პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს - სამართალდამცველებმა „მარჯანიშვილზე“ არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და 11 პირი დააკავეს
შსს - სამართალდამცველებმა „მარჯანიშვილზე“ არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და 11 პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, დღეს, მოძ­რა­ო­ბა "ქარ­თუ­ლი ძა­ლის" აქ­ტი­ვის­ტებ­მა გა­მარ­თეს არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მსვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში, გმირ­თა მო­ედ­ნი­დან მეტ­რო "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ით, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ის­როდ­ნენ მაშ­ხა­ლებს სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­სა და კა­ფე­ებ­ში, აზი­ა­ნებ­დნენ წარ­წე­რებ­სა და ბა­ნე­რებს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი მსვლე­ლო­ბა და­შა­ლეს და ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე 11 პირი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 239-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს - სამართალდამცველებმა „მარჯანიშვილზე“ არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და 11 პირი დააკავეს

შსს - სამართალდამცველებმა „მარჯანიშვილზე“ არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და 11 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმაშენებელზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს, მოძრაობა „ქართული ძალის“ აქტივისტებმა გამართეს არასანქცირებული მსვლელობა თბილისში, გმირთა მოედნიდან მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით.

"მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ