საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს 26 მაისის საქმეზე დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს 26 მაისის საქმეზე დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს 2011 წლის 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და, რი­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ლორ­თქი­ფა­ნი­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ათ­ვლა, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ი­წყე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან.

შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 12 ნო­ემ­ბერს, 11:00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა.

დაც­ვის მხა­რე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­და. რო­გორც ად­ვო­კა­ტებ­მა პრო­ცეს­ზე გან­მარ­ტეს, არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი ოდე­სის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის, არ არ­სე­ბობ­და.

ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლოს ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით 15 ოქ­ტომ­ბრის­თვის ნა­ყი­დი ავი­ა­ბი­ლე­თიც წა­რუდ­გი­ნეს.

"15 ოქ­ტომ­ბერს ვი­ღებ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ შვე­ბუ­ლე­ბას და ჩა­მოვ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, ოდე­სის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში მის­მა ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა წა­ი­კი­თხა.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 15 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ გია ლორ­თქი­ფა­ნი­შე მზა­დაა გა­მო­ცხად­დეს რო­გორც სა­სა­მარ­თლო­ში, ასე­ვე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში, მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ოდე­სის ოლ­ქის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობს. პრო­კუ­რო­რე­ბი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხო­ვენ იმ გა­რე­მო­ე­ბის გამო, რომ გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე არ თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს და ამ­ჟა­მად კი ოდე­სის პო­ლი­ცი­ის უფ­როსს პრო­კუ­რა­ტუ­რა 2011 წლის 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბას ედა­ვე­ბა. ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით წა­უ­ყე­ნეს. ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბამ­დე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე იყო და­ბა­რე­ბუ­ლი და მას სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის გო­ნივ­რუ­ლი ვადა მი­ე­ცა, თუმ­ცა გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე არ გა­მო­ცხად­და.

sponsored by ContentRoom

შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს 26 მაისის საქმეზე დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს 26 მაისის საქმეზე დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადის ათვლა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაიწყება, ბრალდებულის დაკავების მომენტიდან.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

დაცვის მხარე გია ლორთქიფანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. როგორც ადვოკატებმა პროცესზე განმარტეს, არავითარი საფუძველი ოდესის პოლიციის უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, არ არსებობდა.

ადვოკატებმა სასამართლოს ლორთქიფანიძის საქართველოში ჩამოსვლის მტკიცებულებად საქართველოს მიმართულებით 15 ოქტომბრისთვის ნაყიდი ავიაბილეთიც წარუდგინეს.

"15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურეობრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში", - ამის შესახებ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სასამართლოში მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა წაიკითხა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გია ლორთქიფანიშე მზადაა გამოცხადდეს როგორც სასამართლოში, ასევე საგამოძიებო ორგანოებში, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად.

თბილისის საქალაქო სასამართლო ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურორები ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ იმ გარემოების გამო, რომ გია ლორთქიფანიძე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მიმალვაში იმყოფება.

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს და ამჟამად კი ოდესის პოლიციის უფროსს პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. ლორთქიფანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წაუყენეს. ბრალის წაყენებამდე ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული და მას საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებისთვის გონივრული ვადა მიეცა, თუმცა გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ