ვიკინგები, იგივე ნორმანები (ანუ ჩრდილოელი ადამიანები) რომლებიც თავიანთ თავს "ზღვის მგლებს" უწოდებდნენ და მე-8 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე მთელ ევროპას შიშის ზარს სცემდნენ, ბევრისთვის არაცივილიზებულ დამპრობლებთან ასოცირდებიან. თუმცა, ისტორიამ მათი სისხლიანი დარბევების, ტაძრებისა და კულტურული მემკვიდრეობების განადგურების გარდა, ბარბაროსი მეომრების მიღწევებიც შემოუნახა კაცობრიობას.
1. ვიკინგების ყველზე დიდ და გამორჩეულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ნავების მშენებელობის ტექნოლოგია, რომელიც დამპყრობელ მეზღვაურებს შორ მანძილზე მოგზაურობის საშუალებას აძლევდა. მათი გლუვი ხის ხომალდები ფუტურო კორპუსითა და ნიჩბების მწკრივით იმ ეპოქის სხვა გემებთან შედარებით სწრაფი, მსუბუქი, მოსახერხებელი და მარტივად სამართავი იყო.
სწორედ საკუთარი ხომალდებისა და კრისტალის ქვის კომპასების საშუალებით, თავიანთი "ვოიაჟების" ზენიტის დროს, ვიკინგები ერთდროულად ოთხ კონტინეტზე იყვნენ აქტიურები, რაც მათ მსოფლიოში პირველ გლობალურ მოქალაქეებად ხდიდა.
2. მიუხედავად იმისა, რომ მტრები ვიკინგებს ხშირად მოუვლელ ბარბაროსებად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში ნორმანები სხვა ევროპელებზე გაცილებით უფრო ხშირად ბანაობდნენ, კერძოდ, ისინი სულ ცოტა კვირაში ერთხელ მაინც იღებდნენ ცხელი წყაროს აბაზანებს. მიუხედავად იმისა, რომ სავარცხელის მსგავი ნივთები მსოფლიოს სხვა კულტურებშიც გვხვდება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გრძელთმიანი და ხშირწვერიანი ჩრდილოელი მეომრები სავარცხელის, როგორც მას დღევანდელი სამყარო იცნობს, პირველ გამომგონებლად მიიჩნევიან... განაგრძეთ კითხვა