საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ლორთქიფანიძე - 15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურეობრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში
გია ლორთქიფანიძე - 15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურეობრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში

დაც­ვის მხა­რე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვს. რო­გორც ად­ვო­კა­ტებ­მა პრო­ცეს­ზე გან­მარ­ტეს, არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი ოდე­სის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის, არ არ­სე­ბობს.

რო­გორც ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ე.წ. 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და მას­თან არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ ჰქო­ნი­ათ, ვიდ­რე მან სა­ქარ­თვე­ლო არ და­ტო­ვა.

მა­თი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რას არ ჰყავ­და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი, რო­მელ­საც ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა და არ იცო­და, რომ გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე იყო.

ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლოს ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით 15 ოქ­ტომ­ბრის­თვის ნა­ყი­დი ავი­ა­ბი­ლე­თიც წა­რუდ­გი­ნეს.

15 ოქ­ტომ­ბერს ვი­ღებ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ შვე­ბუ­ლე­ბას და ჩა­მოვ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, ოდე­სის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში მის­მა ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა წა­ი­კი­თხა.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 15 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ გია ლორ­თქი­ფა­ნი­შე მზა­დაა გა­მო­ცხად­დეს რო­გორც სა­სა­მარ­თლო­ში, ასე­ვე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში, მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ოდე­სის ოლ­ქის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობს. პრო­კუ­რო­რე­ბი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხო­ვენ იმ გა­რე­მო­ე­ბის გამო, რომ გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე არ თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს და ამ­ჟა­მად კი ოდე­სის პო­ლი­ცი­ის უფ­როსს პრო­კუ­რა­ტუ­რა 2011 წლის 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბას ედა­ვე­ბა. ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით წა­უ­ყე­ნეს. ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბამ­დე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე იყო და­ბა­რე­ბუ­ლი და მას სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის გო­ნივ­რუ­ლი ვადა მი­ე­ცა, თუმ­ცა გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე არ გა­მო­ცხად­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გია ლორთქიფანიძე - 15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურეობრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში

გია ლორთქიფანიძე - 15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურეობრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში

დაცვის მხარე გია ლორთქიფანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. როგორც ადვოკატებმა პროცესზე განმარტეს, არავითარი საფუძველი ოდესის პოლიციის უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, არ არსებობს.

როგორც ლორთქიფანიძის ინტერესების დამცველები აცხადებენ, გია ლორთქიფანიძე ე.წ. 26 მაისის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობდა და მასთან არავითარი პრეტენზია არ ჰქონიათ, ვიდრე მან საქართველო არ დატოვა.

მათივე თქმით, პროკურატურას არ ჰყავდა იდენტიფიცირებული პირი, რომელსაც ბრალი წაუყენა და არ იცოდა, რომ გია ლორთქიფანიძე უკრაინის მოქალაქე იყო.

ადვოკატებმა სასამართლოს ლორთქიფანიძის საქართველოში ჩამოსვლის მტკიცებულებად საქართველოს მიმართულებით 15 ოქტომბრისთვის ნაყიდი ავიაბილეთიც წარუდგინეს.

15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურეობრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში, - ამის შესახებ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სასამართლოში მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა წაიკითხა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გია ლორთქიფანიშე მზადაა გამოცხადდეს როგორც სასამართლოში, ასევე საგამოძიებო ორგანოებში, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად.

თბილისის საქალაქო სასამართლო ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურორები ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ იმ გარემოების გამო, რომ გია ლორთქიფანიძე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მიმალვაში იმყოფება.

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს და ამჟამად კი ოდესის პოლიციის უფროსს პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. ლორთქიფანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წაუყენეს. ბრალის წაყენებამდე ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული და მას საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებისთვის გონივრული ვადა მიეცა, თუმცა გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ