სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რომ დავდიოდი..." - ერთი შემთხვევით შეცვლილი ცხოვრება
"ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რომ დავდიოდი..." -  ერთი შემთხვევით შეცვლილი ცხოვრება

"ირაკ­ლი ალა­სა­ნია - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი, პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის წევ­რი, "ბო­ჩას" ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი - თი­ნა­თინ რე­ვა­ზაშ­ვი­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის, საქ­მი­ა­ნო­ბის, შშმ პირ­თა პრობ­ლე­მე­ბის, მათ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა:

- წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, რი­ო­ში სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტი ხუთი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნით იყო წარ­დგე­ნი­ლი და მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი დავ­ბრუნ­დით. სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ბრა­ზი­ლი­ა­ში - ბა­ტო­ნი ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი დაგ­ვეხ­მა­რა, რომ ის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი გვე­ნა­ხა, რაც რიოს აქვს და რი­თაც მსოფ­ლი­ოს ხიბ­ლავს, ესე­ნია - შაქ­რის მთა, კო­პა­კა­ბა­ნას სა­ნა­პი­რო, ქრის­ტეს ქან­და­კე­ბა და სხვა. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მიკ­ვირ­და და გა­მი­ხარ­და, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო იყო, ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­კე­ტი­ლე­ბი არ არი­ან, რად­გან სა­ნა­პი­რო­ზეც ბევ­რი შემ­ხვდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ამ პრობ­ლე­მას ხში­რად ვა­წყდე­ბით და სულ ბრძო­ლა და ლა­პა­რა­კი მი­წევს, რომ გა­რეთ უნდა გა­მო­ვიდ­ნენ. მოკ­ლედ, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და ჯერ კი­დევ - ემო­ცი­ე­ბის ქვეშ. მად­ლო­ბა ჩვენს ელჩს, რო­მელ­მაც ათი დღე დაგ­ვით­მო. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ამას ვერ ვნა­ხავ­დით. ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს თვალ­საზ­რი­სით, სტამ­ბო­ლი­თაც ძა­ლი­ან მო­ვი­ხიბ­ლე.

უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვი შშმ პი­რე­ბის­თვის

- პირ­ვე­ლი, რაც მინ­და, რომ ჩვენ­თვის გა­კეთ­დეს და სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა­ნა­ი­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრია. სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლითს თუ მო­ვიყ­ვანთ, მა­გა­ლი­თად, პო­ლო­ნეთ­ში, როცა ადა­მი­ა­ნი რა­ღაც შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ხდე­ბა, სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­წო­ლი­დან სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში მიჰ­ყავთ, მათ ოჯა­ხებ­თან კი ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რად­გან ამის გა­და­ტა­ნა უჭირთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი არა­ფე­რია. თუ კარ­გი ქი­რურ­გი შეხ­ვდე­ბა ადა­მი­ანს, ოპე­რა­ცი­ებს უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში კარ­გად აკე­თე­ბენ, მაგ­რამ შემ­დგო­მი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ო­დია ურ­თუ­ლე­სი და პრობ­ლე­მე­ბით სავ­სე. მერე უკვე აღა­რა­ვინ გივ­ლის, არ გას­წავ­ლის, რო­გორ მო­უ­ა­რო თავს, რაც ძა­ლი­ან ძნე­ლია. დე­და­ჩე­მის­თვის ეს ძალ­ზე რთუ­ლი იყო. არ ვი­ცო­დით, რა იყო ნა­წო­ლი და რო­გორ უნდა გვემ­კურ­ნა­ლა, ექთან­მა გვერ­დით ისე გა­და­მაბ­რუ­ნა, რომ გა­ტე­ხი­ლი გუ­ლის ფი­ცა­რი კი­დევ უფრო და­მი­ზი­ა­ნა, ამო­ვარ­და, ხმა კი გა­ვი­გო­ნე, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი... და­უშ­ვე­ბე­ლია, XXI სა­უ­კუ­ნე­ში პა­ცი­ენ­ტი ნა­წო­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლოს.

ერთი შემ­თხვე­ვით შეც­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბა

- ავა­რია ვა­ხუშ­ტის ხიდ­თან, 2009 წლის 13 სექ­ტემ­ბერს მო­მი­ვი­და და ეს თა­რი­ღი ჩემი ახა­ლი და­ბა­დე­ბის დღეა-მეთ­ქი, ვხუმ­რობ­დი. არც ისე მძი­მე საგ­ზაო შემ­თხვე­ვა იყო, რომ ასე­თი ტრავ­მა მი­მე­ღო. მან­ქა­ნა დი­დად არ და­ზი­ან­და, მე კი გულ­მკერ­დის, ხერ­ხემ­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და ზურ­გის ტვი­ნის და­ბე­ჟი­ლო­ბა მქონ­და, რა­მაც ქვე­და კი­დუ­რე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. ზოგ­ჯერ მა­ვი­წყდე­ბა კი­დეც, რომ დავ­დი­ო­დი... ზოგ­ჯერ ნოს­ტალ­გია შე­მო­მაწ­ვე­ბა - ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, იგი­ვე ტან­საც­მე­ლი, მინ­და მეც­ვას, რა­ღაც მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა გაქ­ცე­ვა მო­მინ­დეს, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რსა და დარ­დში დროს ტყუ­ი­ლად არ ვკარ­გავ. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა შშმ პირს, აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­უფ­ლონ რა­ი­მე პრო­ფე­სი­ას, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რა შე­ზღუდ­ვა აქვთ. უნდა და­საქმდნენ. თუმ­ცა, თუ გა­ნათ­ლე­ბა არა აქვთ, სა­ხელ­მწი­ფოს და­საქ­მე­ბას ვერ მოს­თხოვ. გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ამას რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მო­ი­თხოვს, მე­ტად შე­ი­წუ­ხე­ბენ თავს, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო რომ შექ­მნან... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რომ დავდიოდი..." - ერთი შემთხვევით შეცვლილი ცხოვრება

"ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რომ დავდიოდი..." -  ერთი შემთხვევით შეცვლილი ცხოვრება

"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" პირველი ოცეულის წარმომადგენელი, სხვადასხვა საქმიანობაში აქტიურად ჩართული და მიზანდასახული ადამიანი, პარაოლიმპიური ეროვნული კომიტეტის წევრი, "ბოჩას" ფედერაციის გენერალური მდივანი - თინათინ რევაზაშვილი თავისი ცხოვრების, საქმიანობის, შშმ პირთა პრობლემების, მათთვის აქტუალური თემებისა და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ გვესაუბრება:

- წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, რიოში საქართველოს პარაოლიმპიური ეროვნული კომიტეტი ხუთი ლიცენზირებული სპორტსმენით იყო წარდგენილი და მიხარია, რომ საქართველოში წარმატებულები და ბედნიერები დავბრუნდით. საქართველოს ელჩი ბრაზილიაში - ბატონი ოთარ ბერძენიშვილი დაგვეხმარა, რომ ის ღირსშესანიშნაობები გვენახა, რაც რიოს აქვს და რითაც მსოფლიოს ხიბლავს, ესენია - შაქრის მთა, კოპაკაბანას სანაპირო, ქრისტეს ქანდაკება და სხვა. რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა და გამიხარდა, ადაპტირებული გარემო იყო, ეტლით მოსარგებლე ადამიანები ჩაკეტილები არ არიან, რადგან სანაპიროზეც ბევრი შემხვდა. საქართველოში კი ამ პრობლემას ხშირად ვაწყდებით და სულ ბრძოლა და ლაპარაკი მიწევს, რომ გარეთ უნდა გამოვიდნენ. მოკლედ, აღფრთოვანებული და ჯერ კიდევ - ემოციების ქვეშ. მადლობა ჩვენს ელჩს, რომელმაც ათი დღე დაგვითმო. სხვა შემთხვევაში ამას ვერ ვნახავდით. ადაპტირებული გარემოს თვალსაზრისით, სტამბოლითაც ძალიან მოვიხიბლე.

უპირველესი საზრუნავი შშმ პირებისთვის

- პირველი, რაც მინდა, რომ ჩვენთვის გაკეთდეს და სასიცოცხლოდ აუცილებელია, ყველანაირად უზრუნველყოფილი სარეაბილიტაციო ცენტრია. სხვა ქვეყნების მაგალითს თუ მოვიყვანთ, მაგალითად, პოლონეთში, როცა ადამიანი რაღაც შემთხვევის შემდეგ ეტლით მოსარგებლე ხდება, საავადმყოფოს საწოლიდან სარეაბილიტაციო ცენტრში მიჰყავთ, მათ ოჯახებთან კი ფსიქოლოგები მუშაობენ, რადგან ამის გადატანა უჭირთ. საქართველოში მსგავსი არაფერია. თუ კარგი ქირურგი შეხვდება ადამიანს, ოპერაციებს უმეტეს შემთხვევაში კარგად აკეთებენ, მაგრამ შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდია ურთულესი და პრობლემებით სავსე. მერე უკვე აღარავინ გივლის, არ გასწავლის, როგორ მოუარო თავს, რაც ძალიან ძნელია. დედაჩემისთვის ეს ძალზე რთული იყო. არ ვიცოდით, რა იყო ნაწოლი და როგორ უნდა გვემკურნალა, ექთანმა გვერდით ისე გადამაბრუნა, რომ გატეხილი გულის ფიცარი კიდევ უფრო დამიზიანა, ამოვარდა, ხმა კი გავიგონე, მაგრამ ვერ მივხვდი... დაუშვებელია, XXI საუკუნეში პაციენტი ნაწოლებით გარდაიცვალოს.

ერთი შემთხვევით შეცვლილი ცხოვრება

- ავარია ვახუშტის ხიდთან, 2009 წლის 13 სექტემბერს მომივიდა და ეს თარიღი ჩემი ახალი დაბადების დღეა-მეთქი, ვხუმრობდი. არც ისე მძიმე საგზაო შემთხვევა იყო, რომ ასეთი ტრავმა მიმეღო. მანქანა დიდად არ დაზიანდა, მე კი გულმკერდის, ხერხემლის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დაბეჟილობა მქონდა, რამაც ქვედა კიდურების პარალიზება გამოიწვია. ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რომ დავდიოდი... ზოგჯერ ნოსტალგია შემომაწვება - ქუსლიანი ფეხსაცმელი, იგივე ტანსაცმელი, მინდა მეცვას, რაღაც მომენტში შეიძლება გაქცევა მომინდეს, მაგრამ ამ ყველაფერზე ფიქრსა და დარდში დროს ტყუილად არ ვკარგავ. მოვუწოდებ ყველა შშმ პირს, აუცილებლად დაეუფლონ რაიმე პროფესიას, მნიშვნელობა არა აქვს, რა შეზღუდვა აქვთ. უნდა დასაქმდნენ. თუმცა, თუ განათლება არა აქვთ, სახელმწიფოს დასაქმებას ვერ მოსთხოვ. განათლების მიღება გარდაუვალი და აუცილებელია და ამას რაც უფრო მეტი ადამიანი მოითხოვს, მეტად შეიწუხებენ თავს, ადაპტირებული გარემო რომ შექმნან... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი