მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროგრამებთან აცდენილი დაპირებები
კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროგრამებთან აცდენილი დაპირებები

კას­პის 39-ე სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის 10 კან­დი­და­ტია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. აქე­დან 9 კან­დი­და­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ხოლო ერთი - სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი­დან, ყვე­ლა მათ­გა­ნი მამ­რო­ბი­თი სქე­სის არის.

რო­გო­რია კან­დი­და­ტე­ბის წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და და­პი­რე­ბე­ბი:

ირაკ­ლი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"

ირაკ­ლი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და ქა­ლაქ თბი­ლის­ში 1985 წელს; იმის გამო, რომ სკო­ლა­ში რთულ პე­რი­ოდ­ში მო­უხ­და სწავ­ლა, მშობ­ლებ­მა გა­დაწ­ვი­ტეს ირაკ­ლი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღე­ბი­ნე­ბი­ნათ.

2000 წელს ირაკ­ლის მამა, უშან­გი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლად მოს­კოვ­ში. ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. 2002 წელს ჩა­ი­რი­ცხა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტში ("მგი­მი"). 2006 წელს გახ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ბა­კა­ლავ­რი; "მგიმო­ში" სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში და­ა­არ­სა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი კლუ­ბი, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი გა­ა­წევ­რი­ა­ნა.

2010-2013 წლებ­ში მუ­შა­ობ­და რუ­სე­თის ერთ-ერთ უდი­დეს კვლე­ვით ანა­ლი­ტი­კურ ცენ­ტრში, პა­რა­ლე­ლუ­რად, კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს რუ­სე­თის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 2013 წელს დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ­ჟა­მად კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კის თე­მა­ზე.

იგი სა­უბ­რობს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის დაჩ­ქა­რე­ბის 4 პუნ­ქტი­ან გეგ­მა­ზე. ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კერ­ძო სექ­ტო­რის მაქ­სი­მა­ლურ ხელ­შე­წყო­ბა­სა და წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე.

ვახ­ტანგ ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი – "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი"

ვახ­ტანგ ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1978 წელს 15 სექ­ტემ­ბერს ქა­ლაქ კას­პში. 1995 წელს და­ამ­თავ­რა გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სო­ფელ სა­სი­რე­თის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, 1999 წელს თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბა.

1999-2000 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სს "საქ­გა­ზის" სპე­ცი­ა­ლის­ტად; 2002-2004 წლებ­ში შპს "ტრანსკას­პის" დი­რექ­ტო­რად, 2004-2005 წლებ­ში შპს თბი­ლი­სის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რად;

2012-2014 წლებ­ში და­ა­ფუძნა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის ლი­დე­რი ექ­სპორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია FRUITILIA. 2012 წელს და­ა­ფუძნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია "გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლის ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი". არის კას­პის მუნ­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი.

ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­რა­მა: "კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს გა­აჩ­ნია უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მე მაქვს საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა იმი­სათ­ვის, რომ შევ­ძლოთ ბი­უ­ჯე­ტის ზრდა და ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­თა და­საქ­მე­ბა, თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა."

ნუგ­ზარ ნო­ნი­აშ­ვი­ლი - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"

ნუგ­ზარ ნო­ნი­აშ­ვი­ლი და­ი­ბა­და კას­პში 1978 წლის 28 ივ­ნისს. და­ამ­თავ­რა კას­პის #-1 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, ასე­ვე და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მი­ე­ნი­ჭა მა­გის­ტრის ხა­რის­ხი აგ­რო­ინ­ჟინ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

შემ­დეგ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კო­მან­დოს ბა­ტა­ლი­ონ­ში, შე­ას­რუ­ლა სამ­ხედ­რო მი­სია ერაყ­ში. ასე­ვე იმუ­შა­ვა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

2006 წელს და­ი­ნიშ­ნა კას­პში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლედ და დაჰ­ყო 2012 წლამ­დე. ამ­ჟა­მად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კას­პის თავ­მჯდო­მა­რეა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ობს კას­პის ცე­მენ­ტის ქარ­ხა­ნა­ში მტვირ­თა­ვად.

ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით ნუგ­ზარ ნო­ნი­აშ­ვი­ლი გუნდთან ერ­თად აპი­რებს სა­გა­და­სა­ხა­დო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას და ბი­უ­როკ­რა­ტი­ის შემ­ცი­რე­ბას.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროგრამებთან აცდენილი დაპირებები

კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროგრამებთან აცდენილი დაპირებები

კასპის 39-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის 10 კანდიდატია რეგისტრირებული. აქედან 9 კანდიდატი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფიდან, ყველა მათგანი მამრობითი სქესის არის.

როგორია კანდიდატების წარსული გამოცდილება და დაპირებები:

ირაკლი მეზურნიშვილი - "ქართული ოცნება"

ირაკლი მეზურნიშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1985 წელს; იმის გამო, რომ სკოლაში რთულ პერიოდში მოუხდა სწავლა, მშობლებმა გადაწვიტეს ირაკლი მეზურნიშვილისთვის ინდივიდუალური განათლება მიეღებინებინათ.

2000 წელს ირაკლის მამა, უშანგი მეზურნიშვილი დაინიშნა საქართველოს კონსულად მოსკოვში. ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2002 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ინსტიტუტში ("მგიმი"). 2006 წელს გახდა საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი; "მგიმოში" სწავლის პერიოდში დააარსა დამოუკიდებელი ქართული კლუბი, რომელშიც ქართული სტუდენტები გააწევრიანა.

2010-2013 წლებში მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს კვლევით ანალიტიკურ ცენტრში, პარალელურად, კითხულობდა ლექციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უნივერსიტეტში. 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში. ამჟამად კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის თემაზე.

იგი საუბრობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების 4 პუნქტიან გეგმაზე. ეკონომიკური რეფორმა ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის მაქსიმალურ ხელშეწყობასა და წახალისებაზე.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი – "თავისუფალი დემოკრატები"

ვახტანგ ბეჟიტაშვილი დაიბადა 1978 წელს 15 სექტემბერს ქალაქ კასპში. 1995 წელს დაამთავრა გენერალ მაზნიაშვილის სახელობის სოფელ სასირეთის საშუალო სკოლა, 1999 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობა.

1999-2000 წლებში მუშაობდა სს "საქგაზის" სპეციალისტად; 2002-2004 წლებში შპს "ტრანსკასპის" დირექტორად, 2004-2005 წლებში შპს თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორად;

2012-2014 წლებში დააფუძნა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ლიდერი ექსპორტიორი კომპანია FRUITILIA. 2012 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფელი". არის კასპის მუნციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.

ეკონომიკური პროგრამა: "კასპის მუნიციპალიტეტს გააჩნია უდიდესი პოტენციალი მრავალი მიმართულებით, მე მაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ შევძლოთ ბიუჯეტის ზრდა და ჩვენი თანამოქალაქეთა დასაქმება, თუ ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა."

ნუგზარ ნონიაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა"

ნუგზარ ნონიაშვილი დაიბადა კასპში 1978 წლის 28 ივნისს. დაამთავრა კასპის #-1 საშუალო სკოლა, ასევე დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, მიენიჭა მაგისტრის ხარისხი აგროინჟინრის კვალიფიკაციით.

შემდეგ დაიწყო მუშაობა თავდაცვის სამინისტროს კომანდოს ბატალიონში, შეასრულა სამხედრო მისია ერაყში. ასევე იმუშავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უშიშროების სამსახურში.

2006 წელს დაინიშნა კასპში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ და დაჰყო 2012 წლამდე. ამჟამად, "ნაციონალური მოძრაობის" კასპის თავმჯდომარეა. პარალელურად, მუშაობს კასპის ცემენტის ქარხანაში მტვირთავად.

ეკონომიკური რეფორმების კუთხით ნუგზარ ნონიაშვილი გუნდთან ერთად აპირებს საგადასახადო რეგულაციების გაუქმებას და ბიუროკრატიის შემცირებას.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა