პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგვაწოდეთ ფოტოები, სახელი-გვარები და მისამართები იმ ხალხისა ვინც არიან ისლამის მტრები" - ISIS-ის ახალი მუქარა საქართველოს?!
"მოგვაწოდეთ ფოტოები, სახელი-გვარები და მისამართები იმ ხალხისა ვინც არიან ისლამის მტრები" - ISIS-ის ახალი მუქარა საქართველოს?!

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­ი­დუმ­ლო ჯგუფ­ში ერ­თობ სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცხა­დე­ბა გა­მოჩ­ნდა,­ ვინ­მე მუ­ვა­ჰიდ მუ­ვა­ჰიდ წერ­და:

ასა­ლა­ა­მუ ალე­ი­ქუმ ძმე­ბო!

გან­ცხა­დე­ბა!!!!

- ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ, მოგ­ვა­წო­დეთ ფო­ტო­ე­ბი, სა­ხე­ლი-გვა­რე­ბი და მი­სა­მარ­თე­ბი იმ ხალ­ხი­სა ვინც არი­ან ის­ლა­მის მტრე­ბი, ხა­რი­ჯტი თაქ­ფი­რის­ტე­ბი, მურ­ჯი­ი­ტე­ბის, დაღ­ვა­თჩი­კე­ბის, მუშ­რი­ქე­ბის გრუ­პე­ბი­სა და სა­ა­ი­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი­სა და ყვე­ლა იმ პი­როვ­ნე­ბი­სა ვინც მუს­ლი­მებს რა­ი­მე და­უ­შა­ვა.

ეს არის ჩვე­ნი დიდი თხოვ­ნა ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბა იო­ლია და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ჩვე­ნი სა­ი­ტე­ბი, გვერ­დე­ბი, ბლო­გე­ბი, გრუ­პე­ბი და ნომ­რე­ბი.

(სტი­ლი და­ცუ­ლია. - ავტ.)

შე­ვე­ცა­დეთ, სა­კუ­თა­რი წყა­რო­ე­ბით გაგ­ვერ­კვია, ვინ იყო ამ გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი და იყო თუ არა ეს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მო­რი­გი გზავ­ნი­ლი. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­ვა­ჰიდ მუ­ვა­ჰი­დი "ხა­ლი­ფატ­ში" აჰ­მედ ჯურ­ჯის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი თა­მაზ ჭა­ღა­ლი­ძეა. რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სპი­კე­რია.

ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ 2015 წლის 12 იან­ვარს მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­მარ­თვით შე­ი­ტყო. "ხა­ლი­ფა­ტის" მებ­რძო­ლი თა­მაზ ჭა­ღა­ლი­ძე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს და­ჩო­ქე­ბით და თა­ვე­ბის დაჭ­რით ემუქ­რე­ბო­და... მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის ჭა­ღა­ლი­ძემ 13 იან­ვარს მე­ო­რე მი­მარ­თვაც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ახლა უკვე თა­ვის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად (ასე­ვე ეთ­ნი­კურ ქარ­თვე­ლებ­თან) მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში "ხა­ლი­ფა­ტის დრო­შე­ბის" აფ­რი­ა­ლე­ბით და­ე­მუქ­რა. უნდა ით­ქვას, ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით მხო­ლოდ ე.წ. აჭა­რე­ლი მო­ჯა­ჰე­დე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­რი­ა­ში პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან წა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა იბ­რძვის, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რე­ბიც, არც ერთ ვი­დეო თუ სხვა ფორ­მა­ტის მი­მარ­თვებ­ში ისი­ნი სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს არ და­მუქ­რე­ბი­ან (მუ­ქა­რა ფიქ­რა­დაც არ მოს­ვლი­ათ ქვე­მო ქარ­თლის და კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი­დან სი­რი­ა­ში სა­ომ­რად წა­სულ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ახალ­გაზ­რდებ­საც).

თა­მაზ ჭა­ღა­ლი­ძე, იგი­ვე აჰ­მედ ალ ჯურ­ჯი, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ქარ­თუ­ლი ენის "კარ­გად" ცოდ­ნის გამო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" გზავ­ნი­ლე­ბის გამ­ხმო­ვა­ნე­ბე­ლი ხდე­ბა (პან­კი­სის ხე­ო­ბის­თვის ეს მი­სია გუ­რამ (ადამ) გუ­მაშ­ვილს აკის­რია).

გაგ­რძე­ლე­ბა

"მოგვაწოდეთ ფოტოები, სახელი-გვარები და მისამართები იმ ხალხისა ვინც არიან ისლამის მტრები" - ISIS-ის ახალი მუქარა საქართველოს?!

"მოგვაწოდეთ ფოტოები, სახელი-გვარები და მისამართები იმ ხალხისა ვინც არიან ისლამის მტრები" - ISIS-ის ახალი მუქარა საქართველოს?!

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საიდუმლო ჯგუფში ერთობ საინტერესო განცხადება გამოჩნდა,­ ვინმე მუვაჰიდ მუვაჰიდ წერდა:

ასალაამუ ალეიქუმ ძმებო!

განცხადება!!!!

- ვისაც შეგიძლიათ, მოგვაწოდეთ ფოტოები, სახელი-გვარები და მისამართები იმ ხალხისა ვინც არიან ისლამის მტრები, ხარიჯტი თაქფირისტები, მურჯიიტების, დაღვათჩიკების, მუშრიქების გრუპებისა და სააიტების მფლობელებისა და ყველა იმ პიროვნებისა ვინც მუსლიმებს რაიმე დაუშავა.

ეს არის ჩვენი დიდი თხოვნა ჩვენთან დაკავშირება იოლია და ხელმისაწვდომია ჩვენი საიტები, გვერდები, ბლოგები, გრუპები და ნომრები.

(სტილი დაცულია. - ავტ.)

შევეცადეთ, საკუთარი წყაროებით გაგვერკვია, ვინ იყო ამ განცხადების ავტორი და იყო თუ არა ეს "ისლამური სახელმწიფოს" მორიგი გზავნილი. ერთ-ერთი ინფორმაციით, მუვაჰიდ მუვაჰიდი "ხალიფატში" აჰმედ ჯურჯის სახელით ცნობილი თამაზ ჭაღალიძეა. რომელიც ამჟამად "ისლამური სახელმწიფოს" ქართულენოვანი სპიკერია.

ქართველმა საზოგადოებამ მისი არსებობის შესახებ 2015 წლის 12 იანვარს მის მიერ გავრცელებული მიმართვით შეიტყო. "ხალიფატის" მებრძოლი თამაზ ჭაღალიძე საკუთარ ქვეყანას და ხალხს დაჩოქებით და თავების დაჭრით ემუქრებოდა... მეტი დამაჯერებლობისთვის ჭაღალიძემ 13 იანვარს მეორე მიმართვაც გაავრცელა, სადაც ახლა უკვე თავის თანამოაზრეებთან ერთად (ასევე ეთნიკურ ქართველებთან) მოსახლეობას საქართველოში "ხალიფატის დროშების" აფრიალებით დაემუქრა. უნდა ითქვას, ასეთი აგრესიულობით მხოლოდ ე.წ. აჭარელი მოჯაჰედები გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ სირიაში პანკისის ხეობიდან წასული რამდენიმე ათეული ახალგაზრდა იბრძვის, მათ შორის ცნობილი საველე მეთაურებიც, არც ერთ ვიდეო თუ სხვა ფორმატის მიმართვებში ისინი საკუთარ სამშობლოს არ დამუქრებიან (მუქარა ფიქრადაც არ მოსვლიათ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონიდან სირიაში საომრად წასულ აზერბაიჯანელ ახალგაზრდებსაც).

თამაზ ჭაღალიძე, იგივე აჰმედ ალ ჯურჯი, ჩვენი ინფორმაციით, რაკაში იმყოფება და ქართული ენის "კარგად" ცოდნის გამო საქართველოსთვის "ისლამური სახელმწიფოს" გზავნილების გამხმოვანებელი ხდება (პანკისის ხეობისთვის ეს მისია გურამ (ადამ) გუმაშვილს აკისრია).

გაგრძელება

"პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ კლინიკური ნიშანი... ასეთები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან"

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან, ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში" - რას წერდა "კვირის პალიტრა" წლების წინ საზღვრის დადგენის პროცესზე?