საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იმოქმედებს პოლიცია, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა - შს მინისტრის კომენტარი
როგორ იმოქმედებს პოლიცია, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა - შს მინისტრის კომენტარი

კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნორ­მე­ბით ვი­მოქ­მე­დებთ მა­შინ, თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე, შსს-ს ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, პო­ლი­ცი­ის პო­ლი­ტი­კის­გან კი­დევ უფრო შორს ყოფ­ნაა.

"გა­ვე­ცი ბრძა­ბე­ნა, რომ არც ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი არ უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში. თა­ვი­ან­თი არ­ჩე­ვა­ნი და პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბი მათ შე­უძ­ლი­ათ და­ა­ფიქ­სი­რონ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც თა­ვად აძ­ლე­ვენ ხმას. ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, პო­ლი­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად შორს იყოს პო­ლი­ტი­კის­გან და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და კი­დევ უფრო გან­ვამ­ტკი­ცოთ სტან­დარ­ტი, რომ პო­ლი­ცია დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი უწყე­ბაა. სწო­რედ ამ პრინ­ცი­პის სა­ფუძ­ველ­ზე ვახ­დენთ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ჩვე­ნი სა­მუ­შა­ოს ორ­გა­ნი­ზე­ბას და რე­სურ­სებს ისე გა­და­ვა­ნა­წი­ლებთ, რომ ნე­ბის­მი­ერ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე პო­ლი­ცი­ის რე­ა­გი­რე­ბა იყოს სწრა­ფი და ეფექ­ტი­ა­ნი. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შედ­გე­ნა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, აღ­ნიშ­ნულ რის­კებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, მღებ­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ცია ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის მი­მართ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებს.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მო­ქა­ლა­ქე, პო­ლი­ცია ისე იმოქ­მე­დებს, რო­გორც კა­ნო­ნი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. სწო­რედ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნორ­მე­ბით ვი­მოქ­მე­დებთ მა­შინ, თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა", - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ იმოქმედებს პოლიცია, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა - შს მინისტრის კომენტარი

როგორ იმოქმედებს პოლიცია, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა - შს მინისტრის კომენტარი

კანონით გათვალისწინებული ნორმებით ვიმოქმედებთ მაშინ, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე, შსს-ს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, პოლიციის პოლიტიკისგან კიდევ უფრო შორს ყოფნაა.

"გავეცი ბრძაბენა, რომ არც ერთი პოლიციელი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თავიანთი არჩევანი და პოლიტიკური სიმპათიები მათ შეუძლიათ დააფიქსირონ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად აძლევენ ხმას. ამ არჩევნებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პოლიცია მაქსიმალურად შორს იყოს პოლიტიკისგან და შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ სტანდარტი, რომ პოლიცია დეპოლიტიზებული, პროფესიული უწყებაა. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე ვახდენთ არჩევნებისთვის ჩვენი სამუშაოს ორგანიზებას და რესურსებს ისე გადავანაწილებთ, რომ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე პოლიციის რეაგირება იყოს სწრაფი და ეფექტიანი. ამჟამად მიმდინარეობს რისკების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნულ რისკებში განიხილება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და მასთან დაკავშირებული ის სცენარი, რომელიც მედიაში არაერთხელ გავრცელებულა, მღებრიშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია ყველა მოქალაქის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შესაბამისად იმოქმედებს.

"მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, პოლიცია ისე იმოქმედებს, როგორც კანონითაა გათვალისწინებული. სწორედ კანონით გათვალისწინებული ნორმებით ვიმოქმედებთ მაშინ, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა", - განაცხადა შს მინისტრმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ