მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონელი ტურისტები აჭარული სამზარეულოთი დაინტერესდნენ
იაპონელი ტურისტები აჭარული სამზარეულოთი დაინტერესდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს სტენ­დი ია­პო­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნა­ზე "Jata Tourism Expo Japan 2016" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მელ­შიც 140 ქვეყ­ნის ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია და ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­ნა­წი­ლე­ობს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა აჭა­რი­სა და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ერ­თად წა­რად­გი­ნა. გა­მო­ფე­ნის ვი­ზი­ტო­რე­ბი აჭა­რის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი საპ­რო­მო­ციო მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბი­სას ძი­რი­თა­დათ სამ­ზა­რე­უ­ლო­თი და გას­ტო­ნო­მი­უ­ლი ტუ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ.

გა­მო­ფე­ნა სამ დღეს გაგ­რძელ­და და სა­ქარ­თვე­ლოს სტენ­დი გა­მო­ფე­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალმრავ­ლო­ბით გა­მო­ი­ჩე­ო­და. გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სა გა­მო­ფე­ნის ვი­ზი­ტო­რებს სტენდთან ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და ია­პო­ნი­ა­ში უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი იო­გურ­ტის და­გე­მოვ­ნე­ბაც შე­ეძ­ლოთ. ვი­ზი­ტო­რე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს სტენ­დი ია­პო­ნუ­რი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშიც მო­ექ­ცა.

"ძა­ლი­ან ბევრ გა­მო­ფე­ნა­ში ვღე­ბუ­ლობთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუმ­ცა ვი­ზი­ტო­რე­ბის მსგავ­სი აქ­ტი­უ­რო­ბა თით­ქმის არ­სად მი­ნა­ხავს. სა­ქარ­თვე­ლო ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და ჩვე­ნი ხილ­ვა გა­მო­ფე­ნა­ზე მათ­თვის ერ­თგვა­რი აღ­მო­ჩე­ნა იყო. სა­მი­ვე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ წყდე­ბო­და ხალ­ხის ნა­კა­დი ჩვენს სტენდთან. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ძი­რი­თა­დათ სამ­ზა­რე­უ­ლო­თი ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, რი­თაც ნამ­დვი­ლად შეგ­ვიძ­ლია ვი­ა­მა­ყოთ და ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნა­ში, რო­გო­რიც ია­პო­ნი­აა პო­ტენ­ცი­ურ ტუ­რის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო, კერ­ძოდ კი აჭა­რა თა­ვი­სი ბი­ოპ­რო­დუქ­ტე­ბი­თა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი შევ­თა­ვა­ზოთ," გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის პი­ა­რი­სა და რეკ­ლა­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტმა ქე­თე­ვან დოჭ­ვირ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

იაპონელი ტურისტები აჭარული სამზარეულოთი დაინტერესდნენ

იაპონელი ტურისტები აჭარული სამზარეულოთი დაინტერესდნენ

საქართველოს სტენდი იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Jata Tourism Expo Japan 2016“ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე, რომელშიც 140 ქვეყნის ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარისა და მთლიანად საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარადგინა. გამოფენის ვიზიტორები აჭარის შესახებ მომზადებული საპრომოციო მასალების გაცნობისას ძირითადათ სამზარეულოთი და გასტონომიული ტურებით დაინტერესდნენ.

გამოფენა სამ დღეს გაგრძელდა და საქართველოს სტენდი გამოფენის განმავლობაში განსაკუთრებული ხალმრავლობით გამოიჩეოდა. გარდა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა გამოფენის ვიზიტორებს სტენდთან ქართული ღვინისა და იაპონიაში უკვე პოპულარული ქართული იოგურტის დაგემოვნებაც შეეძლოთ. ვიზიტორების აქტიურობის გამო საქართველოს სტენდი იაპონური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

„ძალიან ბევრ გამოფენაში ვღებულობთ მონაწილეობას, თუმცა ვიზიტორების მსგავსი აქტიურობა თითქმის არსად მინახავს. საქართველო იაპონელებისთვის სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა და ჩვენი ხილვა გამოფენაზე მათთვის ერთგვარი აღმოჩენა იყო. სამივე დღის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ჩვენს სტენდთან. მათი უმრავლესობა ძირითადათ სამზარეულოთი ინტერესდებოდა, რითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ და ისეთი განვითარებულ ქვეყნაში, როგორიც იაპონიაა პოტენციურ ტურისტებს საქართველო, კერძოდ კი აჭარა თავისი ბიოპროდუქტებითა და მრავალფეროვანი სამზარეულოთი შევთავაზოთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების სპეციალისტმა ქეთევან დოჭვირმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი