კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ჯეჯელავა - ექვსი წელია გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონი ისეა, რომ ნიუტონი არ ეთანხმება
ალექსანდრე ჯეჯელავა - ექვსი წელია გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონი ისეა, რომ ნიუტონი არ ეთანხმება

მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან I-IV კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს მი­ი­ღე­ბენ. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და და­გეგ­მილ სი­ახ­ლე­ებ­ზე ესა­უბ­რა. მი­ნის­ტრმა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა გრი­ფი­რე­ბის სა­კი­თხზე და გა­მომ­ცემ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­მა­ვალ წელს სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელმღვა­ნე­ლო­ებს გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­გან შე­ი­ძენს. მი­ნის­ტრი იმე­დოვ­ნებს, რომ გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მნა­ზე კონ­კურ­სი და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში გა­მო­ცხად­დე­ბა.

"მო­მა­ვალ წელს ჩვენ მოგ­ვი­წევს ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თა­ვი­დან მომ­ზა­დე­ბა. ზო­გი­ერთ კლას­ში ახა­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე ახა­ლი და­ბეჭ­დი­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი იქ­ნე­ბა, ზო­გი­ერთ კლას­ში კი, ძვე­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე ახა­ლი და­ბეჭ­დი­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი გვექ­ნე­ბა. მო­მა­ვალ წელს ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით 18-19 მი­ლი­ო­ნი ლარი დაგ­ვიჯ­დე­ბა. ეს არის პირ­ვე­ლა­დი სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­ფა­სე­ბა", - გან­მარ­ტა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რა­დად მას ოცამ­დე გა­მომ­ცე­მელ­თან ხუთი შეხ­ვედ­რა ჰქონ­და. ჯე­ჯე­ლა­ვას შე­ფა­სე­ბით, გა­მომ­ცემ­ლე­ბი ბავ­შვზეც და ხა­რისხზეც ზრუ­ნა­ვენ.

"გრი­ფი­რე­ბის ახალ წეს­ში გვინ­და იყოს პირ­ვე­ლი წელი, რო­დე­საც ავ­ტო­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან - მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან, მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან, სხვა მხა­რე­ე­ბის­გან შე­მო­სუ­ლი შეც­დო­მე­ბის, შეს­წო­რე­ბე­ბის, წი­ნა­და­დე­ბე­ბის სა­ხელ­მძღვა­ლო­ში შე­ტა­ნას თა­ვის თავ­ზე აი­ღებს. აქამ­დე ასე არ იყო. ამი­ტომ, 6 წე­ლია გვაქვს ფი­ზი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, სა­დაც ნი­უ­ტო­ნის კა­ნო­ნი ისეა, რომ ნი­უ­ტო­ნი არ ეთან­ხმე­ბა, ანუ, რო­გორც ნი­უ­ტონ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, ისე არ წე­რია", - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მი­ნის­ტრი ფიქ­რობს, რომ ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ძვე­ლის­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ასე­ვე, იგი იმე­დოვ­ნებს, რომ გრი­ფი­რე­ბა ყო­ველ წელს მოხ­დე­ბა.

ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ ელექტრო­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვის ეტა­პობ­რივ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზეც ისა­უბ­რა. მი­ნის­ტრი ფიქ­რობს, რომ ელექტრო­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის "პირ­ვე­ლი მერ­ცხლე­ბი" 2017 წელს გა­მოჩ­ნდე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ალექსანდრე ჯეჯელავა - ექვსი წელია გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონი ისეა, რომ ნიუტონი არ ეთანხმება

ალექსანდრე ჯეჯელავა - ექვსი წელია გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონი ისეა, რომ ნიუტონი არ ეთანხმება

მომავალი სასწავლო წლიდან I-IV კლასის მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

განათლების მინისტრი მედიის წარმომადგენლებს ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გრიფირების საკითხზე და გამომცემლებთან ურთიერთობებზე.

ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, მომავალ წელს სახელმწიფო სახელმღვანელოებს გამომცემლობებისგან შეიძენს. მინისტრი იმედოვნებს, რომ გრიფირებული სახელმძღვანელოების შექმნაზე კონკურსი დაახლოებით ორ კვირაში გამოცხადდება.

"მომავალ წელს ჩვენ მოგვიწევს ფაქტობრივად ყველა სახელმძღვანელოს თავიდან მომზადება. ზოგიერთ კლასში ახალი შინაარსის მქონე ახალი დაბეჭდილი სახელმძღვანელოები იქნება, ზოგიერთ კლასში კი, ძველი შინაარსის მქონე ახალი დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გვექნება. მომავალ წელს ეს ყველაფერი ჩვენ დაახლოებით 18-19 მილიონი ლარი დაგვიჯდება. ეს არის პირველადი საბიუჯეტო შეფასება", - განმარტა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად მას ოცამდე გამომცემელთან ხუთი შეხვედრა ჰქონდა. ჯეჯელავას შეფასებით, გამომცემლები ბავშვზეც და ხარისხზეც ზრუნავენ.

"გრიფირების ახალ წესში გვინდა იყოს პირველი წელი, როდესაც ავტორი საზოგადოებისგან - მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისგან, სხვა მხარეებისგან შემოსული შეცდომების, შესწორებების, წინადადებების სახელმძღვალოში შეტანას თავის თავზე აიღებს. აქამდე ასე არ იყო. ამიტომ, 6 წელია გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონი ისეა, რომ ნიუტონი არ ეთანხმება, ანუ, როგორც ნიუტონმა აღმოაჩინა, ისე არ წერია", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრი ფიქრობს, რომ ახალი სახელმძღვანელოები ძველისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. ასევე, იგი იმედოვნებს, რომ გრიფირება ყოველ წელს მოხდება.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ელექტრონული სახელმძღვანელოების ალტერნატივის ეტაპობრივ შეთავაზებაზეც ისაუბრა. მინისტრი ფიქრობს, რომ ელექტრონული სახელმძღვანელოების "პირველი მერცხლები" 2017 წელს გამოჩნდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."