მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის გვარზე გადავიდა "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარი და რატომ არ აირჩია მან პროფესიად მსახიობობა
ვის გვარზე გადავიდა "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარი და რატომ არ აირჩია მან პროფესიად მსახიობობა

"სტუ­დენ­ტო­ბა იყო ჩემი მი­ზა­ნი და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე", - ამ­ბობს ბუბა, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ცნო­ბი­ლი გმი­რის (ბა­ქა­რი) რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ახალ სე­ზონ­ზე მა­ყუ­რე­ბელს, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, უკვე არა მათ­ნა­ძედ, არა­მედ მირ­ცხუ­ლა­ვად წა­რუდ­გა.

მოკ­ლედ, სი­ახ­ლე­ე­ბია მის­კენ, - ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და და რა­ტომ არ აირ­ჩია სა­მო­მავ­ლოდ მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია, ამას მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ, აქვე იმა­საც გა­ი­გებთ, რა­ტომ არის ის დღეს მათ­ნა­ძის ნაც­ვლად მირ­ცხუ­ლა­ვა...

- გა­და­ღე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, აბი­ტუ­რი­ენ­ტი რომ ვი­ყა­ვი, იმ პე­რი­ოდ­ში გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ჰოდა, დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის ფონ­ზე, რო­გორც შე­მეძ­ლო, ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. მინ­დო­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი და მეტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რომ არც სწავ­ლას შეშ­ლო­და ხელი და არც - სამ­სა­ხურს. გა­მოც­დებ­ზე არ ვთვლი, რომ ცუდი შე­დე­გი მქონ­და. მას­წავ­ლებ­ლებ­თან სი­ა­რულს, გა­და­ღე­ბებს ვუ­თავ­სებ­დი და მა­ინც რაც მინ­დო­და, ის გა­ვა­კე­თე, არც ოჯა­ხია უკ­მა­ყო­ფი­ლო.

- რა საგ­ნე­ბის ჩა­ა­ბა­რე­ბა მო­გიხ­და?

- უნა­რე­ბი, ქარ­თუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი და ის­ტო­რია...

- შენს და­ნახ­ვა­ზე გა­მომ­ცდე­ლებს რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ?

- ამის­თვის დრო არ ჰქონ­დათ, თუმ­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი კი იღებ­დნენ ჩემ­თან სუ­რა­თებს, რა­ღა­ცებს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ. მარ­თლია გა­მოც­დე­ბის გამო ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი, ეს გან­ცდე­ბი ჩემ­თვის არ შე­ემ­ჩნი­ათ და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვი­ყა­ვი.

- მთე­ლი ბავ­შვო­ბა თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­ში და­დი­ო­დი და სე­რი­ა­ლის­თვი­საც იქი­დან გი­პო­ვეს. დღეს ცნო­ბი­ლი პრო­ექ­ტის მსა­ხი­ო­ბი ხარ, ამი­ტომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი არ გა­ა­კე­თე. რა­ტომ?

- მი­მაჩ­ნია, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა, უფრო მე­ო­რად პრო­ფე­სი­ად გა­მო­მად­გე­ბა, ვიდ­რე ძი­რი­თა­დად. სულ ვამ­ბობ, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის­თვის მექ­ნე­ბა-მეთ­ქი. თუ კი­დევ ვინ­მეს რა­მე­ში დავ­ჭირ­დე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შეც და­მი­ძა­ხებს, ასე თუ ისე, იცი­ან, ვინც ვარ და რა შე­მიძ­ლია...

მოკ­ლედ, ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ად სხვა რამ ავირ­ჩიე და მი­მაჩ­ნია, რომ ისიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. დიახ, მას­ში ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი პი­არ­მე­ნე­ჯე­რი ვიქ­ნე­ბი, მომ­წონს საგ­ნე­ბი, რაც უნდა ვის­წავ­ლო, საკ­მა­ოდ ღრმა სფე­როა და ბევ­რი გან­ხრა აქვს.

- სწავ­ლას და სე­რი­ალ­ში მსა­ხი­ო­ბო­ბას მო­ას­წრებ?

- უნდა მო­ვას­წრო, სხვა გზა არ არის. ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით თხის რქა ვარ, ჯი­უ­ტო­ბა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბა ამის გა­რე­შეც არ მაკ­ლია, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი საქ­მე­ებ­ში მეხ­მა­რე­ბა.

- სტუ­დიის პე­და­გოგ­მა, სა­დაც გა­ი­ზარ­დე, არ­ჩე­ვა­ნი მო­გი­წო­ნა?

- ყვე­ლას გული და­წყდა, თუმ­ცა თი­თო­ე­ულს იმას ვე­უბ­ნე­ბი, რაც თქვენ გი­თხა­რით. და­ვა­ჯე­რე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ჩემ­თვის კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. გული კი და­წყდათ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ წა­ვე­დი და შე­საძ­ლოა, ამ სფე­რო­ში მე­ტიც გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მინ­და გან­ვი­თა­რე­ბა.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა რა გი­თხრეს?

- მათ­გან ზოგს გა­უკ­ვირ­და, ზოგ­მა მი­თხრა, - კარ­გი ქენი, "თე­ატ­რა­ლურ­ზე" რომ არ ჩა­ა­ბა­რე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კი გექ­ნე­ბო­დაო. ვი­ღა­ცებ­მა მი­თხრეს, ჯობ­და ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნაო. ყვე­ლას აზრი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იყო, დავ­ფიქ­რდი და ბო­ლოს ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რაც მი­ვი­ღე.

- ისე, სე­რი­ალ­ში შენს პერ­სო­ნაჟს (ბა­ქა­რი), შო­თი­კო ნო­ზა­ძის (თენ­გო) გმი­რი იბ­რიყ­ვებს, შე­უ­რა­ცხყოფს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი არი­ან. რას იტყვი?

- სა­ნამ ამ კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, გე­ტყვით, რომ შო­თი­კო­საც მოს­წონს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი, მე­უბ­ნე­ბა, რომ ყვე­ლამ ცხოვ­რე­ბა­ში ის უნდა ვა­კე­თოთ, რაც გვინ­და. ალ­ბათ, ეს­მის ჩემი. რაც შე­ე­ხე­ბა თენ­გოს პერ­სო­ნაჟს, ისე­თია, რო­გო­რიც არის. ხომ არ­სე­ბო­ბენ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, უხე­შო­ბით რომ გა­მო­ხა­ტა­ვენ სიყ­ვა­რულს, პა­ტი­ვის­ცე­მას. აქ ძა­ლა­დო­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ... თენ­გოს­ნა­ი­რებს ხუმ­რო­ბა ასე ეს­მით, რად­გა­ნაც თვი­თო­ნაც ასე ეფე­რებ­დნენ და ჰგო­ნი­ათ, რომ ასეა სწო­რი. ბა­ქა­რი კი დე­დის კალ­თას ამო­ფა­რე­ბუ­ლი ბი­ჭია, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად თავ­ზე დას­ჩხა­ვი­ან, რა­ღა­ცას ას­წავ­ლი­ან. თუმ­ცა, ბოლო დროს ცდი­ლობს, ოჯა­ხი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­დეს, თუმ­ცა თენ­გოს მარ­წუ­ხებ­ში მა­ინც ექ­ცე­ვა...

- თვი­თონ შოთა რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა­ში?

- თენ­გოს­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ვმე­გობ­რობთ, ვძმა­კა­ცობთ, მიყ­ვარს და ვუყ­ვარ­ვარ.

- შენს პერ­სო­ნაჟს (რო­გორც შო­თი­კოს) სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ბევ­რი ბილ­წი სი­ტყვა რომ ჰქო­ნო­და სათ­ქმე­ლი, რას იზამ­დი?

- როცა რა­ღა­ცას აკე­თებ და რე­ჟი­სო­რი და­ვა­ლე­ბას გაძ­ლევს, უნდა შე­ას­რუ­ლო, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა იქ­ნე­ბა ეს, თუ ინ­ტი­მუ­რი სცე­ნის თა­მა­ში. როცა სე­რი­ალ­ში სა­თა­მა­შოდ მი­დი­ხარ, ისიც უნდა გათ­ვა­ლო, რომ ბევ­რი ისე­თი რა­მის კე­თე­ბა მო­გი­წევს, რაც პი­როვ­ნუ­ლად შენ­თვის შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნო, მაგ­რამ სცე­ნის­თვის და კად­რის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყოს...

- ბუბა, მა­ყუ­რე­ბელ­მა მათ­ნა­ძედ გა­გიც­ნო, მაგ­რამ ახლა ხარ მირ­ცხუ­ლა­ვა. გვა­რი რა­ტომ შე­იც­ვა­ლე?

- კი, შე­ვიც­ვა­ლე. გა­და­ვე­დი ჩემი ნა­ხე­ვა­რი და-ძმის გვარ­ზე.

- უფ­რო­სი შვი­ლი არ ხარ?

- დე­და­ჩე­მის პირ­ვე­ლი შვი­ლი ვარ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, მა­მის გვა­რი მქონ­და. მისი შეც­ვლა კი ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, უკვე 18 წლი­სამ სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე, ასე გა­დავ­წყვი­ტე, ხომ ვამ­ბობ, ამა­ზე მა­ნამ­დეც ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ აჩ­ქა­რე­ბა არ მინ­დო­და და სა­ბო­ლო­ოდ ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი.

- ე.ი. მირ­ცხუ­ლა­ვა დე­დის მე­ო­რე მე­უღ­ლის გვა­რია, ხომ?

- კი.

- რო­გორ ჩანს, იმ ადა­მი­ანს შენს აღ­ზრდა­ში წვლი­ლი მი­უ­ძღვის.

- დიახ, მთლი­ა­ნი წვლი­ლი მას მი­უ­ძღვის...

- ახლა ასეთ ცნო­ბილ სტუ­დენტს გა­მოც­დე­ბი რო­დის გე­წყე­ბა?

- 10 ოქ­ტომ­ბერს, თუმ­ცა მა­ნამ­დე სე­რი­ალ­ზე თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვმუ­შა­ობ, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა გვი­ყუ­როს, ობი­ექ­ტუ­რად შეგ­ვა­ფა­სოს და ისი­ა­მოვ­ნოს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ვის გვარზე გადავიდა "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარი და რატომ არ აირჩია მან პროფესიად მსახიობობა

ვის გვარზე გადავიდა "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარი და რატომ არ აირჩია მან პროფესიად მსახიობობა

"სტუდენტობა იყო ჩემი მიზანი და განვახორციელე", - ამბობს ბუბა, "ჩემი ცოლის დაქალების" ცნობილი გმირის (ბაქარი) როლის შემსრულებელი, რომელიც ახალ სეზონზე მაყურებელს, რეალურ ცხოვრებაში, უკვე არა მათნაძედ, არამედ მირცხულავად წარუდგა.

მოკლედ, სიახლეებია მისკენ, - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და რატომ არ აირჩია სამომავლოდ მსახიობის პროფესია, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ, აქვე იმასაც გაიგებთ, რატომ არის ის დღეს მათნაძის ნაცვლად მირცხულავა...

- გადაღებების პარალელურად, აბიტურიენტი რომ ვიყავი, იმ პერიოდში გადავწყვიტე, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ჰოდა, დატვირთული გრაფიკის ფონზე, როგორც შემეძლო, ვმეცადინეობდი. მინდოდა, მაქსიმალურად მეტი და მეტი გამეკეთებინა, რომ არც სწავლას შეშლოდა ხელი და არც - სამსახურს. გამოცდებზე არ ვთვლი, რომ ცუდი შედეგი მქონდა. მასწავლებლებთან სიარულს, გადაღებებს ვუთავსებდი და მაინც რაც მინდოდა, ის გავაკეთე, არც ოჯახია უკმაყოფილო.

- რა საგნების ჩააბარება მოგიხდა?

- უნარები, ქართული, ინგლისური და ისტორია...

- შენს დანახვაზე გამომცდელებს რა რეაქცია ჰქონდათ?

- ამისთვის დრო არ ჰქონდათ, თუმცა აბიტურიენტები კი იღებდნენ ჩემთან სურათებს, რაღაცებს მეკითხებოდნენ. მართლია გამოცდების გამო ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ვცდილობდი, ეს განცდები ჩემთვის არ შეემჩნიათ და კომუნიკაბელური ვიყავი.

- მთელი ბავშვობა თეატრალურ სტუდიაში დადიოდი და სერიალისთვისაც იქიდან გიპოვეს. დღეს ცნობილი პროექტის მსახიობი ხარ, ამიტომ მოსალოდნელი იყო, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაგებარებინა, მაგრამ ასეთი არჩევანი არ გააკეთე. რატომ?

- მიმაჩნია, რომ მსახიობობა, უფრო მეორად პროფესიად გამომადგება, ვიდრე ძირითადად. სულ ვამბობ, რომ ეს საქმიანობა დამატებითი შემოსავლისთვის მექნება-მეთქი. თუ კიდევ ვინმეს რამეში დავჭირდები, დარწმუნებული ვარ, სამსახიობო განათლების გარეშეც დამიძახებს, ასე თუ ისე, იციან, ვინც ვარ და რა შემიძლია...

მოკლედ, ძირითად პროფესიად სხვა რამ ავირჩიე და მიმაჩნია, რომ ისიც ძალიან საინტერესოა. დიახ, მასში ძალების მოსინჯვის სურვილი გამიჩნდა. მაინტერესებს, როგორი პიარმენეჯერი ვიქნები, მომწონს საგნები, რაც უნდა ვისწავლო, საკმაოდ ღრმა სფეროა და ბევრი განხრა აქვს.

- სწავლას და სერიალში მსახიობობას მოასწრებ?

- უნდა მოვასწრო, სხვა გზა არ არის. ზოდიაქოს ნიშნით თხის რქა ვარ, ჯიუტობა და პრინციპულობა ამის გარეშეც არ მაკლია, თუმცა ეს ყველაფერი საქმეებში მეხმარება.

- სტუდიის პედაგოგმა, სადაც გაიზარდე, არჩევანი მოგიწონა?

- ყველას გული დაწყდა, თუმცა თითოეულს იმას ვეუბნები, რაც თქვენ გითხარით. დავაჯერე ადამიანები, რომ ჩემთვის კარგი გადაწყვეტილება მივიღე. გული კი დაწყდათ, რომ ამ მიმართულებით არ წავედი და შესაძლოა, ამ სფეროში მეტიც გამეკეთებინა, მაგრამ ზოგადად, ცხოვრებაში ბევრი რამ მაინტერესებს, სხვადასხვა სფეროში მინდა განვითარება.

- "ჩემი ცოლის დაქალების" გადამღები ჯგუფის წევრებმა რა გითხრეს?

- მათგან ზოგს გაუკვირდა, ზოგმა მითხრა, - კარგი ქენი, "თეატრალურზე" რომ არ ჩააბარე, მთელი ცხოვრება დაძაბული გრაფიკი გექნებოდაო. ვიღაცებმა მითხრეს, ჯობდა ჩაგებარებინაო. ყველას აზრი გასათვალისწინებელი იყო, დავფიქრდი და ბოლოს ისეთი გადაწყვეტილება მივიღე, რაც მივიღე.

- ისე, სერიალში შენს პერსონაჟს (ბაქარი), შოთიკო ნოზაძის (თენგო) გმირი იბრიყვებს, შეურაცხყოფს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბიზნესპარტნიორები არიან. რას იტყვი?

- სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ შოთიკოსაც მოსწონს ჩემი არჩევანი, მეუბნება, რომ ყველამ ცხოვრებაში ის უნდა ვაკეთოთ, რაც გვინდა. ალბათ, ესმის ჩემი. რაც შეეხება თენგოს პერსონაჟს, ისეთია, როგორიც არის. ხომ არსებობენ ასეთი ადამიანები, უხეშობით რომ გამოხატავენ სიყვარულს, პატივისცემას. აქ ძალადობას არ ვგულისხმობ... თენგოსნაირებს ხუმრობა ასე ესმით, რადგანაც თვითონაც ასე ეფერებდნენ და ჰგონიათ, რომ ასეა სწორი. ბაქარი კი დედის კალთას ამოფარებული ბიჭია, რომელსაც მუდმივად თავზე დასჩხავიან, რაღაცას ასწავლიან. თუმცა, ბოლო დროს ცდილობს, ოჯახიდან დამოუკიდებელი გახდეს, თუმცა თენგოს მარწუხებში მაინც ექცევა...

- თვითონ შოთა როგორია ცხოვრებაში?

- თენგოსგან რადიკალურად განსხვავებული. კარგი ადამიანია, ვმეგობრობთ, ვძმაკაცობთ, მიყვარს და ვუყვარვარ.

- შენს პერსონაჟს (როგორც შოთიკოს) სცენარის მიხედვით, ბევრი ბილწი სიტყვა რომ ჰქონოდა სათქმელი, რას იზამდი?

- როცა რაღაცას აკეთებ და რეჟისორი დავალებას გაძლევს, უნდა შეასრულო, არ აქვს მნიშვნელობა, ბილწსიტყვაობა იქნება ეს, თუ ინტიმური სცენის თამაში. როცა სერიალში სათამაშოდ მიდიხარ, ისიც უნდა გათვალო, რომ ბევრი ისეთი რამის კეთება მოგიწევს, რაც პიროვნულად შენთვის შეიძლება უსიამოვნო, მაგრამ სცენისთვის და კადრისთვის აუცილებელი იყოს...

- ბუბა, მაყურებელმა მათნაძედ გაგიცნო, მაგრამ ახლა ხარ მირცხულავა. გვარი რატომ შეიცვალე?

- კი, შევიცვალე. გადავედი ჩემი ნახევარი და-ძმის გვარზე.

- უფროსი შვილი არ ხარ?

- დედაჩემის პირველი შვილი ვარ და ჩვეულებრივად, მამის გვარი მქონდა. მისი შეცვლა კი ბევრი ფიქრის შემდეგ, უკვე 18 წლისამ საჭიროდ ჩავთვალე, ასე გადავწყვიტე, ხომ ვამბობ, ამაზე მანამდეც ვფიქრობდი, მაგრამ აჩქარება არ მინდოდა და საბოლოოდ ასეთი ნაბიჯი გადავდგი.

- ე.ი. მირცხულავა დედის მეორე მეუღლის გვარია, ხომ?

- კი.

- როგორ ჩანს, იმ ადამიანს შენს აღზრდაში წვლილი მიუძღვის.

- დიახ, მთლიანი წვლილი მას მიუძღვის...

- ახლა ასეთ ცნობილ სტუდენტს გამოცდები როდის გეწყება?

- 10 ოქტომბერს, თუმცა მანამდე სერიალზე თავდაუზოგავად ვმუშაობ, რომ მაყურებელმა გვიყუროს, ობიექტურად შეგვაფასოს და ისიამოვნოს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება