"ზუსტ სტატისტიკას ვერ გეტყვით, მაგრამ მოსახლეობის ნახევარზე მეტი სხვების ან სახელმწიფოს სარჩენია. 700 000 პენსიონერი და 500 000 სოცშემწეობაზე.
დანარჩენ მოსახლეობას რომ ბავშვები გამოაკლო, შრომავალდებულუნარიანი ნახევარიც არ დარჩება.
პარტიები კიდევ მეტ პენსია-შეღავათებს პირდებიან ამ ყბადაფჩენილებს.
ვთქვათ, ეკონომიური ბუმი დაიწყო, დაგვჭირდება მუშახელი. საიდან ჩამოვიყვანოთ? გერმანიამ თავის დროზე რამდენიმე ათასი თურქი ჩამოლალა, რომლებიც 3 წელში უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. ახლა მათ 5-მილიონიან შვილიშვილებსაც, უმეტესობას არ სურთ თუ არ შეუძლიათ ინტეგრაცია...
ეს ერთი პრობლემა, რასაც საუკეთესო შემთხვევაში შევეჯახებით. ჩემი აზრით, ისევ აფრიკელები ჯობია, რადგან რელიგია მათ ნაკლებ აინტერესებთ, თან ფერადკანიანი საქართველო ჯობია ფუნდამენტალისტურს.
ეს მომავლის თავსატეხია. მაგრამ ახლა რა ვქნათ? უნდა გაიზარდოს საპენსიო ასაკი, მინიმუმ 3 წლით. სოცშეწევნა მხოლოდ ინვალიდებს უნდა დაურიგდეს და სხვა შემკვეცი პროგრამები.
გამონთავისუფლებული თანხით უნდა აშენდეს ინფრასტრუქტურა. სიმკაცრე, სიბეჯითე, წესრიგი და პუნქტუალობა - ესენი და მსგავსი ჭირდება ქვეყანას და არა შეღავათებით ხალხის გარყვნა-გაზარმაცება...
ერთი ცნობილი მოკრივის ისტორიას გაგახსენებთ, ძაან რომ გაუჭირდა და მამას დაურეკა. მამამ: ახლა თუ დაგეხმარე, შენგან კაცი აღარასოდეს დადგებაო! ჰოდა, გაჭირვებულმა ბავშვმა იმდენი შეძლო, რომ მუჰამედ ალის შეხვდა და მოუგო. გვარი დამავიწყდა.
მოკლედ, ასეა. არ გეგონოთ ვლიბერტარიანელობდე. ცხოვრებამ მასწავლა ასე. წუწუნი სირცხვილია. ზოგჯერ ისეთი ვაჟკაცი შემომწუწუნებს ხოლმე, რომ ვეტყვი: მაიცა, გაჭირვებულებისთვის 'ოცნება' ან ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, რუსეთიდან ან ამერიკიდან 3 ვაგონ ...ლეს ჩამოიტანს და ყველას დაგირიგებთ!"
(c) რელიგიისმცოდნე ზელიმხან უძილაური