პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბით "ევრონიუსი" დაინტერესდა - 150 000 ნახვა და ასობით ევროპელის კომენტარი
ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბით "ევრონიუსი" დაინტერესდა - 150 000 ნახვა და ასობით ევროპელის კომენტარი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე-სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" ერთ-ერთი წევ­რი ირაკ­ლი ღლონ­ტი და "თო­ფა­ძე-მრეწ­ვე­ლე­ბის" წევ­რი ზაზა აგ­ლა­ძე პირ­და­პირ ეთერ­ში ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ვი­დეო მა­ლე­ვე გახ­და ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცის ჰიტი. თუმ­ცა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ჩხუ­ბი არამ­ხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნე­ტა­უ­დი­ტო­რი­ის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია - ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­მა ახა­ლი ამ­ბე­ბის არ­ხმა "ევ­რო­ნი­უს­მა" ვი­დეო თა­ვის გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა და ფე­ის­ბუქ­ზეც ატ­ვირ­თა.

ვი­დე­ოს 150 000-ზე მეტი ნახ­ვა, ასო­ბით კო­მენ­ტა­რი და გა­ზი­ა­რე­ბა აქვს. კო­მენ­ტა­რებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბენ რო­გორც უცხო­ე­ლი, ისე ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. გთა­ვა­ზობთ, ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებს, რომ­ლე­ბიც "ევ­რო­ნი­უ­სის" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ოს აქვს:

"პო­ლი­ტი­კა ისე­თი მო­სა­წყე­ნია ხოლ­მე ტე­ლე­ვი­ზორ­ში... მაგ­რამ ეს ისე­თი კარ­გი სა­ნა­ხა­ო­ბაა, მგო­ნია "ევ­რო­ნი­უსს" და "ევ­როს­პორ­ტს" ერ­თდრო­უ­ლად ვუ­ყუ­რებ"

"გე­გო­ნე­ბა ის ჭიქა წყა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­უდ­გეს წინ, LOL"

"ცხე­ლი კავ­კა­სი­ე­ლი ბი­ჭე­ბი"

"სა­სა­ცი­ლოა, მე­გო­ნა მარ­ტო ალ­ბა­ნე­ლე­ბი იქ­ცე­ოდ­ნენ ასე!"

"დო­ნალ­დის და ჰი­ლა­რის დე­ბა­ტებს გავს"

"რა­ტომ იწუ­ხებს მსოფ­ლიო თავს ამე­რი­კის დე­ბა­ტე­ბის ყუ­რე­ბით, რო­დე­საც შეგ­ვიძ­ლია დი­დე­ბუ­ლი ქვეყ­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ბა­ტებს ვუ­ყუ­როთ?"

სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც გა­მო­უჩ­ნდა უცხო­ელ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­ში. მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გო­გო­ნა წერს: "სურ­ვი­ლი, რომ წარ­მო­ა­ჩი­ნონ ქარ­თვე­ლე­ბი რო­გორც არა­ცი­ვი­ლუ­რი ერი ან გა­უ­ჩი­ნონ ხალ­ხს ირო­ნი­უ­ლი შეგ­რძნე­ბა მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის კარ­ზე აკა­კუ­ნებს, ცალ­სა­ხა ტრო­ლინ­გია ევ­რო­ნი­უ­სის მხრი­დან"

ქარ­თვე­ლი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი ქვეყ­ნის დაც­ვას ცდი­ლო­ბენ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი კო­მენ­ტა­რე­ბით:

"გა­სა­გე­ბია, რომ ევ­რო­ნი­უსს აინ­ტე­რე­სებს შეშ­ლი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ჩხუ­ბი, მაგ­რამ სხვა ვე­რა­ფე­რი ნა­ხეთ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ქარ­თვე­ლოს გა­სა­შუ­ქებ­ლად? ყო­ჩაღ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბო, ყო­ჩაღ..."

"ამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რე­ი­ტინ­გი ერთ პრო­ცენ­ტსაც ვერ აღ­წევს. მე ქარ­თვე­ლი ვარ და მათი სა­ხე­ლე­ბიც არ ვიცი"

"კი­კუა ევ­რო­ნი­უ­სი"

"euronews შე­წყვი­ტე სიც­რუე და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გავ­რცე­ლე­ბა! მე­დია არ უნდა აკე­თებ­დეს იმას, რა­საც თქვენ აკე­თებთ!" - წერს რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბით "ევრონიუსი" დაინტერესდა - 150 000 ნახვა და ასობით ევროპელის კომენტარი

ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბით "ევრონიუსი" დაინტერესდა - 150 000 ნახვა და ასობით ევროპელის კომენტარი

რამდენიმე დღის წინ "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი წევრი ირაკლი ღლონტი და "თოფაძე-მრეწველების" წევრი ზაზა აგლაძე პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვიდეო მალევე გახდა ქართული ინტერნეტსივრცის ჰიტი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბი არამხოლოდ ქართველი ინტერნეტაუდიტორიის ინტერესის საგანია - ევროპის ყველაზე პოპულარულმა ახალი ამბების არხმა "ევრონიუსმა" ვიდეო თავის გვერდზე განათავსა და ფეისბუქზეც ატვირთა.

ვიდეოს 150 000-ზე მეტი ნახვა, ასობით კომენტარი და გაზიარება აქვს. კომენტარებში აქტიურობენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი ინტერნეტმომხმარებლები. გთავაზობთ, ფეისბუქ-მომხმარებლების კომენტარებს, რომლებიც "ევრონიუსის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს აქვს:

"პოლიტიკა ისეთი მოსაწყენია ხოლმე ტელევიზორში... მაგრამ ეს ისეთი კარგი სანახაობაა, მგონია "ევრონიუსს" და "ევროსპორტს" ერთდროულად ვუყურებ"

"გეგონება ის ჭიქა წყალი სპეციალურად დაუდგეს წინ, LOL"

"ცხელი კავკასიელი ბიჭები"

"სასაცილოა, მეგონა მარტო ალბანელები იქცეოდნენ ასე!"

"დონალდის და ჰილარის დებატებს გავს"

"რატომ იწუხებს მსოფლიო თავს ამერიკის დებატების ყურებით, როდესაც შეგვიძლია დიდებული ქვეყნის, საქართველოს დებატებს ვუყუროთ?"

საქართველოს მხარდამჭერებიც გამოუჩნდა უცხოელ ინტერნეტმომხმარებელში. მაგალითად, აზერბაიჯანელი გოგონა წერს: "სურვილი, რომ წარმოაჩინონ ქართველები როგორც არაცივილური ერი ან გაუჩინონ ხალხს ირონიული შეგრძნება მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის კარზე აკაკუნებს, ცალსახა ტროლინგია ევრონიუსის მხრიდან"

ქართველი ფეისბუქმომხმარებლები კი ქვეყნის დაცვას ცდილობენ ინგლისურენოვანი კომენტარებით:

"გასაგებია, რომ ევრონიუსს აინტერესებს შეშლილი პოლიტიკოსების ჩხუბი, მაგრამ სხვა ვერაფერი ნახეთ საინტერესო საქართველოს გასაშუქებლად? ყოჩაღ ჟურნალისტებო, ყოჩაღ..."

"ამ პოლიტიკოსების რეიტინგი ერთ პროცენტსაც ვერ აღწევს. მე ქართველი ვარ და მათი სახელებიც არ ვიცი"

"კიკუა ევრონიუსი"

"euronews შეწყვიტე სიცრუე და სტერეოტიპების გავრცელება! მედია არ უნდა აკეთებდეს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ!" - წერს რამდენიმე ქართველი ინტერნეტმომხმარებელი.

"არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები" - როგორ უვლის თავს ეკა ბესელია და რას ამბობს თავის ქონებაზე

"ოცნების" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია და "ჩრდილოვანი ბოსი" - რას წერს Bloomberg-ი ივანიშვილისა და მისი მმართველობის შესახებ

რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"