პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღმაშენეებლზე უძრავი ქონების ფასი გახუთმაგებულია" - განახლებული გამზირი გაიხსნა
"აღმაშენეებლზე უძრავი ქონების ფასი გახუთმაგებულია" - განახლებული გამზირი გაიხსნა

თბი­ლი­სის მე­რი­ის პრო­ექტ "ახა­ლი ტფი­ლი­სის" ფარ­გლებ­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ედ­ნი­დან ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ედ­ნამ­დე მო­ნაკ­ვეთ­ში სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი დღეს გა­იხ­სნა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მი­ი­ღეს. მათ გა­ნახ­ლე­ბულ გამ­ზირ­ზე ჩა­მო­ი­ა­რეს და მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ე­სა­უბრნენ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ნახ­ლე­ბუ­ლი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის გახ­სნა მი­უ­ლო­ცა.

"მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ყვე­ლას ამ ულა­მა­ზე­სი ის­ტო­რი­უ­ლი უბ­ნის აღ­დგე­ნა. უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მოკ­ლე დრო­ში დას­რულ­და პირ­ვე­ლი ეტა­პი და პრაქ­ტი­კუ­ლად, 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­რულ­და უზარ­მა­ზა­რი სა­მუ­შაო. აღ­დგე­ნი­ლია ქუჩა, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­რად არის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი. მთლი­ა­ნად აღ­დგე­ნი­ლია არა მარ­ტო გა­რეგ­ნუ­ლი იერ-სახე, ასე­ვე აღ­დგე­ნი­ლია სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი, მათ შო­რის, კედ­ლის მო­ხა­ტუ­ლო­ბა, ეზო­ე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი მთლი­ა­ნად არის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ეტა­პი, ხოლო მე­ო­რე ეტა­პი გუ­ლის­ხმობს სა­ფეხ­მავ­ლო მარ­შრუ­ტე­ბის აღ­დგე­ნას, ასე­ვე მე-19 სა­უ­კუ­ნის ბა­ღე­ბის აღ­დგე­ნას.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

რო­გორც კვი­რი­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. "უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფასი არის გა­ხუთ­მა­გე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ეს ად­გი­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის, რად­გან ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი უბა­ნი თბი­ლის­ში", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მთავ­რო­ბას არა­ვინ და­უ­პა­ტი­ჟე­ბია და ყვე­ლა თა­ვი­სით მი­ვი­და.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზი­ა­ნე­ბულ შიდა ეზო­ებ­ში ჩა­ტარ­და შუ­შა­ბან­დე­ბის რეს­ტავ­რა­ცია და გან­ხორ­ცი­ელ­და ეზო­ე­ბის კე­თილ­მო­წყო­ბა. სახ­ლებ­ზე მო­ე­წყო ახა­ლი ცხა­უ­რე­ბი. გამ­ზირ­ზე მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მა: გა­ზის, წყლის, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლე­ბი, ინ­ტერ­ნეტ და სუს­ტი დე­ნის ქსე­ლე­ბი. მო­ე­წყო სად­რე­ნა­ჟე და სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მა, რომ­ლის არარ­სე­ბო­ბის გა­მოც შე­ნო­ბე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ულ მდგრა­დო­ბას საფრ­თხე ექ­მნე­ბო­და. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის ნა­წი­ლი გახ­და სა­ფეხ­მავ­ლო.

აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე ჩა­ტარ­და კე­თილ­მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, და­მონ­ტაჟ­და გა­რე­გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა, და­ი­გო სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ქვა­ფე­ნი­ლი და მო­ე­წყო გზის სა­ფა­რი. სა­ფეხ­მავ­ლო ნა­წილ­ში და­იდ­გა სკა­მე­ბი და სას­მე­ლი წყლის ფან­ტა­ნე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, და­მონ­ტაჟ­და ლი­თო­ნის 6 ქან­და­კე­ბა. გამ­წვან­და ტე­რი­ტო­რია, კერ­ძოდ, N59 შე­ნო­ბის კე­დელ­ზე მო­ე­წყო ვერ­ტი­კა­ლუ­რი ბაღი, და­ირ­გო ხე­ე­ბი, კე­თილ­მო­ე­წყო 2 სკვე­რი, ფა­სა­დე­ბი გა­ფორმ­და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ყვა­ვი­ლე­ბით. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­საქმდა 1 200-მდე ადა­მი­ა­ნი.

"პრო­ექ­ტი "ახა­ლი ტფი­ლი­სის" პირ­ვე­ლი ეტა­პის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან 30 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარი და­ი­ხარ­ჯა. სა­ფეხ­მავ­ლო ქუჩა გახ­და აქ­ტი­უ­რი სა­ჯა­რო სივ­რცე, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­და ტუ­რის­ტე­ბის­თვის და სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუ­ფე­ბის­თვის, რაც ქა­ლა­ქი­სა და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მუ­კუ­რი მდგრა­დო­ბის სა­წინ­და­რია. პრო­ექტ "ახა­ლი ტფი­ლი­სის" I ეტა­პის ძი­რი­თა­დი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია, ხოლო შიდა სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­გორც პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო 2016 წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. მომ­დევ­ნო წელს "ახა­ლი ტფი­ლი­სის" ფარ­გლებ­ში, მშრა­ლი ხი­დის, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იგეგ­მე­ბა", -აცხა­დე­ბენ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში.

Renovated Aghmashenebeli Avenue opens in Tbilisi

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"აღმაშენეებლზე უძრავი ქონების ფასი გახუთმაგებულია" - განახლებული გამზირი გაიხსნა

"აღმაშენეებლზე უძრავი ქონების ფასი გახუთმაგებულია" - განახლებული გამზირი გაიხსნა

თბილისის მერიის პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლებული აღმაშენებლის გამზირი დღეს გაიხსნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მიიღეს. მათ განახლებულ გამზირზე ჩამოიარეს და მოსახლეობას გაესაუბრნენ.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნა მიულოცა.

"მინდა მივულოცო ყველას ამ ულამაზესი ისტორიული უბნის აღდგენა. უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა პირველი ეტაპი და პრაქტიკულად, 7 თვის განმავლობაში შესრულდა უზარმაზარი სამუშაო. აღდგენილია ქუჩა, რომელიც პრაქტიკურად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მთლიანად აღდგენილია არა მარტო გარეგნული იერ-სახე, ასევე აღდგენილია სადარბაზოები, მათ შორის, კედლის მოხატულობა, ეზოები, კომუნიკაციები მთლიანად არის განახლებული", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპი გულისხმობს საფეხმავლო მარშრუტების აღდგენას, ასევე მე-19 საუკუნის ბაღების აღდგენას.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. "უძრავი ქონების ფასი არის გახუთმაგებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება ეს ადგილი ტურისტებისთვის, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანი თბილისში", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე მთავრობას არავინ დაუპატიჟებია და ყველა თავისით მივიდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზიანებულ შიდა ეზოებში ჩატარდა შუშაბანდების რესტავრაცია და განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა. სახლებზე მოეწყო ახალი ცხაურები. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა: გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტ და სუსტი დენის ქსელები. მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა. დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილი გახდა საფეხმავლო.

აღმაშენებლის გამზირზე ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. საფეხმავლო ნაწილში დაიდგა სკამები და სასმელი წყლის ფანტანები. ამასთანავე, დამონტაჟდა ლითონის 6 ქანდაკება. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო 2 სკვერი, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 1 200-მდე ადამიანი.

"პროექტი "ახალი ტფილისის" პირველი ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. საფეხმავლო ქუჩა გახდა აქტიური საჯარო სივრცე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე საინტერესო და მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის და საინვესტიციო ჯგუფებისთვის, რაც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომუკური მდგრადობის საწინდარია. პროექტ "ახალი ტფილისის" I ეტაპის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულია, ხოლო შიდა სამუშაოები, როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. მომდევნო წელს "ახალი ტფილისის" ფარგლებში, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება", -აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

Renovated Aghmashenebeli Avenue opens in Tbilisi

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი