კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერის დასახვედრად წვიმაში, ღამით დაგებული ასფალტი და თავდასხმა ჟურნალისტზე წნორში - რა კადრებს ავრცელებს ick.ge
პრემიერის დასახვედრად წვიმაში, ღამით დაგებული ასფალტი და თავდასხმა ჟურნალისტზე წნორში - რა კადრებს ავრცელებს ick.ge

წნორ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­სახ­ვედ­რად ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩის მო­წეს­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­თხრი­ლია, გუ­შინ, გვი­ან სა­ღა­მოს და­ი­წყეს. მუ­შებს ავალ­დე­ბუ­ლებ­დნენ კო­კის­პი­რულ წვი­მა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქუჩა ნა­ყა­რი ქვა-ღორ­ღის­გან გა­ე­სუფ­თა­ვე­ბი­ნათ და ორ­მო­ე­ბი ბე­ტო­ნით და ას­ფალ­ტით ამო­ევ­სოთ. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვი­დე­ო­კად­რებს კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი (ick.ge) ავ­რცე­ლებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

რო­გორც ვებგ­ვერ­დი წერს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ჟურ­ნა­ლის­ტის მის­ვლის შემ­დეგ, ად­გილ­ზე წნორ­ში გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი თა­მაზ მა­თეშ­ვი­ლი მი­ვი­და. მან ჟურ­ნა­ლის­ტი უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით აგი­ნა და სა­ხე­ში და­არ­ტყა, რის შემ­დე­გაც კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

ჟურ­ნა­ლის­ტმა გელა მთივ­ლიშ­ვილ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა და ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაც წა­რუდ­გი­ნა. ჟურ­ნა­ლის­ტის არა­ერ­თი მო­თხოვ­ნის შემ­დეგ, ინ­ცი­დენ­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ში თა­მაზ მა­თეშ­ვილს სიმ­თვრა­ლე-სი­ფხიზ­ლე­ზე შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­და. ის ძლი­ე­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ვი­დე­ო­მა­სა­ლი­დან ჩანს, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი თა­მაზ მა­თეშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავს. ამ დრო­ის­თვის კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის­თვის უც­ნო­ბია, პო­ლი­ცი­ამ შე­ად­გი­ნა თუ არა თა­მაზ მა­თეშ­ვი­ლის მი­მართ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს 6 თვის ვა­დით.

პო­ლი­ცი­ა­ში გელა მთივ­ლიშ­ვილს გა­ნუ­მარ­ტეს, რომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლას, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. და­ნა­შა­უ­ლი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ორ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

პრემიერის დასახვედრად წვიმაში, ღამით დაგებული ასფალტი და თავდასხმა ჟურნალისტზე წნორში - რა კადრებს ავრცელებს ick.ge

პრემიერის დასახვედრად წვიმაში, ღამით დაგებული ასფალტი და თავდასხმა ჟურნალისტზე წნორში - რა კადრებს ავრცელებს ick.ge

წნორში პრემიერ-მინისტრის დასახვედრად ცენტრალური ქუჩის მოწესრიგება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გადათხრილია, გუშინ, გვიან საღამოს დაიწყეს. მუშებს ავალდებულებდნენ კოკისპირულ წვიმაში თავისუფლების ქუჩა ნაყარი ქვა-ღორღისგან გაესუფთავებინათ და ორმოები ბეტონით და ასფალტით ამოევსოთ. აღნიშნულ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი (ick.ge) ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

როგორც ვებგვერდი წერს, თავისუფლების ქუჩაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მისვლის შემდეგ, ადგილზე წნორში გამგებლის წარმომადგენელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ მათეშვილი მივიდა. მან ჟურნალისტი უცენზურო სიტყვებით აგინა და სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კუთვნილი ავტომობილით ტერიტორია დატოვა.

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარუდგინა. ჟურნალისტის არაერთი მოთხოვნის შემდეგ, ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათში თამაზ მათეშვილს სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმება ჩაუტარდა. ის ძლიერი სიმთვრალის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ მათეშვილი ავტომობილს მართავს. ამ დროისთვის კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის უცნობია, პოლიციამ შეადგინა თუ არა თამაზ მათეშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს 6 თვის ვადით.

პოლიციაში გელა მთივლიშვილს განუმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა