომელიც გარდა იმისა, რომ ჩემი მეუღლეა, სხვა პოლიტიკური სტატუსი არ აქვს. რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ჩემს, როგორც კონკურენტის თანაბარ მდგომარეობას არ აღიარებენ და ცდილობენ ჩემთან კომუნიკაცია მეუღლის მეშვეობით დაამყარონ", - აცხადებს სებუა.

იხილეთ ვრცლად

newpress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა