პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ი დაკითხვაზე პეტრე ცისკარიშვილს, ირმა ნადირაშვილსა და გიგი წერეთელსაც იბარებს
სუს-ი დაკითხვაზე პეტრე ცისკარიშვილს, ირმა ნადირაშვილსა და გიგი წერეთელსაც იბარებს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბის უწყე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ რამ­დე­ნი­მე წევ­რს გა­უგ­ზავ­ნა.

აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი­სა და ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის შემ­დეგ სუს-ი ინ­ტერ­ნეტ­ში გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კი­თხვა­ზე ამ­ჯე­რად პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს, გიგი წე­რე­თელ­სა და ირმა ნა­დი­რაშ­ვილს იბა­რებს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი პარ­ტი­ის ოფის­ში წუ­ხელ მი­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა ის არ ჩა­ი­ბა­რეს.

სუს-ის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი უწყე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ცის­კა­რიშ­ვი­ლი, წე­რე­თე­ლი და ნა­დი­რაშ­ვი­ლი უწყე­ბა­ში დღეს უნდა გა­მო­ცხად­დნენ, თუმ­ცა ისი­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში მის­ვლას არ აპი­რე­ბენ და გა­მომ­ძი­ებ­ლებს მო­უ­წო­დე­ბენ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში თა­ვად მი­ვიდ­ნენ.

"ის, რაც გავ­რცელ­და, არის სრუ­ლი მო­ნაჩ­მა­ხი. არის უხე­ში მონ­ტა­ჟი. არ ვა­პი­რებთ წინ და უკან სი­ა­რულს სუს-ში, იმი­ტომ რომ ვართ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პრო­ცეს­ში. მობ­რძან­დნენ ოფის­ში - სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ მზად ვართ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი გავ­ცეთ, მათ შო­რის ისეთ ბოდ­ვა­ზეც კი, რო­მე­ლიც გუ­შინ გავ­რცელ­და", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად ან ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად შეთ­ქმუ­ლე­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გუ­შინ და­კი­თხვა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ორი წევ­რი - აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი და ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი და­ი­ბა­რეს, თუმ­ცა უწყე­ბა­ში არც ისი­ნი გა­მო­ცხად­დნენ.

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი გუ­შინ გავ­რცელ­და. აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, სა­უ­ბარ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, გიგა ბო­კე­რია მი­იჩ­ნევს, რომ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რი სწო­რია, თუმ­ცა თუ ეს არ გა­მო­ვა, კო­ა­ლი­ცი­ე­ბის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დონ, რა­საც ექს-პრე­ზი­დენ­ტი არ ეთან­ხმე­ბა.

"ვი­საც კო­ა­ლი­ცი­ე­ბის­თვის უნდა მომ­ზა­დე­ბა, მო­ემ­ზა­დოს. მე არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, მა­გის­თვის არ ვიბ­რძვი", - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად და იქვე დას­ძენს, რომ "რუს­თა­ვი მო­ამ­წი­ფებს ამ პიკს".

აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც ჯერ­ჯე­რო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე, ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი, აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი, გიგი წე­რე­თე­ლი ფი­გუ­რი­რე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

სუს-ი დაკითხვაზე პეტრე ცისკარიშვილს, ირმა ნადირაშვილსა და გიგი წერეთელსაც იბარებს

სუს-ი დაკითხვაზე პეტრე ცისკარიშვილს, ირმა ნადირაშვილსა და გიგი წერეთელსაც იბარებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაბარების უწყება "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ რამდენიმე წევრს გაუგზავნა.

აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის შემდეგ სუს-ი ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე ამჯერად პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილს იბარებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შესაბამისი უწყებები პარტიის ოფისში წუხელ მიიტანეს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ის არ ჩაიბარეს.

სუს-ის მიერ გაგზავნილი უწყებების მიხედვით, ცისკარიშვილი, წერეთელი და ნადირაშვილი უწყებაში დღეს უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ისინი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებენ და გამომძიებლებს მოუწოდებენ, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში თავად მივიდნენ.

"ის, რაც გავრცელდა, არის სრული მონაჩმახი. არის უხეში მონტაჟი. არ ვაპირებთ წინ და უკან სიარულს სუს-ში, იმიტომ რომ ვართ საარჩევნო კამპანიის პროცესში. მობრძანდნენ ოფისში - სამუშაო დღის განმავლობაში ჩვენ მზად ვართ კითხვებზე პასუხი გავცეთ, მათ შორის ისეთ ბოდვაზეც კი, რომელიც გუშინ გავრცელდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ირმა ნადირაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო. აღნიშნულ საქმეზე გუშინ დაკითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი - აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დაიბარეს, თუმცა უწყებაში არც ისინი გამოცხადდნენ.

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის ჩანაწერი გუშინ გავრცელდა. აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება.

"ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი", - აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ "რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს".

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

"სასწრაფოს ექიმის ჩვენებით, ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა კანის მცირედი აქერცვლა, მან დაზიანების წარმომავლობა ვერ მიუთითა" - ბასილაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესის დეტალებზე

"სამსახურებრივ ჩათში" მეგის თანამშრომლები წერენ, რომ მას აცრამდე ანალიზები წესრიგში არ ჰქონდა..." - რა ახალი დეტალები იკვეთება ექთნის საქმეში?

"20 კაცი უკვე არის, 3980 უნდა მოვძებნო, ვინც 10 ლარს გადაიხდის" - როგორ აპირებს ბესიკ ბოგველი მელიას გირაოსთვის თანხის შეგროვებას?