პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილები ერთმა ქართველმა მოკლა და არა ქართველებმა, შენ რა შუაში ხარ?" - ტკივილნარევი მოგონება აფხაზეთიდან...
"ჩემი შვილები ერთმა ქართველმა მოკლა და არა ქართველებმა, შენ რა შუაში ხარ?" - ტკივილნარევი მოგონება აფხაზეთიდან...

ეს მცი­რე ტკი­ვილ­ნა­რე­ვი მო­გო­ნე­ბა აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს და კო­ლე­გას ეკუთ­ვნის (მის სა­ხელს და გვარს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ). მას­თან კავ­შირს ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ვა­ხერ­ხებთ. მის­მა ნა­ამ­ბობ­მა თი­თო­ე­ლი ჩვენ­გა­ნის გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და წარ­სუ­ლი კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნა... 23 წლის წინ, 27 სექ­ტემ­ბერს ხომ სო­ხუ­მი დავ­კარ­გეთ...

"ლა­მა­ზი, მზი­ა­ნი დილა, უც­ნა­უ­რი სი­ჩუ­მე. ზღვის, მთი­სა და ციტ­რუ­სის სუნი ტრი­ა­ლებს ჰა­ერ­ში. ყვე­ლას ღვი­ძავს და მა­ინც სი­ჩუ­მეა, შო­რი­დან ის­მის სრო­ლის ხმა და ძა­ლი­ან მცი­ვა... კი­დევ რამ­დე­ნი­მე წუთი და ყვე­ლა ქუ­ჩა­შია. ტი­რი­ან ბავ­შვე­ბი, გარ­ბი­ან ძაღ­ლე­ბი... ძა­ლი­ან ახ­ლოს რა­ღაც აფეთ­ქდა... თით­ქოს ყვე­ლა მხრი­დან ის­ვრი­ან და სა­კუ­თა­რი სუნ­თქვა მეს­მის... "რის­თვის?!!! მიწა ხომ ტა­ლა­ხია!!!" - მო­მეს­მა იქვე ახ­ლოს მო­ხუ­ცი ბა­ბუ­ის ხმა. ყვე­ლა­ფე­რი აი­რია...

გა­დი­ო­და დრო - სის­ხლით, ში­შით, შიმ­ში­ლით, ღა­ლა­ტით, და­ცინ­ვით და მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბით. ვში­შობ­დი სი­ძულ­ვი­ლი არა­სო­დეს გაქ­რე­ბო­და, აღარ იქ­ნე­ბო­და მზე ხა­ლი­სი­ა­ნი, ზღვა მხი­ა­რუ­ლი და ცა ისევ მოწ­მენ­დი­ლი. მას შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და... ვდგა­ვარ ენ­გუ­რის ხიდ­თან და სტუ­მარს ვე­ლო­დე­ბი - თბი­ლი­სელ სტუ­მარს. უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თან ში­შის, თან სი­ხა­რუ­ლის... მთე­ლი გზა ვიხ­სე­ნებთ მხი­ა­რულ თავ­გა­და­სავ­ლებს, ლა­მაზ დღე­ებს, მე­გობ­რებს და ნაც­ნო­ბებს. ბო­ლოს სა­ერ­თო ნა­თე­სავს მი­ვა­კი­თხეთ - დი­დის მო­წი­წე­ბით მიგ­ვი­ღო.

გამ­კრა შიშ­მა, სტუ­მარს ეთ­ნი­კუ­რო­ბის გამო საფრ­თხე არ შექ­მნო­და, წას­ვლას ვჩ­ქა­რობ­დი, რად­გან იქვე ახ­ლოს მცხოვ­რე­ბი მე­ო­რე ნა­თე­სა­ვის მე­ში­ნო­და... მას ხომ ხუთი ოჯა­ხის წევ­რი, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი აუ­ფეთ­ქეს... უცებ კარ­თან ძა­ძებ­ში ჩაც­მუ­ლი ქალი გა­მოჩ­ნდა, სწო­რედ იმ ოჯა­ხის წევ­რი, ვი­სიც მე­ში­ნო­და. მო­დი­ო­და ნელა, სა­ხის ცივი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით, სტუ­მარს თვალს არ აშო­რებ­და. სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და... სტუ­მარს სა­ხე­ზე ფერი არ ედო, - "ჩემს სახ­ლს რა­ტომ აუ­ა­რეთ გვერ­დი, ჩა­მი­ა­რეთ?" - იკი­თხა და მე შე­მომ­ხე­და, - " ჩემ­თან რა­ტომ არ შე­მო­იყ­ვა­ნე?"... ხმა ვერ ამო­ვი­ღე, ვე­რა­ფერს ვუ­პა­სუ­ხებ­დი. მერე სტუ­მარს მი­უბ­რუნ­და, დიდ­ხანს უყუ­რა... ალ­ბათ ყვე­ლას გვეს­მო­და ერ­თმა­ნე­თის გუ­ლის­ცე­მა... "ჩემი შვი­ლე­ბი ერ­თმა ქარ­თველ­მა მოკ­ლა და არა ქარ­თვე­ლებ­მა, შენ რა შუ­ა­ში ხარ?!" - უთხრა და შუბ­ლზე ნა­ზად ეამ­ბო­რა... მერე სკამ­ზე ჩა­მოჯ­და და ჩუ­მად, უხ­მოდ და­იღ­ვა­რა ცრემ­ლად...

მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ამ­ქვეყ­ნად კე­თი­ლი და მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ... ისევ შე­მიყ­ვარ­და აქა­უ­რი ჰა­ე­რი, ცა, მზე და ზღვა! ხში­რად მახ­სენ­დე­ბა ეს ამ­ბა­ვი და იმე­დი მრჩე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა! ნელ-ნელა ვხვდე­ბი მო­ხუ­ცი ბა­ბუ­ის სი­ტყვებს - "მიწა ტა­ლა­ხია... მიწა ტა­ლა­ხია..."

თეა ცა­გუ­რიშ­ვი­ლი

AMBEBi.GE

ფოტო: Human Rights Watch

sponsored by ContentRoom

"ჩემი შვილები ერთმა ქართველმა მოკლა და არა ქართველებმა, შენ რა შუაში ხარ?" - ტკივილნარევი მოგონება აფხაზეთიდან...

"ჩემი შვილები ერთმა ქართველმა მოკლა და არა ქართველებმა, შენ რა შუაში ხარ?" - ტკივილნარევი მოგონება აფხაზეთიდან...

ეს მცირე ტკივილნარევი მოგონება აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს და კოლეგას ეკუთვნის (მის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ). მასთან კავშირს ინტერნეტის საშუალებით ვახერხებთ. მისმა ნაამბობმა თითოელი ჩვენგანის გულისტკივილი და წარსული კიდევ ერთხელ შეგვახსენა... 23 წლის წინ, 27 სექტემბერს ხომ სოხუმი დავკარგეთ...

"ლამაზი, მზიანი დილა, უცნაური სიჩუმე. ზღვის, მთისა და ციტრუსის სუნი ტრიალებს ჰაერში. ყველას ღვიძავს და მაინც სიჩუმეა, შორიდან ისმის სროლის ხმა და ძალიან მცივა... კიდევ რამდენიმე წუთი და ყველა ქუჩაშია. ტირიან ბავშვები, გარბიან ძაღლები... ძალიან ახლოს რაღაც აფეთქდა... თითქოს ყველა მხრიდან ისვრიან და საკუთარი სუნთქვა მესმის... "რისთვის?!!! მიწა ხომ ტალახია!!!" - მომესმა იქვე ახლოს მოხუცი ბაბუის ხმა. ყველაფერი აირია...

გადიოდა დრო - სისხლით, შიშით, შიმშილით, ღალატით, დაცინვით და მრავალი უბედურებით. ვშიშობდი სიძულვილი არასოდეს გაქრებოდა, აღარ იქნებოდა მზე ხალისიანი, ზღვა მხიარული და ცა ისევ მოწმენდილი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... ვდგავარ ენგურის ხიდთან და სტუმარს ველოდები - თბილისელ სტუმარს. უცნაური შეგრძნება მაქვს, თან შიშის, თან სიხარულის... მთელი გზა ვიხსენებთ მხიარულ თავგადასავლებს, ლამაზ დღეებს, მეგობრებს და ნაცნობებს. ბოლოს საერთო ნათესავს მივაკითხეთ - დიდის მოწიწებით მიგვიღო.

გამკრა შიშმა, სტუმარს ეთნიკურობის გამო საფრთხე არ შექმნოდა, წასვლას ვჩქარობდი, რადგან იქვე ახლოს მცხოვრები მეორე ნათესავის მეშინოდა... მას ხომ ხუთი ოჯახის წევრი, მათ შორის ბავშვები აუფეთქეს... უცებ კართან ძაძებში ჩაცმული ქალი გამოჩნდა, სწორედ იმ ოჯახის წევრი, ვისიც მეშინოდა. მოდიოდა ნელა, სახის ცივი გამომეტყველებით, სტუმარს თვალს არ აშორებდა. სიჩუმე ჩამოვარდა... სტუმარს სახეზე ფერი არ ედო, - "ჩემს სახლს რატომ აუარეთ გვერდი, ჩამიარეთ?" - იკითხა და მე შემომხედა, - " ჩემთან რატომ არ შემოიყვანე?"... ხმა ვერ ამოვიღე, ვერაფერს ვუპასუხებდი. მერე სტუმარს მიუბრუნდა, დიდხანს უყურა... ალბათ ყველას გვესმოდა ერთმანეთის გულისცემა... "ჩემი შვილები ერთმა ქართველმა მოკლა და არა ქართველებმა, შენ რა შუაში ხარ?!" - უთხრა და შუბლზე ნაზად ეამბორა... მერე სკამზე ჩამოჯდა და ჩუმად, უხმოდ დაიღვარა ცრემლად...

მადლობა ღმერთს, რომ ამქვეყნად კეთილი და მოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ... ისევ შემიყვარდა აქაური ჰაერი, ცა, მზე და ზღვა! ხშირად მახსენდება ეს ამბავი და იმედი მრჩება, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ნელ-ნელა ვხვდები მოხუცი ბაბუის სიტყვებს - "მიწა ტალახია... მიწა ტალახია..."

თეა ცაგურიშვილი

AMBEBi.GE

ფოტო: Human Rights Watch

193 აჭარაში, თბილისში კი 43 - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"დაგვიბრუნეთ მუსიკოსები რესტორნებში", "გახსენით სამორინეები", "გახსენით სკოლები" - ბათუმში აქცია იმართება