სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეხსიერებიდან არასდროს ამოვა დანგრეული ქალაქი, ქუჩაში დაყრილი მიცვალებულები" - როგორ იხსენებენ ომს აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მსახიობები
"მეხსიერებიდან არასდროს ამოვა დანგრეული ქალაქი, ქუჩაში დაყრილი მიცვალებულები" - როგორ იხსენებენ ომს აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მსახიობები

დღეს მძი­მე დღეა - სო­ხუ­მის და­ცე­მის დღე. 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლი, ულა­მა­ზე­სი აფხა­ზე­თი, რო­მე­ლიც კვლავ მო­უ­შუ­შე­ბელ ტკი­ვი­ლად რჩე­ბა. აფხა­ზე­თის ომმა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, უამ­რა­ვი და­აქვრი­ვა, და­ა­ობ­ლა, და­ა­ხე­იბ­რა, და­ა­ზა­რა­ლა და სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დევ­ნი­ლად აქ­ცია...

აფხა­ზე­თის ომ­გა­მოვ­ლი­ლებს თა­ვი­ან­თი მძი­მე მო­გო­ნე­ბე­ბი აქვთ, რო­მელ­საც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, ვერ ივი­წყე­ბენ. იმ ტრა­გე­დი­ას ამ­ჯე­რად ის ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­იხ­სე­ნე­ბენ, რომ­ლებ­საც ომმა ბავ­შვო­ბა წა­არ­თვა და დევ­ნი­ლე­ბად აქ­ცია...

გვან­ცა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ელი­სოს როლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. მის­მა ბავ­შვო­ბამ აფხა­ზეთ­ში გა­ი­ა­რა:

- ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კინ­დღში ვცხოვ­რობ­დით. ზღვის­პი­რას გაშ­ლი­ლი ულა­მა­ზე­სი სა­კუ­რორ­ტო ზონა იყო - და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლე­ბით, მოს­წავ­ლე­თა ბა­ნა­კე­ბით, ულა­მა­ზე­სი პლა­ჟი­თა და ევ­კა­ლიპ­ტე­ბის ტყით. მთე­ლი თბი­ლი­სის ელი­ტა ზა­ფხუ­ლო­ბით იქ ის­ვე­ნებ­და. ომი რომ და­ი­წყო, მა­მამ სა­ცხოვ­რებ­ლად, თბი­ლის­ში გად­მოგ­ვიყ­ვა­ნა, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად, რო­გორც კი სი­ტუ­ა­ცია ცო­ტა­თი დამ­შვიდ­დე­ბო­და, უკან ვბრუნ­დე­ბო­დით. მახ­სოვს, ერთ-ერთი დაბ­რუ­ნე­ბი­სას რუ­სებ­მა ტა­მიშ­ში დე­სან­ტი გად­მოს­ხეს. სა­ში­ნე­ლი ბრძო­ლე­ბი გა­ჩაღ­და. ორი ქარ­თუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი მთლი­ა­ნად ამოჟ­ლი­ტეს და ერთ-ერთი და­ბომბვის შე­დე­გად ბი­ცო­ლა (დე­და­ჩე­მის ძმის ცოლი), დე­და­მი­სი და რძა­ლი და­მე­ღუპ­ნენ. ბომ­ბი მათ ეზო­ში ჩა­მო­ვარ­და და ისი­ნი წამ­ში ნა­წი­ლე­ბად დაფ­ლი­თა. ბი­ცო­ლას ხელ­ში 5 თვის ჩვი­ლი ეკა­ვა, რო­მე­ლიც მკლა­ვებ­ში ისე მო­ემ­წყვდია, რომ ბავ­შვი უვ­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩა. ეს ღვთის სას­წა­უ­ლი იყო!.. უფ­ლის ნე­ბით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ახლა უკვე დიდი ბი­ჭია...

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ნე­ლი იყო აფხა­ზეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო 10 დღე: როცა და­ზა­ვე­ბა გა­მო­ცხად­და, იქ მცხოვ­რებ­მა ქარ­თვე­ლებ­მა და­ი­ჯე­რეს, რომ აფხა­ზე­თი გა­დარ­ჩა. ჩვენც სახ­ლში დავ­ბრუნ­დით, სკო­ლა­ში სწავ­ლა უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო და ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით... თუმ­ცა მალე სო­ხუ­მი ალ­ყა­ში მო­ექ­ცა. კინ­დღიც მთლი­ა­ნად ალ­ყა­ში იყო. ზღვი­დან ვი­ბომ­ბე­ბო­დით. ჩვენ გვერ­დით მდე­ბა­რე ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი - ახალ­და­ბა მი­წას­თან გა­ას­წო­რეს. სა­ო­ცა­რი სი­სას­ტი­კის მომსწრე­ნი გავ­ხდით... ვინც იქი­დან გა­მო­აღ­წია, ტყე-ტყე გა­მო­იქ­ცა და კინ­დღში შე­მო­ვი­და. მათ ჩვე­ნი სარ­და­ფე­ბი და­ვუთ­მეთ, სა­დაც ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი ვი­მა­ლე­ბო­დით. მა­მა­კა­ცე­ბი კი სო­ფელს კბი­ლე­ბით იცავ­დნენ, რად­გა­ნაც მათ ზურგს უკან ოჯა­ხე­ბი, შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე­ე­ბი, დე­დე­ბი იყ­ვნენ... მახ­სოვს, რო­გორ თავ­დე­ბო­და ტყვია-წა­მა­ლი, რო­გორ გა­თავ­და გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც... სო­ფე­ლი იბომ­ბე­ბო­და, ტყვი­ე­ბი ჰა­ერ­ში დაფ­რი­ნავ­და და დავ­რბო­დი სო­ფელ­ში, სად­მე, ვინ­მეს­თან გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი რომ მე­შო­ვა და დაჭ­რი­ლე­ბის­თვის ჭრი­ლო­ბა დაგ­ვე­ა­მე­ბი­ნა; არ იყო ბინ­ტი და ზეწ­რებს ვხევ­დი (ხე­ლე­ბი გა­დაყ­ვლე­ფი­ლი მქონ­და), რომ ბი­ჭე­ბის­თვის ჭრი­ლო­ბა გა­და­ეხ­ვი­ათ. მინ­დო­და, ხელ­ში ავ­ტო­მა­ტიც ამე­ღო და თვი­თონ და­მეც­ვა თავი, მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს...

- 15 წლის ბავ­შვი სა­ოც­რად უში­შა­რი ყო­ფილ­ხარ...

- სხვა გზა არ მქონ­და... იმ ორ წე­ლი­წად­ში იმ­დე­ნად კარ­გად ვის­წავ­ლე ავ­ტო­მა­ტის დაშ­ლა-აწყო­ბა, რომ ამას 30 წამ­ში ვა­ხერ­ხებ­დი. მი­ზან­შიც კარ­გად ვის­რო­დი... როცა სი­ტუ­ა­ცია უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა, ანუ როცა ჩვენ­მა მა­მა­კა­ცებ­მა უა­რით უპა­სუ­ხეს აფხა­ზე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ ყვე­ლა წე­რილს, სა­დაც ისი­ნი ია­რა­ღის დაყ­რის მო­თხოვ­ნას უყე­ნებ­დნენ, გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი იე­რი­ში და­ი­წყო. მა­შინ ბევ­რი სა­ში­ნე­ლე­ბა ვნა­ხე, დიდი სი­სას­ტი­კის მომსწრე გავ­ხდი... მახ­სოვს, მამა პო­ზი­ცი­ი­დან მო­ვი­და და მი­თხრა: გვან­ცა, ტყვია-წა­მა­ლი გვი­თავ­დე­ბა... ბო­ლომ­დე, სის­ხლის უკა­ნას­კნელ წვე­თამ­დე ვიბ­რძო­ლებთ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, ისი­ნი ვე­ღარ შე­ვა­კა­ვოთ... - მერე ხე­ლის­გუ­ლი გა­მაშ­ლე­ვი­ნა და ხელ­ყუმ­ბა­რა, ე.წ. "ლი­მონ­კა" ჩა­მი­დო. მი­თხრა: შემ­პირ­დი - თუ ისი­ნი შე­მოვ­ლენ და თქვენ გვერ­დით არ ვიქ­ნე­ბი, დე­და­სა და შენს და­ი­კოს მათ სა­ჯიჯგნად ნუ მის­ცემ; ყუნ­წის­თვის ხე­ლის ერთი გა­მოკ­ვრა უნ­დო­და და ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბო­და... მა­მას შევ­პირ­დი, რომ ჩვე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფის უფ­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემ­დი. მას უკან არც მო­უ­ხე­დავს, ისე წა­ვი­და... ამის გამ­კე­თე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მად­ლო­ბა უფალს, არ მო­მიხ­და: მალე, დიდი რის­კის ფა­სად, ჩვენს წა­საყ­ვა­ნად, მა­მამ თევზმჭე­რი გე­მე­ბი მო­იყ­ვა­ნა. ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი ორი გე­მით შუა ზღვა­ში შე­ვე­დით... და დიდი ტან­ჯვა-წა­მე­ბით, ფო­თამ­დე რო­გორ­ღაც ჩა­ვაღ­წი­ეთ... როცა აფხა­ზეთ­ზე ლა­პა­რაკს ვი­წყებ, ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს და თვა­ლე­ბი ცრემ­ლით მევ­სე­ბა. ამი­ტომ ვცდი­ლობ, ამა­ზე იშ­ვი­ა­თად ვი­ლა­პა­რა­კო...

ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი, რო­მე­ლიც პა­რა­ლე­ლუ­რად ტე­ლე­შოუ "პრი­ო­რი­ტე­ტის" წამ­ყვა­ნი­ცაა, სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. ომი რომ და­ი­წყო, 6 წლის იყო, სკო­ლა­ში უნდა შე­სუ­ლი­ყო. რო­გორც ამ­ბობს, ფან­ტას­ტი­კუ­რი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ უეც­რად ყვე­ლა­ფე­რი აი­რია.

"ომის და­წყე­ბის შემ­დეგ სა­ო­ცა­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რე და ამის გა­მოც იყო ალ­ბათ, აზ­როვ­ნე­ბი­თა და ცნო­ბი­ე­რე­ბით ადრე რომ მოვმწიფ­დი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბავ­შვო­ბა ექ­ვსი წლის ასაკ­ში და­ვას­რუ­ლე...

ომი კი ჩემ­თვის ასე და­ი­წყო: ჩვენს სახ­ლს, სა­დაც მე, დედა და მამა ვცხოვ­რობ­დით, გა­და­უფ­რი­ნა თვითმფრი­ნავ­მა და სა­ხუ­რავს რა­ღაც და­ე­ცა. რო­გორც გა­ირ­კვა, ჭურ­ვის ნამ­სხვრე­ვი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში გა­დავ­რჩით. და­ი­წყო და­ბომბვა, სო­ხუ­მი­დან ბავ­შვე­ბი­სა და ქა­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და­ი­წყეს. მე დე­ი­დებ­მა წა­მო­მიყ­ვა­ნეს, ჩემი მშობ­ლე­ბი კი იქ დარ­ჩნენ. კოშ­მა­რი­ვით მახ­სოვს ის პე­რი­ო­დი... მთე­ლი დღე ვი­დე­ქით და იმ თვითმფრი­ნავ­ში ვერ შევ­დი­ო­დით, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მოფ­რი­ნავ­და, ეს მხო­ლოდ ღა­მით მო­ვა­ხერ­ხეთ. ის იყო, სა­ლონ­ში სა­ხან­ძრო კი­ბით უნდა ავ­სუ­ლი­ყა­ვით, რომ უცებ ჭურ­ვი ჩა­მო­ვარ­და. სა­ში­ნე­ლი ხმა ჰქონ­და, კვამლმა და­ფა­რა ყვე­ლა­ფე­რი. არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, მაგ­რამ სა­ში­ნე­ლი პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია. იმ გა­უ­გებ­რო­ბა­ში მა­მას თავ­ში კონ­და­ხი ჩა­არ­ტყეს, რაც მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა - თურ­მე, "გა­ჟონ­ვა" და­ე­მარ­თა, რა­საც თა­ვის დრო­ზე ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია და ერთ თვე­ში ინ­სულ­ტი მი­ი­ღო, მარ­ჯვე­ნა ხელ-ფეხი წა­ერ­თვა...

მერე ზავი გა­მო­ცხად­და და ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ხუმ­ში, თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში დაბ­რუნ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი მშობ­ლე­ბი უკვე თბი­ლის­ში იყ­ვნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მას ჯან­მრთე­ლო­ბა არ უწყობ­და ხელს, აქ ვერ გა­ჩერ­და და სო­ხუმ­ში დაბ­რუნ­და. მერე მე და დე­დაც წა­ვე­დით. მალე სო­ხუ­მი ისევ გა­ეხ­ვა კვამლში. მახ­სოვს, მე­ზობ­ლის ბუნ­კერ­ში გა­დამ­მა­ლეს. მამა ცუ­დად გახ­და, შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა... ახ­ლაც ყურ­ში ჩა­მეს­მის იმ შემ­ზა­რა­ვი და­ბომბვის ხმა, რო­მე­ლიც ბუნ­კერ­შიც აღ­წევ­და. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მე­ში­ნო­და, ჩემს მშობ­ლებს რა­ი­მე არ და­მარ­თნო­დათ...

იმ ღა­მეს გა­დავ­რჩით, ჩვე­ნი უბა­ნი არ და­ი­ბომ­ბა და ისევ დე­ი­დამ წა­მო­მიყ­ვა­ნა თვითმფრი­ნა­ვით. მე და ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი პი­ლო­ტის გვერ­დით ვის­ხე­დით. მშობ­ლე­ბი ისევ იქ ჩარ­ჩნენ. ჭუ­ბე­რის გზით ვერ გა­მო­ვი­დოდ­ნენ, რად­გან მამა მძი­მედ იყო. ამი­ტომ დე­დამ ზურ­გზე მო­კი­დე­ბუ­ლი, გე­მამ­დე ძლივს მი­იყ­ვა­ნა... მამა 36 წლის ასაკ­ში და­ინ­ვა­ლიდ­და, 6 წელი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო, დედა უვ­ლი­და, მაგ­რამ არა­ფე­რი ეშ­ვე­ლა, 42 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა.

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" წამ­ყვა­ნი

"და­ვი­ბა­დე სო­ხუმ­ში, მთე­ლი ჩემი დღე­ვან­დე­ლი, გუ­შინ­დე­ლი და მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა იმ სა­ო­ცარ ად­გი­ლებს უკავ­შირ­დე­ბა, სა­დაც და­ვი­ბა­დე და ვიზ­რდე­ბო­დი. ჩემ­თვის სო­ხუ­მი, სა­ნამ ის კოშ­მა­რი და ტრა­გი­კუ­ლი დღე­ე­ბი და­ი­წყე­ბო­და, ზრაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო იყო. თუმ­ცა იმ ტრა­გი­კულ­მა დღე­ებ­მა რამ­დე­ნა­დაც ცუ­დად იმოქ­მე­და ჩემს ბავ­შვო­ბა­სა და მო­მა­ვალ­ზე, იმ­დე­ნად მგო­ნია, რომ თით­ქოს ძალა შემ­მა­ტა იმის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბას მყა­რად შევ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი".

კახა სო­ხუმ­ში იზ­რდე­ბო­და, მაგ­რამ მერე, რო­გორც ბევ­რი სხვა სო­ხუ­მე­ლი, ისიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი­დან 8 წლი­სა წა­მო­სუ­ლი­ყო. ომის კად­რე­ბი ცუდი სიზ­მა­რი­ვით ახ­სოვს. მისი მშობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, გა­სა­ჭი­რის დრო­საც კი ოპ­ტი­მის­ტუ­რად ყო­ფი­ლიყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლე­ბი, შვი­ლებს ომის სა­ში­ნე­ლე­ბა მთე­ლი სიმ­ძი­მით რომ არ გა­ნე­ცა­დათ...

"მოკ­ლედ, ჩემი ცნო­ბი­ე­რე­ბა სო­ხუმ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. იქ იყ­ვნენ ჩე­მე­ბი: ბე­ბია, ბა­ბუა, ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი... იყო ზღვა, სით­ბოც... მოკ­ლედ, ჩემ­თვის სო­ხუ­მი სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულ­თან ასო­ცირ­დე­ბა... სო­ხუ­მე­ლებ­მა არა მარ­ტო ქა­ლა­ქი, არა­მედ სახ­ლი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი დავ­კარ­გეთ...

ძნე­ლი იყო მერე უცხო ქა­ლაქ­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა, მით უფრო, რომ მა­შინ საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ, ასეთ დროს თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა არ არის მარ­ტი­ვი. სო­ხუ­მის და­ტო­ვე­ბის მერე ჩემი ოჯა­ხი და­ახ­ლო­ე­ბით 5 წელი, ყა­ზა­ხეთ­ში ცხოვ­რობ­და, მერე - რუს­თავ­ში, შემ­დეგ თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით... მეხ­სი­ე­რე­ბი­დან არას­დროს ამო­ვა დან­გრე­უ­ლი ქა­ლა­ქი, ქუ­ჩა­ში დაყ­რი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი, ყვი­რი­ლი და თუნ­დაც, 27 სექ­ტემ­ბე­რი, როცა სო­ხუმს ძა­ლი­ან დიდი ხნით ვტო­ვებ­დით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის რთუ­ლი აღ­საქ­მე­ლი იყო მა­ში­ნაც და ახ­ლაც მხო­ლოდ ცუდ სიზ­მარ­თან ასო­ცირ­დე­ბა...".

კა­ხაც და ჩვე­ნი და­ნარ­ჩე­ნი ორი რეს­პონ­დენ­ტი (გვან­ცა, გი­ორ­გი) ში­ნა­გა­ნად მყა­რი და ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. მი­უ­ხე­და­ვად ცხოვ­რე­ბა­ში შექ­მნი­ლი არა­ერ­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, დე­და­ქა­ლაქ­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა თი­თო­ე­ულ­მა მა­ინც შეძ­ლო და დღეს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"მეხსიერებიდან არასდროს ამოვა დანგრეული ქალაქი, ქუჩაში დაყრილი მიცვალებულები" - როგორ იხსენებენ ომს აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მსახიობები

"მეხსიერებიდან არასდროს ამოვა დანგრეული ქალაქი, ქუჩაში დაყრილი მიცვალებულები" - როგორ იხსენებენ ომს აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მსახიობები

დღეს მძიმე დღეა - სოხუმის დაცემის დღე. 1993 წლის 27 სექტემბერს დაიკარგა საქართველოს საუკეთესო ნაწილი, ულამაზესი აფხაზეთი, რომელიც კვლავ მოუშუშებელ ტკივილად რჩება. აფხაზეთის ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უამრავი დააქვრივა, დააობლა, დაახეიბრა, დააზარალა და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია...

აფხაზეთის ომგამოვლილებს თავიანთი მძიმე მოგონებები აქვთ, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, ვერ ივიწყებენ. იმ ტრაგედიას ამჯერად ის ქართველი მსახიობები გაიხსენებენ, რომლებსაც ომმა ბავშვობა წაართვა და დევნილებად აქცია...

გვანცა გიორგობიანი, პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ელისოს როლს განასახიერებდა. მისმა ბავშვობამ აფხაზეთში გაიარა:

- ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში ვცხოვრობდით. ზღვისპირას გაშლილი ულამაზესი საკურორტო ზონა იყო - დასასვენებელი სახლებით, მოსწავლეთა ბანაკებით, ულამაზესი პლაჟითა და ევკალიპტების ტყით. მთელი თბილისის ელიტა ზაფხულობით იქ ისვენებდა. ომი რომ დაიწყო, მამამ საცხოვრებლად, თბილისში გადმოგვიყვანა, მაგრამ პერიოდულად, როგორც კი სიტუაცია ცოტათი დამშვიდდებოდა, უკან ვბრუნდებოდით. მახსოვს, ერთ-ერთი დაბრუნებისას რუსებმა ტამიშში დესანტი გადმოსხეს. საშინელი ბრძოლები გაჩაღდა. ორი ქართული ბატალიონი მთლიანად ამოჟლიტეს და ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად ბიცოლა (დედაჩემის ძმის ცოლი), დედამისი და რძალი დამეღუპნენ. ბომბი მათ ეზოში ჩამოვარდა და ისინი წამში ნაწილებად დაფლითა. ბიცოლას ხელში 5 თვის ჩვილი ეკავა, რომელიც მკლავებში ისე მოემწყვდია, რომ ბავშვი უვნებელი გადარჩა. ეს ღვთის სასწაული იყო!.. უფლის ნებით გადარჩენილი ჩემი ბიძაშვილი ახლა უკვე დიდი ბიჭია...

განსაკუთრებით საშინელი იყო აფხაზეთში გატარებული ბოლო 10 დღე: როცა დაზავება გამოცხადდა, იქ მცხოვრებმა ქართველებმა დაიჯერეს, რომ აფხაზეთი გადარჩა. ჩვენც სახლში დავბრუნდით, სკოლაში სწავლა უნდა დაწყებულიყო და ამისთვის ვემზადებოდით... თუმცა მალე სოხუმი ალყაში მოექცა. კინდღიც მთლიანად ალყაში იყო. ზღვიდან ვიბომბებოდით. ჩვენ გვერდით მდებარე ქართული სოფელი - ახალდაბა მიწასთან გაასწორეს. საოცარი სისასტიკის მომსწრენი გავხდით... ვინც იქიდან გამოაღწია, ტყე-ტყე გამოიქცა და კინდღში შემოვიდა. მათ ჩვენი სარდაფები დავუთმეთ, სადაც ქალები და ბავშვები ვიმალებოდით. მამაკაცები კი სოფელს კბილებით იცავდნენ, რადგანაც მათ ზურგს უკან ოჯახები, შვილები, მეუღლეები, დედები იყვნენ... მახსოვს, როგორ თავდებოდა ტყვია-წამალი, როგორ გათავდა გამაყუჩებელი საშუალებებიც... სოფელი იბომბებოდა, ტყვიები ჰაერში დაფრინავდა და დავრბოდი სოფელში, სადმე, ვინმესთან გამაყუჩებელი რომ მეშოვა და დაჭრილებისთვის ჭრილობა დაგვეამებინა; არ იყო ბინტი და ზეწრებს ვხევდი (ხელები გადაყვლეფილი მქონდა), რომ ბიჭებისთვის ჭრილობა გადაეხვიათ. მინდოდა, ხელში ავტომატიც ამეღო და თვითონ დამეცვა თავი, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს...

- 15 წლის ბავშვი საოცრად უშიშარი ყოფილხარ...

- სხვა გზა არ მქონდა... იმ ორ წელიწადში იმდენად კარგად ვისწავლე ავტომატის დაშლა-აწყობა, რომ ამას 30 წამში ვახერხებდი. მიზანშიც კარგად ვისროდი... როცა სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ანუ როცა ჩვენმა მამაკაცებმა უარით უპასუხეს აფხაზების მიერ გამოგზავნილ ყველა წერილს, სადაც ისინი იარაღის დაყრის მოთხოვნას უყენებდნენ, გამანადგურებელი იერიში დაიწყო. მაშინ ბევრი საშინელება ვნახე, დიდი სისასტიკის მომსწრე გავხდი... მახსოვს, მამა პოზიციიდან მოვიდა და მითხრა: გვანცა, ტყვია-წამალი გვითავდება... ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, მაგრამ შეიძლება, ისინი ვეღარ შევაკავოთ... - მერე ხელისგული გამაშლევინა და ხელყუმბარა, ე.წ. "ლიმონკა" ჩამიდო. მითხრა: შემპირდი - თუ ისინი შემოვლენ და თქვენ გვერდით არ ვიქნები, დედასა და შენს დაიკოს მათ საჯიჯგნად ნუ მისცემ; ყუნწისთვის ხელის ერთი გამოკვრა უნდოდა და ყველაფერი დამთავრდებოდა... მამას შევპირდი, რომ ჩვენი შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემდი. მას უკან არც მოუხედავს, ისე წავიდა... ამის გამკეთებელი ვიყავი, მაგრამ მადლობა უფალს, არ მომიხდა: მალე, დიდი რისკის ფასად, ჩვენს წასაყვანად, მამამ თევზმჭერი გემები მოიყვანა. ქალები და ბავშვები ორი გემით შუა ზღვაში შევედით... და დიდი ტანჯვა-წამებით, ფოთამდე როგორღაც ჩავაღწიეთ... როცა აფხაზეთზე ლაპარაკს ვიწყებ, ცრემლები მახრჩობს და თვალები ცრემლით მევსება. ამიტომ ვცდილობ, ამაზე იშვიათად ვილაპარაკო...

ახმეტელის თეატრის მსახიობი გიორგი გასვიანი, რომელიც პარალელურად ტელეშოუ "პრიორიტეტის" წამყვანიცაა, სოხუმში დაიბადა. ომი რომ დაიწყო, 6 წლის იყო, სკოლაში უნდა შესულიყო. როგორც ამბობს, ფანტასტიკური ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ უეცრად ყველაფერი აირია.

"ომის დაწყების შემდეგ საოცარი სირთულეები გამოვიარე და ამის გამოც იყო ალბათ, აზროვნებითა და ცნობიერებით ადრე რომ მოვმწიფდი. შეიძლება ითქვას, ბავშვობა ექვსი წლის ასაკში დავასრულე...

ომი კი ჩემთვის ასე დაიწყო: ჩვენს სახლს, სადაც მე, დედა და მამა ვცხოვრობდით, გადაუფრინა თვითმფრინავმა და სახურავს რაღაც დაეცა. როგორც გაირკვა, ჭურვის ნამსხვრევი იყო. იმ პერიოდში გადავრჩით. დაიწყო დაბომბვა, სოხუმიდან ბავშვებისა და ქალების გამოყვანა დაიწყეს. მე დეიდებმა წამომიყვანეს, ჩემი მშობლები კი იქ დარჩნენ. კოშმარივით მახსოვს ის პერიოდი... მთელი დღე ვიდექით და იმ თვითმფრინავში ვერ შევდიოდით, რომელიც თბილისში მოფრინავდა, ეს მხოლოდ ღამით მოვახერხეთ. ის იყო, სალონში სახანძრო კიბით უნდა ავსულიყავით, რომ უცებ ჭურვი ჩამოვარდა. საშინელი ხმა ჰქონდა, კვამლმა დაფარა ყველაფერი. არავინ დაშავებულა, მაგრამ საშინელი პანიკა გამოიწვია. იმ გაუგებრობაში მამას თავში კონდახი ჩაარტყეს, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - თურმე, "გაჟონვა" დაემართა, რასაც თავის დროზე ყურადღება არ მიაქცია და ერთ თვეში ინსულტი მიიღო, მარჯვენა ხელ-ფეხი წაერთვა...

მერე ზავი გამოცხადდა და ადამიანები სოხუმში, თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. იმ პერიოდში ჩემი მშობლები უკვე თბილისში იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მამას ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, აქ ვერ გაჩერდა და სოხუმში დაბრუნდა. მერე მე და დედაც წავედით. მალე სოხუმი ისევ გაეხვა კვამლში. მახსოვს, მეზობლის ბუნკერში გადამმალეს. მამა ცუდად გახდა, შეტევა დაემართა... ახლაც ყურში ჩამესმის იმ შემზარავი დაბომბვის ხმა, რომელიც ბუნკერშიც აღწევდა. ვნერვიულობდი. მეშინოდა, ჩემს მშობლებს რაიმე არ დამართნოდათ...

იმ ღამეს გადავრჩით, ჩვენი უბანი არ დაიბომბა და ისევ დეიდამ წამომიყვანა თვითმფრინავით. მე და ჩემი დეიდაშვილი პილოტის გვერდით ვისხედით. მშობლები ისევ იქ ჩარჩნენ. ჭუბერის გზით ვერ გამოვიდოდნენ, რადგან მამა მძიმედ იყო. ამიტომ დედამ ზურგზე მოკიდებული, გემამდე ძლივს მიიყვანა... მამა 36 წლის ასაკში დაინვალიდდა, 6 წელი საავადმყოფოში იყო, დედა უვლიდა, მაგრამ არაფერი ეშველა, 42 წლისა გარდაიცვალა.

კახა კინწურაშვილი, მსახიობი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" წამყვანი

"დავიბადე სოხუმში, მთელი ჩემი დღევანდელი, გუშინდელი და მომავალი ცხოვრება იმ საოცარ ადგილებს უკავშირდება, სადაც დავიბადე და ვიზრდებოდი. ჩემთვის სოხუმი, სანამ ის კოშმარი და ტრაგიკული დღეები დაიწყებოდა, ზრაპრული სამყარო იყო. თუმცა იმ ტრაგიკულმა დღეებმა რამდენადაც ცუდად იმოქმედა ჩემს ბავშვობასა და მომავალზე, იმდენად მგონია, რომ თითქოს ძალა შემმატა იმისთვის, რომ ცხოვრებას მყარად შევხვედრილიყავი".

კახა სოხუმში იზრდებოდა, მაგრამ მერე, როგორც ბევრი სხვა სოხუმელი, ისიც იძულებული გახდა, ოჯახის წევრებთან ერთად, საყვარელი ქალაქიდან 8 წლისა წამოსულიყო. ომის კადრები ცუდი სიზმარივით ახსოვს. მისი მშობლები ცდილობდნენ, გასაჭირის დროსაც კი ოპტიმისტურად ყოფილიყვნენ განწყობილები, შვილებს ომის საშინელება მთელი სიმძიმით რომ არ განეცადათ...

"მოკლედ, ჩემი ცნობიერება სოხუმში ჩამოყალიბდა. იქ იყვნენ ჩემები: ბებია, ბაბუა, ჩემი თანაკლასელები, მეგობრები... იყო ზღვა, სითბოც... მოკლედ, ჩემთვის სოხუმი სითბოსა და სიყვარულთან ასოცირდება... სოხუმელებმა არა მარტო ქალაქი, არამედ სახლი, საყვარელი ადამიანები, ბავშვობის მეგობრები დავკარგეთ...

ძნელი იყო მერე უცხო ქალაქში თავის დამკვიდრება, მით უფრო, რომ მაშინ საკმაოდ რთული ვითარება იყო ზოგადად საქართველოში. ამიტომ, ასეთ დროს თავის დამკვიდრება არ არის მარტივი. სოხუმის დატოვების მერე ჩემი ოჯახი დაახლოებით 5 წელი, ყაზახეთში ცხოვრობდა, მერე - რუსთავში, შემდეგ თბილისში გადმოვედით... მეხსიერებიდან არასდროს ამოვა დანგრეული ქალაქი, ქუჩაში დაყრილი მიცვალებულები, ყვირილი და თუნდაც, 27 სექტემბერი, როცა სოხუმს ძალიან დიდი ხნით ვტოვებდით. ეს ყველაფერი ჩემთვის რთული აღსაქმელი იყო მაშინაც და ახლაც მხოლოდ ცუდ სიზმართან ასოცირდება...".

კახაც და ჩვენი დანარჩენი ორი რესპონდენტი (გვანცა, გიორგი) შინაგანად მყარი და ძლიერი ადამიანები აღმოჩნდნენ. მიუხედავად ცხოვრებაში შექმნილი არაერთი წინააღმდეგობისა, დედაქალაქში თავის დამკვიდრება თითოეულმა მაინც შეძლო და დღეს ცნობილი მსახიობები არიან.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

"ნიღაბი კოლექციაში სამი წლის წინ მქონდა... პანდემია რომ დაიწყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს რატომ გააკეთე-მეთქი" - ცნობილმა დიზაინერმა პანდემიაში ახალი საქმე წამოიწყო

"ზუმის" პროგრამით ნასწავლი ქართული ცეკვები -  ქართულად აცეკვებული იაპონელებით ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა