სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და რატომ აღწერს სკოლებში პატრიარქის ნათლულებს - განათლების სამინისტროს და საპატრიარქოს კომენტარები
ვინ და რატომ აღწერს სკოლებში პატრიარქის ნათლულებს - განათლების სამინისტროს და საპატრიარქოს კომენტარები

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლი­სის და­წყე­ბით სკო­ლებ­სა და ბა­ღებ­ში პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლე­ბის აღ­წე­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე სკო­ლის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზეც გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი, ცოტა ხნის წინ კი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი და­სის" ლი­დერ­მა ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: "გთხოვთ სას­წრა­ფოდ გა­ავ­რცე­ლოთ ეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ამ წუ­თებ­ში მო­მა­წო­და რამ­დე­ნი­მე სკო­ლის და სა­ბავ­შვო ბა­ღის დი­რექ­ტორ­მა. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სკო­ლე­ბის­გან და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის­გან ითხოვს ინ­ფორ­მა­ცი­ას პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლე­ბის შე­სა­ხებ... დი­რექ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც მშობ­ლე­ბის გა­რე­შე უარი გა­ნა­ცხა­დეს მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ გას­ცენ ინ­ფორ­მა­ცია, არი­ან ძლი­ე­რი ზე­წო­ლის ქვეშ... ამ წუ­თებ­ში მე ვცდი­ლობ და­ვად­გი­ნო, რა მიზ­ნით და ვისი და­ვა­ლე­ბით აკე­თებს ამას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო" - წერს ბა­ღა­თუ­რია ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

რად­გან ინ­ფორ­მა­ცი­ამ მშობ­ლებ­ში მსუ­ბუ­ქი პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა რე­დაქ­ცი­ა­შიც და­რე­კა შე­კი­თხვე­ბით, სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად და­ვუ­კავ­შირ­დით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, სა­პატ­რი­არ­ქოს და ერთ-ერთი სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს.

ნატა ასა­თი­ა­ნი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრესამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ჩვენ ვარ­კვევ­დით ზო­გად რა­ო­დე­ნო­ბას, თუ რამ­დე­ნი ბავ­შვია პირ­ველ კლას­ში, რათა გვე­წარ­მო­ე­ბი­ნა სტა­ტის­ტი­კა, მო­ი­მა­ტა, თუ მო­იკ­ლო ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ.

- და რა­ტომ დას­ჭირ­და სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას კი­თხვა - რამ­დე­ნია პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლი?

- ჩვენ ვკი­თხუ­ლობ­დით მხო­ლოდ რა­ო­დე­ნო­ბას, ბავ­შვე­ბის ვი­ნა­ო­ბა არც გვი­კი­თხავს და არც ის, თუ ვინ არის პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლი.

- რამ­დე­ნი­მე სკო­ლის, მა­გა­ლი­თად მე-11 სა­ჯა­რო და 108-ე სკო­ლის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დებ­ზე მშობ­ლებს უს­ვა­მენ კი­თხვას: "მოგ­ვწე­რეთ ვი­ნაა პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლი" (იხ.სქ­რი­ნი)

- მგო­ნი უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს­თან გა­არ­კვი­ოთ, რად­გან გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო არაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმის გა­გე­ბით, თუ ვინ ვისი ნათ­ლუ­ლია

მამა მი­ქა­ე­ლი ბოტ­კო­ვე­ლი, სა­პატ­რი­არ­ქოს მდი­ვა­ნი: "ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ატ­რი­არ­ქოს სა­ხე­ლით მე ვა­წარ­მო­ებ მი­მო­წე­რას და მე არ გა­მიგ­ზავ­ნია ასე­თი მო­თხოვ­ნა არ­ცერ­თი სკო­ლის­თვის, მე­ეჭ­ვე­ბა სხვა ვინ­მეს რომ გა­ეგ­ზავ­ნა. ჩვენ ვი­ცით პატ­რი­არ­ქს რამ­დე­ნი ნათ­ლუ­ლი ყავს, რად­გან ვა­წარ­მო­ებთ ზუსტ სტა­ტის­ტი­კას, ხოლო ვინ რო­მე­ლი რე­გი­ო­ნი­და­ნაა ან ვინ რო­მელ სკო­ლა­ში სწავ­ლობს ამის ცოდ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, თუ არ­სე­ბობს ვერ გე­ტყვით, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ამის სტა­ტის­ტი­კა არ გვაქვს.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვინ და რატომ აღწერს სკოლებში პატრიარქის ნათლულებს - განათლების სამინისტროს და საპატრიარქოს კომენტარები

ვინ და რატომ აღწერს სკოლებში პატრიარქის ნათლულებს - განათლების სამინისტროს და საპატრიარქოს კომენტარები

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის დაწყებით სკოლებსა და ბაღებში პატრიარქის ნათლულების აღწერა მიმდინარეობს.

ამის შესახებ რამდენიმე სკოლის ფეისბუქის გვერდზეც გაჩნდა კითხვები, ცოტა ხნის წინ კი პარტია "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სოციალურ ქსელში დაწერა: "გთხოვთ სასწრაფოდ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში მომაწოდა რამდენიმე სკოლის და საბავშვო ბაღის დირექტორმა. განათლების სამინისტრო სკოლებისგან და საბავშვო ბაღებისგან ითხოვს ინფორმაციას პატრიარქის ნათლულების შესახებ... დირექტორები, რომლებმაც მშობლების გარეშე უარი განაცხადეს მოსწავლეების შესახებ გასცენ ინფორმაცია, არიან ძლიერი ზეწოლის ქვეშ... ამ წუთებში მე ვცდილობ დავადგინო, რა მიზნით და ვისი დავალებით აკეთებს ამას განათლების სამინისტრო" - წერს ბაღათურია ფეისბუქის პირად გვერდზე.

რადგან ინფორმაციამ მშობლებში მსუბუქი პანიკა გამოიწვია და რამდენიმე ადამიანმა რედაქციაშიც დარეკა შეკითხვებით, საკითხის გასარკვევად დავუკავშირდით განათლების სამინისტროს, საპატრიარქოს და ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელს.

ნატა ასათიანი, განათლების სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელი: "ჩვენ ვარკვევდით ზოგად რაოდენობას, თუ რამდენი ბავშვია პირველ კლასში, რათა გვეწარმოებინა სტატისტიკა, მოიმატა, თუ მოიკლო ბავშვების რაოდენობამ.

- და რატომ დასჭირდა სკოლის ხელმძღვანელობას კითხვა - რამდენია პატრიარქის ნათლული?

- ჩვენ ვკითხულობდით მხოლოდ რაოდენობას, ბავშვების ვინაობა არც გვიკითხავს და არც ის, თუ ვინ არის პატრიარქის ნათლული.

- რამდენიმე სკოლის, მაგალითად მე-11 საჯარო და 108-ე სკოლის "ფეისბუქ" გვერდებზე მშობლებს უსვამენ კითხვას: "მოგვწერეთ ვინაა პატრიარქის ნათლული" (იხ.სქრინი)

- მგონი უმჯობესი იქნება საპატრიარქოსთან გაარკვიოთ, რადგან განათლების სამინისტრო არაა დაინტერესებული იმის გაგებით, თუ ვინ ვისი ნათლულია

მამა მიქაელი ბოტკოველი, საპატრიარქოს მდივანი: "ოფიციალურად საატრიარქოს სახელით მე ვაწარმოებ მიმოწერას და მე არ გამიგზავნია ასეთი მოთხოვნა არცერთი სკოლისთვის, მეეჭვება სხვა ვინმეს რომ გაეგზავნა. ჩვენ ვიცით პატრიარქს რამდენი ნათლული ყავს, რადგან ვაწარმოებთ ზუსტ სტატისტიკას, ხოლო ვინ რომელი რეგიონიდანაა ან ვინ რომელ სკოლაში სწავლობს ამის ცოდნის აუცილებლობა, თუ არსებობს ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის სტატისტიკა არ გვაქვს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი