პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღელვებულმა ბენზინი გადაისხა და ეს უბედურება დატრიალდა" - შვილებთან ურთიერთობის აკრძალვის გამო მომხდარი 2 თვითმკვლელობა
"აღელვებულმა ბენზინი გადაისხა და ეს უბედურება დატრიალდა" - შვილებთან ურთიერთობის აკრძალვის გამო მომხდარი 2 თვითმკვლელობა

ხო­ბის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს. მათ შო­რის - გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შო­რი­დან უყუ­რებ­დნენ, რო­გორ გა­და­ის­ხა ბენ­ზი­ნი მა­მამ და თავი და­იწ­ვა. ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და. და­შა­ვე­ბუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა სცა­დეს, რე­ა­ნი­მო­ბი­ლით თბი­ლის­ში, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ სხე­უ­ლის 90% დამ­წვა­რი ჰქონ­და და ექი­მებ­მა ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. რა­ტომ მო­იკ­ლა თავი ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქემ, ამას ძა­ლო­ვა­ნე­ბი და­ად­გე­ნენ, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით აღიძ­რა. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლას არ აპი­რებ­და, მა­მას შვი­ლე­ბის ნახ­ვაც აეკ­რძა­ლა და სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ეს გახ­და სი­ცო­ცხლის ასე დას­რუ­ლე­ბის მი­ზე­ზი.

53 წლის არა­ბი მა­მა­კა­ცი იო­სეფ ამა­რი ამ ზა­ფხულს მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, ალ­ბათ ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, ვი­თა­რე­ბა თუ ასე გან­ვი­თარ­დე­ბო­და. ამ ფაქტს წინ ცოლ-ქმრის კონ­ფლიქ­ტი უძღო­და. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ისიც, რომ ამის შე­სა­ხებ ხო­ბის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ. პო­ლი­ცი­ა­ში ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სა­ჩივ­რე­ბი შე­ვი­და. ერთი მხრივ სი­დედ­რი მო­ძა­ლა­დე სი­ძის­გან ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის დაც­ვას ითხოვ­და, თა­ვის მხრივ არა­ბი მა­მა­კა­ცი შვი­ლე­ბის ნახ­ვის უფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და. პო­ლი­ცი­ამ სა­ბო­ლო­ოდ მა­მა­კა­ცი გა­ამ­ტყუ­ნა და მის წი­ნა­აღ­მდეგ დამ­ცა­ვი ორ­დე­რი გას­ცა. არაბ მა­მა­კაცს შვი­ლე­ბის ნახ­ვა აეკ­რძა­ლა. ამას ვერ შე­ე­გუა მა­მა­კა­ცი, იგი გა­მუდ­მე­ბით მო­დი­ო­და სი­დედ­რის სახ­ლში და შვი­ლე­ბის წაყ­ვა­ნას ითხოვ­და.

ტრა­გე­დი­ამ­დე გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­საც სთხო­ვა დახ­მა­რე­ბა. მან ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს უამ­ბო, რომ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია. ან­ჟე­ლას თქმით, ქმა­რი ფი­ზი­კუ­რა­დაც ძა­ლა­დობ­და მას­ზე და ბავ­შვე­ბის თვალ­წი­ნაც სცემ­და. იმა­საც ამ­ბობს, შვი­ლე­ბი რომ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ, მა­თაც არ ინ­დობ­დაო. ისი­ნი ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ან­ჟე­ლას თქმით, ბოლო 10 წელი ქმარ­თან ცხოვ­რე­ბა გა­უ­საძ­ლი­სი გახ­და, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს შვი­ლე­ბის გამო იტან­და. ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ უფრო გარ­თულ­და. ამი­ტომ მან მე­უღ­ლეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა. ბოლო ინ­ცი­დენ­ტი ცოლ-ქმარს შო­რის ცო­ლის მშობ­ლე­ბის სახ­ლში მოხ­და, ისევ იჩხუ­ბეს, ამ ფაქტს გო­გოს დედა შე­ეს­წრო და სი­დედრმა კატე­გო­რი­უ­ლად აუკ­რძა­ლა სი­ძეს ქა­ლიშ­ვილ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მა­მა­კა­ცი კი მო­ი­თხოვ­და, მისი ცოლ-შვი­ლი მას­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. იმ დღე­საც, შვი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად მი­ვი­და, მაგ­რამ არ აჩ­ვე­ნეს ბავ­შვე­ბი და შე­ახ­სე­ნეს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რია გა­ცე­მუ­ლი, რი­თაც ეკ­რძა­ლე­ბო­და მას ცოლ­თან და შვი­ლებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"აღელვებულმა ბენზინი გადაისხა და ეს უბედურება დატრიალდა" - შვილებთან ურთიერთობის აკრძალვის გამო მომხდარი 2 თვითმკვლელობა

"აღელვებულმა ბენზინი გადაისხა და ეს უბედურება დატრიალდა" - შვილებთან ურთიერთობის აკრძალვის გამო მომხდარი 2 თვითმკვლელობა

ხობის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ტრაგედიას თვითმხილველები ჰყავს. მათ შორის - გარდაცვლილის შვილები, რომლებიც შორიდან უყურებდნენ, როგორ გადაისხა ბენზინი მამამ და თავი დაიწვა. ყველაფერი წამებში მოხდა. დაშავებულის გადარჩენა სცადეს, რეანიმობილით თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა და ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. რატომ მოიკლა თავი ისრაელის მოქალაქემ, ამას ძალოვანები დაადგენენ, საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. უკვე ცნობილია, რომ გარდაცვლილის მეუღლე საქართველოდან წასვლას არ აპირებდა, მამას შვილების ნახვაც აეკრძალა და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა სიცოცხლის ასე დასრულების მიზეზი.

53 წლის არაბი მამაკაცი იოსეფ ამარი ამ ზაფხულს მეუღლესა და შვილებთან ერთად დასასვენებლად საქართველოში ჩამოვიდა, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, ვითარება თუ ასე განვითარდებოდა. ამ ფაქტს წინ ცოლ-ქმრის კონფლიქტი უძღოდა. საყურადღებოა ისიც, რომ ამის შესახებ ხობის პოლიციის თანამშრომლები ინფორმირებული იყვნენ. პოლიციაში ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე საჩივრები შევიდა. ერთი მხრივ სიდედრი მოძალადე სიძისგან ქალიშვილისა და შვილიშვილების დაცვას ითხოვდა, თავის მხრივ არაბი მამაკაცი შვილების ნახვის უფლებას მოითხოვდა. პოლიციამ საბოლოოდ მამაკაცი გაამტყუნა და მის წინააღმდეგ დამცავი ორდერი გასცა. არაბ მამაკაცს შვილების ნახვა აეკრძალა. ამას ვერ შეეგუა მამაკაცი, იგი გამუდმებით მოდიოდა სიდედრის სახლში და შვილების წაყვანას ითხოვდა.

ტრაგედიამდე გარდაცვლილის მეუღლემ არასამთავრობო ორგანიზაციასაც სთხოვა დახმარება. მან ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თანამშრომლებს უამბო, რომ ძალადობის მსხვერპლია. ანჟელას თქმით, ქმარი ფიზიკურადაც ძალადობდა მასზე და ბავშვების თვალწინაც სცემდა. იმასაც ამბობს, შვილები რომ ეწინააღმდეგებოდნენ, მათაც არ ინდობდაო. ისინი ისრაელში ცხოვრობდნენ. ანჟელას თქმით, ბოლო 10 წელი ქმართან ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, მაგრამ ამ ყველაფერს შვილების გამო იტანდა. ვითარება საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უფრო გართულდა. ამიტომ მან მეუღლესთან განქორწინება საბოლოოდ გადაწყვიტა. ბოლო ინციდენტი ცოლ-ქმარს შორის ცოლის მშობლების სახლში მოხდა, ისევ იჩხუბეს, ამ ფაქტს გოგოს დედა შეესწრო და სიდედრმა კატე­გორიულად აუკრძალა სიძეს ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ურთიერთობა. მამაკაცი კი მოითხოვდა, მისი ცოლ-შვილი მასთან ერთად ისრაელში დაბრუნებულიყო. იმ დღესაც, შვილების სანახავად მივიდა, მაგრამ არ აჩვენეს ბავშვები და შეახსენეს, რომ მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერია გაცემული, რითაც ეკრძალებოდა მას ცოლთან და შვილებთან მიახლოება. პროტესტის ნიშნად მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი