პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ სოხუმი აიღეს აფხაზებმა, ევაკუაციაა გამოცხადებული... უმძიმესი დამარცხება განიცადა საქართველომ" - 14 წლის ქართველი გოგონას დღიურში ასახული 90-იანები...
"გუშინ სოხუმი აიღეს აფხაზებმა, ევაკუაციაა გამოცხადებული... უმძიმესი დამარცხება განიცადა საქართველომ" - 14 წლის ქართველი გოგონას დღიურში ასახული 90-იანები...

ეს დღი­უ­რი 1990-იან წლებ­ში იწე­რე­ბო­და. მისი ავ­ტო­რი ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნაა, რო­მელ­საც სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში მო­უ­წია გარ­და­ტე­ხის წლებ­მა. დღი­უ­რის წერა 14 წლი­სამ და­ი­წყო და 17 წლამ­დე წერ­და. მის თვალ­წინ გან­ვლო იმ მძი­მე წლებ­მა და ბევ­რმა ის­ტო­რი­ულ­მა ქარ­ტე­ხილ­მა, რო­მე­ლიც დღეს ბევ­რს ახ­სოვს. ბავ­შვუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით არის ნა­ამ­ბო­ბი ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხუ­რი და მო­ზარ­დუ­ლი ამ­ბე­ბი, რო­მელ­თაც სულ გას­დევს ფო­ნად მი­ტინ­გე­ბი, უშუ­ქო­ბა, გა­ჭირ­ვე­ბა და ომე­ბი, რა­მაც მა­შინ­დელ ახალ­გაზ­რდებ­სა და ბავ­შვებს სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი და­უჩრდი­ლა...

და­სას­რუ­ლი. იხი­ლეთ მე­ხუ­თე ნა­წი­ლი

1 სექ­ტემ­ბე­რი, ოთხშა­ბა­თი. 1993 წ. დღეს სწავ­ლა არ დაგ­ვე­წყო. მამა სვა­ნეთ­ში იყო და გუ­შინ დაბ­რუნ­და, ბი­ცო­ლა­ჩე­მიც ჩა­მო­იყ­ვა­ნა.

ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლია, ზვი­ა­დის­ტე­ბი მაგ­რად იმუქ­რე­ბი­ან. და­ი­კა­ვეს ფოთი და სე­ნა­კი. ამ­ბო­ბენ, რუ­სე­თის ჯარი შე­მო­ვაო და მა­შინ კი მოგ­ვე­ხა­ზე­ბა. პუ­რის მა­რა­გიც არ არის, ერ­თმა­ნეთს აწყდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა. ახლა კი­დევ თქვეს, ქო­ლე­რაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლიო. პირ­და­პირ სა­ში­ნე­ლე­ბაა!

ერთი კვი­რის წინ მა­მამ გიოს პა­ტა­რა მამ­ლუ­კა მო­უყ­ვა­ნა. გიომ წი­პა­ტა და­არ­ქვა. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. სულ გულ­ში იხუ­ტებს. დი­ლას, ზუს­ტად 7 სთ-ზე ყი­ვის ჩახ­რინ­წუ­ლი ხმით, ჩვენ­მა მე­ზობ­ლებ­მა უკვე თა­ვი­ანთ დედ­ლებ­თან მი­იწ­ვი­ეს. დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

დღე­ე­ბი ზო­ზი­ნით გამ­ყავს. წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ ან ვხა­ტავ. გუ­შინ "ანა კა­რე­ნი­ნა" და­ვამ­თავ­რე. სა­ოც­რე­ბაა, ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, მთე­ლი დღე ვფიქ­რობ­დი, მა­გა­რი ქა­ლია. სა­ერ­თოდ რუ­სუ­ლი კლა­სი­კა ძა­ლი­ან მომ­წონს, დოს­ტო­ევ­სკი ხომ ჩემი იდე­ა­ლია. მე მგო­ნი, რას­კოლ­ნი­კო­ვი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პერ­სო­ნა­ჟია მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში... ახლა უკვე ძა­ლი­ან გვი­ა­ნია, უნდა და­ვი­ძი­ნო.

14 სექ­ტემ­ბე­რი, სამ­შა­ბა­თი. ისევ არე­უ­ლო­ბაა, პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა ჯაბა იო­სე­ლი­ანს და­ე­სია და კი­დევ ზო­გი­ერთ ბან­დის მე­თა­ურს. ამ დროს შე­ვარ­დნა­ძემ გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ წა­მო­ა­ყე­ნა გან­ცხა­დე­ბა. მა­შინ­ვე გა­ცუქ­ცუქ­და ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი პარ­ლა­მენ­ტის წინ და სთხო­ვენ, რომ დაბ­რუნ­დეს, დარ­ჩეს თა­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, არ მი­ა­ტო­ვოს სა­ქარ­თვე­ლო (ახლა ტე­ლე­ივ­ზო­რი მაქვს ჩარ­თუ­ლი, პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცი­აა). რო­გორც იქნა, გა­მო­ვი­და, ვნა­ხოთ რას იტყვის... ისე კი, რაც ეგ არის, სულ გა­დაგ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო, არა­ფე­რი კარ­გი არ გა­კე­თე­ბუ­ლა. თუმ­ცა ახლა რომ გა­დად­გეს, ვინ აპი­რებს მისი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბას, ნამ­დვი­ლად არ ვიცი.

შე­ვარ­დნა­ძემ თქვა, რომ დი­ლამ­დე უნდა გა­და­ხარ­შოს ყვე­ლა­ფე­რი და პა­სუხს მერე იტყვის (რა ფა­რი­სევ­ლო­ბაა), მაგ­რამ ახლა ხალ­ხი აყ­ვირ­და. ტაშს უკ­რა­ვენ და სთხო­ვენ, ახ­ლა­ვე უპა­სუ­ხოს. ის კი ამ­ბობს, დრო მო­მე­ცით ხვალ დი­ლის 10 სა­ა­თამ­დეო. და... ღმერ­თო ჩემო! ამ დროს ხდე­ბა სა­ზი­ზღრო­ბა! ეს და­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი ამ კა­ცის წინ იჩო­ქებს, რა მკრე­ხე­ლო­ბაა!!! რა სიმ­დაბ­ლეა! ამა­ზე უა­რე­სი რაღა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ქარ­თველ ხალ­ხს... არა­ფერს აღარ ვამ­ბობ, აღა­რა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს!... ილია მოკ­ლეს და შე­ვარ­დნა­ძეს უჩო­ქე­ბენ... ჯან­და­ბამ­დი­საც გზა ჰქო­ნი­ათ! მრცხვე­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ვარ!!!

20 სექ­ტემ­ბე­რი, ორ­შა­ბა­თი. სწავ­ლა დღეს და­ი­წყო და გიოც დღეს შე­ვი­და სკო­ლა­ში. უკვე პირ­ველკ­ლა­სე­ლია. ისე­თი საყ­ვა­რე­ლი იყო ჩან­თით, გა­ო­ცე­ბუ­ლი, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ყვე­ლა­ფე­რი, სახ­ლში რომ მო­ვი­და, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ფურ­ცელ­ზე გა­და­ი­ტა­ნა, და­ხა­ტა მერ­ხე­ბი, საკ­ლა­სო ოთა­ხი, მას­წავ­ლე­ბე­ლი. ის ხომ კარ­გად ხა­ტავს.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გუშინ სოხუმი აიღეს აფხაზებმა, ევაკუაციაა გამოცხადებული... უმძიმესი დამარცხება განიცადა საქართველომ" - 14 წლის ქართველი გოგონას დღიურში ასახული 90-იანები...

"გუშინ სოხუმი აიღეს აფხაზებმა, ევაკუაციაა გამოცხადებული... უმძიმესი დამარცხება განიცადა საქართველომ" - 14 წლის ქართველი გოგონას დღიურში ასახული 90-იანები...

ეს დღიური 1990-იან წლებში იწერებოდა. მისი ავტორი ერთი ჩვეულებრივი ქართველი გოგონაა, რომელსაც სწორედ იმ პერიოდში მოუწია გარდატეხის წლებმა. დღიურის წერა 14 წლისამ დაიწყო და 17 წლამდე წერდა. მის თვალწინ განვლო იმ მძიმე წლებმა და ბევრმა ისტორიულმა ქარტეხილმა, რომელიც დღეს ბევრს ახსოვს. ბავშვური გულწრფელობით არის ნაამბობი ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი ოჯახური და მოზარდული ამბები, რომელთაც სულ გასდევს ფონად მიტინგები, უშუქობა, გაჭირვება და ომები, რამაც მაშინდელ ახალგაზრდებსა და ბავშვებს საუკეთესო წლები დაუჩრდილა...

დასასრული. იხილეთ მეხუთე ნაწილი

1 სექტემბერი, ოთხშაბათი. 1993 წ. დღეს სწავლა არ დაგვეწყო. მამა სვანეთში იყო და გუშინ დაბრუნდა, ბიცოლაჩემიც ჩამოიყვანა.

ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ზვიადისტები მაგრად იმუქრებიან. დაიკავეს ფოთი და სენაკი. ამბობენ, რუსეთის ჯარი შემოვაო და მაშინ კი მოგვეხაზება. პურის მარაგიც არ არის, ერთმანეთს აწყდება მოსახლეობა. ახლა კიდევ თქვეს, ქოლერაა გავრცელებულიო. პირდაპირ საშინელებაა!

ერთი კვირის წინ მამამ გიოს პატარა მამლუკა მოუყვანა. გიომ წიპატა დაარქვა. ძალიან საყვარელია. სულ გულში იხუტებს. დილას, ზუსტად 7 სთ-ზე ყივის ჩახრინწული ხმით, ჩვენმა მეზობლებმა უკვე თავიანთ დედლებთან მიიწვიეს. დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დღეები ზოზინით გამყავს. წიგნებს ვკითხულობ ან ვხატავ. გუშინ "ანა კარენინა" დავამთავრე. საოცრებაა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მთელი დღე ვფიქრობდი, მაგარი ქალია. საერთოდ რუსული კლასიკა ძალიან მომწონს, დოსტოევსკი ხომ ჩემი იდეალია. მე მგონი, რასკოლნიკოვი ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია მსოფლიო ლიტერატურაში... ახლა უკვე ძალიან გვიანია, უნდა დავიძინო.

14 სექტემბერი, სამშაბათი. ისევ არეულობაა, პარლამენტში ყველა ჯაბა იოსელიანს დაესია და კიდევ ზოგიერთ ბანდის მეთაურს. ამ დროს შევარდნაძემ გადადგომის შესახებ წამოაყენა განცხადება. მაშინვე გაცუქცუქდა ადამიანების გარკვეული ჯგუფი პარლამენტის წინ და სთხოვენ, რომ დაბრუნდეს, დარჩეს თავის თანამდებობაზე, არ მიატოვოს საქართველო (ახლა ტელეივზორი მაქვს ჩართული, პირდაპირი ტრანსლაციაა). როგორც იქნა, გამოვიდა, ვნახოთ რას იტყვის... ისე კი, რაც ეგ არის, სულ გადაგვარდა საქართველო, არაფერი კარგი არ გაკეთებულა. თუმცა ახლა რომ გადადგეს, ვინ აპირებს მისი ადგილის დაკავებას, ნამდვილად არ ვიცი.

შევარდნაძემ თქვა, რომ დილამდე უნდა გადახარშოს ყველაფერი და პასუხს მერე იტყვის (რა ფარისევლობაა), მაგრამ ახლა ხალხი აყვირდა. ტაშს უკრავენ და სთხოვენ, ახლავე უპასუხოს. ის კი ამბობს, დრო მომეცით ხვალ დილის 10 საათამდეო. და... ღმერთო ჩემო! ამ დროს ხდება საზიზღრობა! ეს დაბეჩავებული ხალხი ამ კაცის წინ იჩოქებს, რა მკრეხელობაა!!! რა სიმდაბლეა! ამაზე უარესი რაღა უნდა გაეკეთებინა ქართველ ხალხს... არაფერს აღარ ვამბობ, აღარაფერი მაინტერესებს!... ილია მოკლეს და შევარდნაძეს უჩოქებენ... ჯანდაბამდისაც გზა ჰქონიათ! მრცხვენია, რომ ქართველი ვარ!!!

20 სექტემბერი, ორშაბათი. სწავლა დღეს დაიწყო და გიოც დღეს შევიდა სკოლაში. უკვე პირველკლასელია. ისეთი საყვარელი იყო ჩანთით, გაოცებული, გაფართოებული თვალებით. ძალიან მოეწონა ყველაფერი, სახლში რომ მოვიდა, შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაიტანა, დახატა მერხები, საკლასო ოთახი, მასწავლებელი. ის ხომ კარგად ხატავს.

გაგრძელება

193 აჭარაში, თბილისში კი 43 - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"დაგვიბრუნეთ მუსიკოსები რესტორნებში", "გახსენით სამორინეები", "გახსენით სკოლები" - ბათუმში აქცია იმართება