პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოების დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა 4 წლის განმავლობაში
ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოების დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა 4 წლის განმავლობაში

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი რო­გო­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლიც იყო ისე­თი­ვე დარ­ჩა ამ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქის" ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტა­რე­ბულ ფო­რუმ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ძა­ლი­ან ძნე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას აუხ­სნა ის პრინ­ცი­პუ­ლი გარ­დაქ­მნე­ბი რაც მოხ­და.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი რო­გო­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლიც იყო ისე­თი­ვე დარ­ჩა ამ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მათ ძა­ლი­ან უჭირთ შე­ა­ფა­სონ მთავ­რო­ბის და გარ­დაქ­მნე­ბის როლი, ძა­ლი­ან უჭირს კაცს, რო­მელ­საც არ ჰქონ­და სამ­სა­ხუ­რი და არ აქვს დღე­საც, ასე­თი კი ბევ­რია. რო­გორც არ ჰქონ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს სამ­სა­ხუ­რი ისე­ვე არ გა­აჩ­ნია დღე­საც, შე­მო­სა­ვა­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ გაზ­რდია, ან სა­ერ­თოდ არ გაზ­რდია ძა­ლი­ან ბევ­რს", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ზარ­და, შემ­დეგ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გარ­კვე­ულ ინ­დექ­სებს გა­და­ხე­და და ეს რა­ო­დე­ნო­ბა შე­ამ­ცი­რა. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ისევ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან რთუ­ლია მათ აუხ­სნა ის პრინ­ცი­პუ­ლი გარ­დაქ­მნე­ბი რაც მოხ­და.

"თქვენ ყვე­ლა­ზე კარ­გად გეს­მით, მთავ­რო­ბის ბრა­ლია რომ ეს ასეა?! რა თქმა უნდა არა. ეს არის ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის შე­დე­გი", - მი­მარ­თა ივა­ნიშ­ვილ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

იხი­ლეთ ვი­დეო

წა­ი­კი­თხეთ: "ჩა­ი­ხე­დეთ თი­თო­ე­ულ­მა თქვენს თავ­ში... ას­რუ­ლებთ დღეს თქვენ ამ როლს?" - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნებს

ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოების დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა 4 წლის განმავლობაში

ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოების დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა 4 წლის განმავლობაში

საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია "მოქალაქის" ინიციატივით ჩატარებულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალიან ძნელია საზოგადოებას აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები რაც მოხდა.

"საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში. მათ ძალიან უჭირთ შეაფასონ მთავრობის და გარდაქმნების როლი, ძალიან უჭირს კაცს, რომელსაც არ ჰქონდა სამსახური და არ აქვს დღესაც, ასეთი კი ბევრია. როგორც არ ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს სამსახური ისევე არ გააჩნია დღესაც, შემოსავალიც მნიშვნელოვნად არ გაზრდია, ან საერთოდ არ გაზრდია ძალიან ბევრს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების პერიოდში "ნაციონალურმა მოძრაობამ" სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზარდა, შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ გარკვეულ ინდექსებს გადახედა და ეს რაოდენობა შეამცირა. ივანიშვილის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ გაჭირვებულია და ძალიან რთულია მათ აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები რაც მოხდა.

"თქვენ ყველაზე კარგად გესმით, მთავრობის ბრალია რომ ეს ასეა?! რა თქმა უნდა არა. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის შედეგი", - მიმართა ივანიშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ: "ჩაიხედეთ თითოეულმა თქვენს თავში... ასრულებთ დღეს თქვენ ამ როლს?" - ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები