სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკო ფიროსმანის "შველი წყლის პირას" ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა
ნიკო ფიროსმანის "შველი წყლის პირას" ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა

დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის სუ­რა­თის "შვე­ლი წყლის პი­რას" ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის­თვის სა­ჩუქ­რად გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნია და პრე­ზენ­ტა­ცია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ა­დან აც­ნო­ბეს, სუ­რა­თი ცი­ციშ­ვი­ლი-გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­ში 1949 წლი­დან 2011 წლამ­დე ინა­ხე­ბო­და და ის არას­დროს ყო­ფი­ლა გა­მო­ფე­ნი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

"2011 წელს სუ­რათ­მა და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და შო­ტ­ჰე­ბყ'ს-ის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და. "შვე­ლი წყლის პი­რას" იმა­ვე აუქ­ცი­ონ­ზე მე­ო­რედ 2016 წელს გა­მოჩ­ნდა. ნა­მუ­შე­ვა­რი ცნო­ბილ­მა მე­ცე­ნატ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შე­ი­ძი­ნა და ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა. სუ­რა­თი შე­უ­ერ­თდა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ კო­ლექ­ცი­ას. ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა, თა­მარ ცი­ციშ­ვილ­მა (1908-1988) და აკა­დე­მი­კოს­მა დი­მიტ­რი გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი­მა (1902-1990) სუ­რა­თი "შვე­ლი წყლის პი­რას" 1949 წელს სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს – ერთ სა­ღა­მოს სე­ირ­ნო­ბი­სას უც­ნობ სახ­ლთან შე­ჩერ­დნენ, მას­პინ­ძელ­მა იცნო მსა­ხი­ო­ბი და სახ­ლში მი­ი­პა­ტი­ჟა. თა­მარ ცი­ციშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე მე­ტე­ხის მუ­ზე­უმ­ში მუ­შა­ობ­და და კარ­გად იც­ნობ­და ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის ხელ­წე­რას, შეს­ვლის­თა­ნა­ვე შე­ამ­ჩნია კე­დელ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი სუ­რა­თი. ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლის თქმით, სუ­რა­თი მას­თან "თეთ­რი დუქ­ნი­დან" მოხ­ვდა. თა­მარ ცი­ციშ­ვილ­მა ოჯახს სთხო­ვა მის­თვის მი­ე­ყი­დათ ნა­მუ­შე­ვა­რი. მას­პინ­ძელ­მა გა­ყიდ­ვა არ ისურ­ვა და სუ­რა­თი მსა­ხი­ობს აჩუ­ქა. ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ანი­მა­ლის­ტია ქარ­თულ მხატ­ვრო­ბა­ში. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში შველს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. შვე­ლი მას რამ­დენ­ჯერ­მე ყავს და­ხა­ტუ­ლი, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­რა­თი სა­უ­კე­თე­სო ვერ­სი­ა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. დღე­ი­დან "შვე­ლი წყლის პი­რას" დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში ფი­როს­მა­ნის სხვა სუ­რა­თებ­თან ერ­თად გა­მო­ი­ფი­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ პრეს­რე­ლიზ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ნიკო ფიროსმანის "შველი წყლის პირას" ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა

ნიკო ფიროსმანის "შველი წყლის პირას" ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ხვალ გაიმართება ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის "შველი წყლის პირას" ეროვნული მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემის ცერემონია და პრეზენტაცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული გალერეადან აცნობეს, სურათი ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა და ის არასდროს ყოფილა გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე.

"2011 წელს სურათმა დატოვა საქართველო და შოტჰებყ'ს-ის აუქციონზე გაიყიდა. "შველი წყლის პირას" იმავე აუქციონზე მეორედ 2016 წელს გამოჩნდა. ნამუშევარი ცნობილმა მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. სურათი შეუერთდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას. ცნობილმა მსახიობმა, თამარ ციციშვილმა (1908-1988) და აკადემიკოსმა დიმიტრი გედევანიშვილიმა (1902-1990) სურათი "შველი წყლის პირას" 1949 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს – ერთ საღამოს სეირნობისას უცნობ სახლთან შეჩერდნენ, მასპინძელმა იცნო მსახიობი და სახლში მიიპატიჟა. თამარ ციციშვილმა, რომელიც წლების მანძილზე მეტეხის მუზეუმში მუშაობდა და კარგად იცნობდა ფიროსმანაშვილის ხელწერას, შესვლისთანავე შეამჩნია კედელზე დამაგრებული სურათი. ყოფილი მფლობელის თქმით, სურათი მასთან "თეთრი დუქნიდან" მოხვდა. თამარ ციციშვილმა ოჯახს სთხოვა მისთვის მიეყიდათ ნამუშევარი. მასპინძელმა გაყიდვა არ ისურვა და სურათი მსახიობს აჩუქა. ფიროსმანაშვილი პირველი ანიმალისტია ქართულ მხატვრობაში. მის შემოქმედებაში შველს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შველი მას რამდენჯერმე ყავს დახატული, თუმცა აღნიშნული სურათი საუკეთესო ვერსიადაა მიჩნეული. დღეიდან "შველი წყლის პირას" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის სხვა სურათებთან ერთად გამოიფინება", - ნათქვამია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი