მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმუშევარი მიგრანტების 8-შვილიანმა ოჯახმა უარი თქვა სახლზე მხოლოდ იმის გამო, რომ მასში სასადილო ოთახი არ იყო
უმუშევარი მიგრანტების 8-შვილიანმა ოჯახმა უარი თქვა სახლზე მხოლოდ იმის გამო, რომ მასში სასადილო ოთახი არ იყო

33 წლის არ­ნოლდ სუბე მე­უღ­ლეს­თან და 8 შვილ­თან ერ­თად ქა­ლაქ ლუ­ტონ­ში (ბე­დფორდში­რის საგ­რა­ფო, ინ­გლი­სი) 3-სა­ძი­ნებ­ლი­ან სახ­ლში ცხოვ­რობს და ამ ად­გილს "ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელს" უწო­დებს, სა­დაც ოდეს­მე უცხოვ­რი­ათ. სუ­ბეს ოჯა­ხი მთავ­რო­ბის­გან 6-სა­ძი­ნებ­ლი­ან სახ­ლს მო­ი­თხოვს და უკვე სამი წი­ნა­და­დე­ბა უარ­ყო, აქე­დან ორი მათ­გა­ნი არც კი და­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მალე უსახ­ლკა­როდ შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს.

გა­სულ წელს ოჯახ­მა სა­ხელ­მწი­ფოს­გან დახ­მა­რე­ბის სა­ხით 100 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი მი­ი­ღო, და სა­ნამ იმ სახ­ლში გა­და­ვი­დოდ­ნენ, სა­დაც ახლა ცხოვ­რო­ბენ, 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­ტუმ­რო­ში Hampton by Hilton გა­ნა­თავ­სეს.

სახ­ლი, სა­დაც ოჯა­ხი ამ­ჟა­მად ცხოვ­რობს.

მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნეს - ან ოფი­ცი­ა­ლურ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდე­ბი­ან და გა­დავ­ლენ 4 ან 5-სა­ძი­ნებ­ლი­ან სახ­ლში, ან უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ბი­ან და თა­ვად მო­უ­წევთ სა­ცხოვ­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვა.

ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც ოჯახ­მა უარ­ყო.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ცხოვ­რებ­ლის სა­სა­დი­ლო ოთა­ხი.

არ­ნოლდ სუბე კა­მე­რუნ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, 18 წლის ასაკ­ში საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, 2012 წელს კი ოჯახ­თან ერ­თად დიდ ბრი­ტა­ნეთს მი­ა­შუ­რა, ბე­დფორდში­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მის­ცე­მო­და.

ოჯა­ხი აცხა­დებს, რომ ამ­ჯა­მინ­დე­ლი სახ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი "სა­ში­ნე­ლია", მაგ­რამ მა­ინც უარს ამ­ბობს შე­თა­ვა­ზე­ბულ ვა­რი­ან­ტებ­ზე, რად­გან ფარ­თის სი­დი­დე არ მოს­წონთ.

"ჩემს ოჯახს აიგ­ნო­რე­ბენ, 3-სა­ძი­ნებ­ლი­ან სახ­ლში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, არა­და 10 სული ვართ", - ამ­ბობს არ­ნოლდ სუბე.

"ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ჩვე­ნი ყო­ფის გა­სა­უ­ა­რე­სებ­ლად. ათას რა­მეს იმი­ზე­ზე­ბენ. ჩვენ კი უბ­რა­ლოდ, დიდი სახ­ლი გვჭირ­დე­ბა".

ლუ­ტო­ნის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭომ გა­ნა­ცხა­და, რომ ოჯახს შე­სა­ფე­რი­სი სახ­ლი გა­მო­უ­ძებ­ნეს, მაგ­რამ მათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი და­ი­წუ­ნეს.

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
მკითხველის რჩევით

უმუშევარი მიგრანტების 8-შვილიანმა ოჯახმა უარი თქვა სახლზე მხოლოდ იმის გამო, რომ მასში სასადილო ოთახი არ იყო

უმუშევარი მიგრანტების 8-შვილიანმა ოჯახმა უარი თქვა სახლზე მხოლოდ იმის გამო, რომ მასში სასადილო ოთახი არ იყო

33 წლის არნოლდ სუბე მეუღლესთან და 8 შვილთან ერთად ქალაქ ლუტონში (ბედფორდშირის საგრაფო, ინგლისი) 3-საძინებლიან სახლში ცხოვრობს და ამ ადგილს "ყველაზე საშინელს" უწოდებს, სადაც ოდესმე უცხოვრიათ. სუბეს ოჯახი მთავრობისგან 6-საძინებლიან სახლს მოითხოვს და უკვე სამი წინადადება უარყო, აქედან ორი მათგანი არც კი დაუთვალიერებია, მიუხედავად იმისა, რომ მალე უსახლკაროდ შეიძლება დარჩეს.

გასულ წელს ოჯახმა სახელმწიფოსგან დახმარების სახით 100 000 ფუნტი სტერლინგი მიიღო, და სანამ იმ სახლში გადავიდოდნენ, სადაც ახლა ცხოვრობენ, 4 თვის განმავლობაში სასტუმროში Hampton by Hilton განათავსეს.

სახლი, სადაც ოჯახი ამჟამად ცხოვრობს.

მრავალშვილიან ოჯახს ულტიმატუმი წაუყენეს - ან ოფიციალურ შემოთავაზებას დათანხმდებიან და გადავლენ 4 ან 5-საძინებლიან სახლში, ან უსახლკაროდ დარჩებიან და თავად მოუწევთ საცხოვრებელზე ზრუნვა.

ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ოჯახმა უარყო.

ამჟამინდელი საცხოვრებლის სასადილო ოთახი.

არნოლდ სუბე კამერუნში დაიბადა და გაიზარდა, 18 წლის ასაკში საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, 2012 წელს კი ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთს მიაშურა, ბედფორდშირის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა რომ მისცემოდა.

ოჯახი აცხადებს, რომ ამჯამინდელი სახლის საცხოვრებელი პირობები "საშინელია", მაგრამ მაინც უარს ამბობს შეთავაზებულ ვარიანტებზე, რადგან ფართის სიდიდე არ მოსწონთ.

"ჩემს ოჯახს აიგნორებენ, 3-საძინებლიან სახლში გვიწევს ცხოვრება, არადა 10 სული ვართ", - ამბობს არნოლდ სუბე.

"ქალაქის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ჩვენი ყოფის გასაუარესებლად. ათას რამეს იმიზეზებენ. ჩვენ კი უბრალოდ, დიდი სახლი გვჭირდება".

ლუტონის საქალაქო საბჭომ განაცხადა, რომ ოჯახს შესაფერისი სახლი გამოუძებნეს, მაგრამ მათ შემოთავაზებული ვარიანტი დაიწუნეს.

დუდანა ზაქარაია

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა