საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანში ძმების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცებმა 17 წელი მიუსაჯეს
გლდანში ძმების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცებმა 17 წელი მიუსაჯეს

2016 წლის 4 აპ­რილს, სო­ფელ გლ­დან­ში, წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა მი­ი­ღეს.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა გა­ი­მარ­თა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა გან­სჯა­დი, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ორი პი­რის მი­მართ, გან­ზრახ მკვე­ლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სათ­ვის, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი ეს­ტა­ტე მ.-ს ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე. მას­ვე, ბრა­ლად ედე­ბო­და ცე­ცხლსა­სას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბა.

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა და ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

საქ­მე ეხე­ბა, 2016 წლის 4 აპ­რილს, ქ. თბი­ლის­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, რა დრო­საც ეს­ტა­ტე მ.-სა და მის მე­გო­ბარს შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­დათ ძმებ თორ­ნი­კე და თენ­გიზ ვ.-ებსა და ლე­ვან ხ.-სთან. ბრალ­დე­ბულ­მა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნი­ლი 9 მმ კა­ლიბ­რის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან, რო­მელ­საც უკა­ნო­ნოდ ინა­ხავ­და და ატა­რებ­და, პირ­და­პი­რი და­მიზ­ნე­ბით, თორ­ნი­კე ვ.-ს გულ­მკერ­დის მი­და­მო­ში ერთი ბრმა ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მან­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა ლე­ვან ხ.-ს, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო სხე­უ­ლის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს, დღეს გა­მარ­თულ სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა­ში, მხა­რე­თა პო­ზი­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ. მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­ი­მარ­თა არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის რვა სხდო­მა, და­ი­კი­თხა ბრალ­დე­ბის 23 და დაც­ვის ერთი მოწ­მე - თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი", - ნათ­ქვა­მია სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთჯე­რა­დად, სა­კა­სა­ციო წე­სით, გა­სა­ჩივ­რდეს თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, მხო­ლოდ სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი სა­ფუძ­ვლე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას.

გლდანში ძმების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცებმა 17 წელი მიუსაჯეს

გლდანში ძმების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცებმა 17 წელი მიუსაჯეს

2016 წლის 4 აპრილს, სოფელ გლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, გამამტყუნებელი განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი, განზრახ მკვლელობისა და ორი პირის მიმართ, განზრახ მკველელობის მცდელობისათვის, დამამძიმებელ გარემოებებში, ბრალდებული ესტატე მ.-ს ბრალდების საქმეზე. მასვე, ბრალად ედებოდა ცეცხლსასასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება.

ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ განაჩენი დაადგინა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმე ეხება, 2016 წლის 4 აპრილს, ქ. თბილისში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ესტატე მ.-სა და მის მეგობარს შელაპარაკება მოუხდათ ძმებ თორნიკე და თენგიზ ვ.-ებსა და ლევან ხ.-სთან. ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, პირდაპირი დამიზნებით, თორნიკე ვ.-ს გულმკერდის მიდამოში ერთი ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. მანვე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ლევან ხ.-ს, რომელმაც სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

ნაფიც მსაჯულებს, დღეს გამართულ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით მონაწილეობა არ მიუღიათ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა არსებითი განხილვის რვა სხდომა, დაიკითხა ბრალდების 23 და დაცვის ერთი მოწმე - თავად ბრალდებული", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

მათივე განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ