საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, თბილისში 3-სართულიან სახლში ცხოვრობს.
უკრაინული გამოცემა "ჯეტსეტერის" ინფორმაციით, ამ სახლში საცხოვრებლად კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 2013 წელს გადავიდნენ. სახლის გაფორმებაში კახა კალაძის მეგობარი, იტალიელი დიზაინერი ფლავიო კაპრიოტი მონაწილეობდა.
როგორც უკრაინული გამოცემა წერს, სახლის პირველ სართულზე განთავსებულია სტუმრების მისაღები, რომელიც სამ ზონად არის დაყოფილი: სასადილო ზონად, ლაუნჯად და ბიბლიოთეკად. ამავე სართულზე მდებარეობს ცალკე ღვინის ოთახი და სამზარეულო. სახლის მეორე სართულზე განთავსებულია საძინებლები, ბავშვების ოთახები და გარდერობის ოთახები. მესამე სართულზე კი მთლიანად ტერასაა გადაჭიმული.