პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ ტოვებს ათასობით ადამიანი იაპონიაში წლების მანძილზე საკუთარ სახლს
რატომ არ ტოვებს ათასობით ადამიანი იაპონიაში წლების მანძილზე საკუთარ სახლს

ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ახალ­გაზ­რდამ ია­პო­ნი­ა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მო­შო­რე­ბით, იზო­ლი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა არ­ჩია. ამ ფე­ნო­მენს "ჰი­კი­მო­რი" ქვია და მას ია­პო­ნი­ის ჯან­მრთე­ლო­ბის, შრო­მის და კე­თილ­დღე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო იმ ადა­მი­ა­ნებს უწო­დებს, ვინც სახ­ლში ექ­ვსი ან მეტი თვე რჩე­ბა და არც სკო­ლა­ში და არც სამ­სა­ხურ­ში არ გა­დის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად.

კვლე­ვამ ცხად­ყო, რომ 15-დან 39 წლამ­დე ასა­კის 541 000 ადა­მი­ა­ნი იზო­ლა­ცი­ა­ში ცხოვ­რობს. აქე­დან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შვი­დი წლის მან­ძილ­ზე გა­მო­ი­კეტ­ნენ სახ­ლში, 35 პრო­ცენტს შე­ად­გენს. თუმ­ცა ზუს­ტი სუ­რა­თი იმის და­სად­გე­ნად, თუ ვინ იტან­ჯე­ბა ჰი­კი­მო­რით, რთუ­ლია, ამ ფე­ნო­მე­ნის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

პირ­ვე­ლად მსგავ­სი მა­სობ­რი­ვი ქცე­ვა 90-იან წლებ­ში და­ფიქ­სირ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს ჰი­კი­მო­რის მკურ­ნა­ლო­ბის გზა. ექი­მებს სჯე­რათ, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი გავ­ლე­ნა აი­ძუ­ლებს ახალ­გაზ­რდებს, რომ სრულ გან­მარ­ტო­ე­ბა­ში იცხოვ­რონ. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო მე­ტად კა­ცებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც დიდ წნეხს გა­ნიც­დი­ან ყო­ველ­დღი­უ­რად, რო­გორც სკო­ლა­ში, ისე სამ­სა­ხურ­ში.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰი­კი­მო­რი თავს სა­შუ­ა­ლო ფე­ნა­ში იჩენს. ისი­ნი, ვინც იზო­ლა­ცი­ა­ში იქ­ცე­ვენ თავს, ძი­რი­თა­დად, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ისი­ნი ვი­დე­ო­თა­მა­შებს თა­მა­შო­ბენ და კო­მიქ­სებს კი­თხუ­ლო­ბენ სხვებ­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ის მა­გივ­რად. ია­პო­ნე­ლი ფსი­ქო­ლო­გი ტა­მა­კი სა­ი­ტო გო­ნებ­რივ ჭი­დილს უწო­დებს ამ მდგო­მა­რე­ო­ბას: "მათ სურთ სამ­ყა­რო­ში გა­მოს­ვლა, სურთ მე­გობ­რე­ბის და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის გა­ჩე­ნა, მაგ­რამ არ შე­უძ­ლი­ათ".

ეს ფე­ნო­მე­ნი მხო­ლოდ ია­პო­ნი­ა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. ერთ-ერთი კვლე­ვის თა­ნახ­მად, 2015 წელს ჰი­კი­მო­რის მსგავ­სი სო­ცი­ა­ლუ­რი იზო­ლა­ცია ამე­რი­კა­ში, ჩი­ნეთ­ში და ეს­პა­ნეთ­შიც და­ფიქ­სირ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია businessinsider.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რატომ არ ტოვებს ათასობით ადამიანი იაპონიაში წლების მანძილზე საკუთარ სახლს

რატომ არ ტოვებს ათასობით ადამიანი იაპონიაში წლების მანძილზე საკუთარ სახლს

ნახევარ მილიონზე მეტმა ახალგაზრდამ იაპონიაში საზოგადოებისგან მოშორებით, იზოლირებული ცხოვრება არჩია. ამ ფენომენს ”ჰიკიმორი” ქვია და მას იაპონიის ჯანმრთელობის, შრომის და კეთილდღეობის სამინისტრო იმ ადამიანებს უწოდებს, ვინც სახლში ექვსი ან მეტი თვე რჩება და არც სკოლაში და არც სამსახურში არ გადის სოციალიზაციის თავიდან ასარიდებლად.

კვლევამ ცხადყო, რომ 15-დან 39 წლამდე ასაკის 541 000 ადამიანი იზოლაციაში ცხოვრობს. აქედან ადამიანები, რომლებიც შვიდი წლის მანძილზე გამოიკეტნენ სახლში, 35 პროცენტს შეადგენს. თუმცა ზუსტი სურათი იმის დასადგენად, თუ ვინ იტანჯება ჰიკიმორით, რთულია, ამ ფენომენის ბუნებიდან გამომდინარე.

პირველად მსგავსი მასობრივი ქცევა 90-იან წლებში დაფიქსირდა. ჯერჯერობით არ არსებობს ჰიკიმორის მკურნალობის გზა. ექიმებს სჯერათ, რომ ფსიქოლოგიური და კულტურული გავლენა აიძულებს ახალგაზრდებს, რომ სრულ განმარტოებაში იცხოვრონ. ეს მდგომარეობა უფრო მეტად კაცებშია გავრცელებული, რომლებიც დიდ წნეხს განიცდიან ყოველდღიურად, როგორც სკოლაში, ისე სამსახურში.

ყველაზე მეტად ჰიკიმორი თავს საშუალო ფენაში იჩენს. ისინი, ვინც იზოლაციაში იქცევენ თავს, ძირითადად, განათლებული ადამიანები არიან. ისინი ვიდეოთამაშებს თამაშობენ და კომიქსებს კითხულობენ სხვებთან ინტერაქციის მაგივრად. იაპონელი ფსიქოლოგი ტამაკი საიტო გონებრივ ჭიდილს უწოდებს ამ მდგომარეობას: ”მათ სურთ სამყაროში გამოსვლა, სურთ მეგობრების და შეყვარებულების გაჩენა, მაგრამ არ შეუძლიათ”.

ეს ფენომენი მხოლოდ იაპონიაში არ ფიქსირდება. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 2015 წელს ჰიკიმორის მსგავსი სოციალური იზოლაცია ამერიკაში, ჩინეთში და ესპანეთშიც დაფიქსირდა.

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს