მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში მზად არიან, ატარონ ჩემი ტანსაცმელი" - "ბესარიონი" უკვე საქართველოშია
"თბილისში მზად არიან, ატარონ ჩემი ტანსაცმელი" - "ბესარიონი" უკვე საქართველოშია

"ბე­სა­რი­ო­ნი", იგი­ვე ბესო რაზ­მა­ძე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, რო­მე­ლიც უკვე 15 წე­ლია რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს და რუ­სუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მისი სა­მო­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ქეთა თო­ფუ­რი­აა, რომ­ლის იმი­ჯი და ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი სტი­ლი ბე­სა­რი­ო­ნის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

26 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ჟურ­ნალ "ბო­მონ­დის" მხარ­და­ჭე­რით გა­იხ­სნა ბე­სა­რი­ო­ნის პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი დიდი ხა­ნია ელო­და. გახ­სნას ქარ­თუ­ლი ბო­მონ­დის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და­ეს­წრნენ. მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ მომ­ღერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მო­დე­ლე­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა სა­ხე­ე­ბი.

ბე­სა­რი­ონ რაზ­მა­ძე, დი­ზა­ი­ნე­რი: "სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ჩემი პირ­ვე­ლი მა­ღა­ზი­აა. სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე, რომ თბი­ლის­ში უკვე მზად არი­ან, ატა­რონ ჩემი ტან­საც­მე­ლი. მომ­წონს თბი­ლი­სუ­რი ჩამ­ცის სტი­ლი, საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რია, ქუ­ჩებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზად ჩაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი მხვდე­ბა, თუმ­ცა ეს ყო­ველ­თვის ასე იყო. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, წინ მაქვს ჩვე­ნე­ბა, შო­უ­რუ­მი პა­რიზ­ში, სხვა გეგ­მებს კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას გვერ­დში დგო­მის­თვის".

თეა აგ­ლა­ძე, ჟურ­ნალ "ბო­მონ­დის" რე­დაქ­ტო­რი: "არ გა­და­ვა­ჭარ­ბებ თუ ვი­ტყვი, რომ მსოფ­ლიო მო­დის სფე­რო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­თი, მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე ბევრ სტუ­მარს აქვს ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლი და აინ­ტე­რე­სებთ ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი იმი­ტომ, რომ ისი­ნი ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან.

ბე­სა­რი­ო­ნი სულ ახ­ლა­ხან ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და გახ­სნა ასე­თი ლა­მა­ზი, პა­ტა­რა მა­ღა­ზია. ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დის­თვის" მოდა მუ­დამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბესო ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დია, ჩვენ კი ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერთ მო­დის გან­ვი­თა­რე­ბას. ბე­სოს მა­ღა­ზი­ის გახ­სნაც ერთ-ერთი ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოდა ვი­თარ­დე­ბა, მა­ღა­ზი­ე­ბი იხ­სნე­ბა, საქმდე­ბა ხალ­ხი. ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ, თბი­ლის­ში "ბე­სა­რი­ო­ნის" მა­ღა­ზი­ის გახ­სნას".

"ბე­სა­რი­ო­ნის" დახ­ვე­წილ კოს­ტი­უ­მებ­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფორ­მე­ბი­სა და ხა­ზე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იგ­რძნო­ბა. დი­ზა­ი­ნე­რიც აღი­ა­რებს, რომ ეს მისი ხა­ზია, რო­მელ­საც არას­დროს ღა­ლა­ტობს. მის კო­ლექ­ცი­ებ­ში ფერ­თა სი­უხ­ვეა, მაგ­რამ არა ზედ­მე­ტად. ბე­სა­რი­ო­ნი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რია.

სოფო ნი­ჟა­რა­ძე, მომ­ღე­რა­ლი: "ძა­ლი­ან მომ­წონს ბესო, რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რი. მას აქვს თა­ვი­სი სტი­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლუ­რიც არის და თან ყო­ველ­დღი­უ­რიც. ბე­სოს მა­ღა­ზი­ა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი სტი­ლის სა­მოს შე­არ­ჩევ, მისი კა­ბე­ბი ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია, ბე­სომ ზუს­ტად იცის, რო­გორ გა­უს­ვას ხაზი ქა­ლის სი­ლა­მა­ზეს და გა­მო­ა­ჩი­ნოს კარ­გი კუ­თხით. მი­ხა­რია, რომ რო­გორც იქნა, მა­ღა­ზია გა­იხ­სნა. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ბე­სოს, ბევრ კლი­ენტს და ბევრ ახალ, ლა­მაზ კო­ლექ­ცი­ებს".

ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "Look Models"ის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ბე­სა­რი­ო­ნი არის უნი­ჭი­ე­რე­სი დი­ზა­ი­ნე­რი, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, იგ­რძნო­ბა მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა უცხო­ურ ბა­ზარ­ზე, რომ იქ მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა, გან­ვი­თარ­და, ამას კი ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

მი­ხა­რია, რომ თბი­ლის­ში მისი მა­ღა­ზია გა­იხ­სნა, ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ბე­სოს ულა­მა­ზე­სი და ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი შე­ი­ძი­ნოს".

ლელა წურ­წუ­მია, მომ­ღე­რა­ლი: "ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბე­სა­რი­ო­ნი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­გორც მე­გო­ბა­რი, რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რი. ის ძა­ლი­ან კრე­ა­ტი­უ­ლია, მისი ნა­მუ­შე­ვა­რი ყო­ველ­თვის ხა­რის­ხი­ა­ნია, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე მაქვს მისი ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი ქურ­თუ­კი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვა­ტა­ნი­ნე. მი­ხა­რია, რომ ის თა­ვის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ისე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში".

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"თბილისში მზად არიან, ატარონ ჩემი ტანსაცმელი" - "ბესარიონი" უკვე საქართველოშია

"თბილისში მზად არიან, ატარონ ჩემი ტანსაცმელი" - "ბესარიონი" უკვე საქართველოშია

"ბესარიონი", იგივე ბესო რაზმაძე ცნობილი ქართველი დიზაინერია, რომელიც უკვე 15 წელია რუსეთში მოღვაწეობს და რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებში არნახული პოპულარობით სარგებლობს. მისი სამოსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მომხმარებელი ქეთა თოფურიაა, რომლის იმიჯი და ექსტრავაგანტული სტილი ბესარიონის სახელს უკავშირდება.

26 სექტემბერს თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ჟურნალ "ბომონდის" მხარდაჭერით გაიხსნა ბესარიონის პირველი მაღაზია, რომელსაც ქართველი მომხმარებელი დიდი ხანია ელოდა. გახსნას ქართული ბომონდის ცნობილი სახეები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მომღერლები, მსახიობები, მოდელები, ტელეწამყვანები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები.

ბესარიონ რაზმაძე, დიზაინერი: "საქართველოში ეს ჩემი პირველი მაღაზიაა. საჭიროდ ჩავთვალე, რომ თბილისში უკვე მზად არიან, ატარონ ჩემი ტანსაცმელი. მომწონს თბილისური ჩამცის სტილი, საკმაოდ ნორმალურია, ქუჩებში ძალიან ბევრი ლამაზად ჩაცმული ადამიანი მხვდება, თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წინ მაქვს ჩვენება, შოურუმი პარიზში, სხვა გეგმებს კი მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გვერდში დგომისთვის".

თეა აგლაძე, ჟურნალ "ბომონდის" რედაქტორი: "არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მსოფლიო მოდის სფერო დაინტერესებულია საქართველოთი, მოდის კვირეულებზე ბევრ სტუმარს აქვს ჩამოსვლის სურვილი და აინტერესებთ ქართველი დიზაინერები იმიტომ, რომ ისინი ნიჭიერები არიან.

ბესარიონი სულ ახლახან ჩამოვიდა საქართველოში და გახსნა ასეთი ლამაზი, პატარა მაღაზია. ჟურნალი "ბომონდისთვის" მოდა მუდამ მნიშვნელოვანია, ბესო ძალიან მოთხოვნადია, ჩვენ კი ყოველთვის მხარს ვუჭერთ მოდის განვითარებას. ბესოს მაღაზიის გახსნაც ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში მოდა ვითარდება, მაღაზიები იხსნება, საქმდება ხალხი. ყველას ვულოცავ, თბილისში "ბესარიონის" მაღაზიის გახსნას".

"ბესარიონის" დახვეწილ კოსტიუმებში არქიტექტურული ფორმებისა და ხაზების სიყვარული იგრძნობა. დიზაინერიც აღიარებს, რომ ეს მისი ხაზია, რომელსაც არასდროს ღალატობს. მის კოლექციებში ფერთა სიუხვეა, მაგრამ არა ზედმეტად. ბესარიონი ცნობილი ქართველების ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერია.

სოფო ნიჟარაძე, მომღერალი: "ძალიან მომწონს ბესო, როგორც დიზაინერი. მას აქვს თავისი სტილი, რომელიც ქალურიც არის და თან ყოველდღიურიც. ბესოს მაღაზიაში ყველანაირი სტილის სამოს შეარჩევ, მისი კაბები ძალიან კომფორტულია, ბესომ ზუსტად იცის, როგორ გაუსვას ხაზი ქალის სილამაზეს და გამოაჩინოს კარგი კუთხით. მიხარია, რომ როგორც იქნა, მაღაზია გაიხსნა. წარმატებებს ვუსურვებ ბესოს, ბევრ კლიენტს და ბევრ ახალ, ლამაზ კოლექციებს".

ნინო ცქიტიშვილი, სამოდელო სააგენტო "Look Models"ის ხელმძღვანელი: "ბესარიონი არის უნიჭიერესი დიზაინერი, ყველასგან განსხვავებული, იგრძნობა მისი მოღვაწეობა უცხოურ ბაზარზე, რომ იქ მიიღო განათლება, განვითარდა, ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მიხარია, რომ თბილისში მისი მაღაზია გაიხსნა, ქართველ მომხმარებელს საშუალება ექნება ბესოს ულამაზესი და ყველასგან განსხვავებული კოლექციები შეიძინოს".

ლელა წურწუმია, მომღერალი: "ძალიან მიყვარს ბესარიონი, როგორც ადამიანი, როგორც მეგობარი, როგორც დიზაინერი. ის ძალიან კრეატიულია, მისი ნამუშევარი ყოველთვის ხარისხიანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაქვს მისი ერთ-ერთი ულამაზესი ქურთუკი, რომელიც სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოვატანინე. მიხარია, რომ ის თავის სამშობლოში დაბრუნდა, წარმატებებს ვუსურვებ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება