პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩაიხედეთ თითოეულმა თქვენს თავში... ასრულებთ დღეს თქვენ ამ როლს?" - ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს
"ჩაიხედეთ თითოეულმა თქვენს თავში... ასრულებთ დღეს თქვენ ამ როლს?" - ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს

"მინ­და შე­კი­თხვა და­გის­ვათ ბიზ­ნეს­მე­ნებს - რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რე­ბი ხართ თქვენ დღეს? რამ­დე­ნად ცდი­ლობთ გა­ნუ­მარ­ტოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის გარ­დაქ­მნე­ბი, რაც ქვე­ყა­ნა­ში მოხ­და?" - ასე მი­მარ­თა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე დამ­სწრე და ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე ბიზ­ნეს­მე­ნებს.

"ფაქ­ტია, რომ ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ, მაგ­რამ რამ­დე­ნად ეხ­მა­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რე­ბი ხართ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რამ­დე­ნად ცდი­ლობთ, რომ თქვენც გა­ნუ­მარ­ტოთ და თქვე­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოთ არ­ჩევ­ნებ­ში. მე მაქვს ეს შე­კი­თხვა. შე­კი­თხვა არას­დროს და­მის­ვამს. 2012 წელს, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და, 2011 წელს, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვე­დი არას­დროს არ მო­მი­კი­თხავს ბიზ­ნე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით და არას­დროს და­მის­ვამს მსგავ­სი შე­კი­თხვა - რას აკე­თებს ბიზ­ნე­სი? რა­მე­თუ გარ­კვე­ულ მი­ზე­ზებს მე გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბო­დი. დღეს მინ­და დავ­სვა ეს კი­თხვა - ჩა­ი­ხე­დეთ თი­თო­ე­ულ­მა თქვენს თავ­ში, ვინც აქ ხართ და ვინც არ ხართ. რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რე­ბი ხართ თქვენ დღეს, რამ­დე­ნად ცდი­ლობთ გა­ნუ­მარ­ტოთ თუ­გინდ თა­ნამ­შრომ­ლებს, თუ­გინდ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის გარ­დაქ­მნე­ბი, რაც მოხ­და ქვე­ყა­ნა­ში, ან თქვენ თვლით, რომ სხვა­ნა­ი­რად არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და არა­ფე­რი გან­სა­მარ­ტი არ არის", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საფ­რან­გეთ­ში ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცია სწო­რედ ვაჭ­რებ­მა, ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა მო­ახ­დი­ნეს. სწო­რედ მათ, ვი­საც ჰქონ­დათ ქო­ნე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა მე­ტად სწყუ­რო­დათ.

"ას­რუ­ლებთ დღეს თქვენ ამ როლს? მე ამას შე­კი­თხვის სა­ხით ვსვამ. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, რომ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია გა­მაჩ­ნდეს ნე­ბის­მი­ე­რი თქვენ­გა­ნი­სად­მი. მე რა უფ­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს მაქვს კი­თხვის დას­მის უფ­ლე­ბა და გის­ვამთ - საკ­მა­რი­სად აქ­ტი­უ­რობთ? საკ­მა­რი­სია თქვე­ნი როლი და წვლი­ლი?" - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ჩაიხედეთ თითოეულმა თქვენს თავში... ასრულებთ დღეს თქვენ ამ როლს?" - ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს

"ჩაიხედეთ თითოეულმა თქვენს თავში... ასრულებთ დღეს თქვენ ამ როლს?" - ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს

"მინდა შეკითხვა დაგისვათ ბიზნესმენებს - რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს? რამდენად ცდილობთ განუმარტოთ საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც ქვეყანაში მოხდა?" - ასე მიმართა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია "მოქალაქის" მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრე და ზოგადად ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენებს.

"ფაქტია, რომ ანალიზის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ რამდენად ეხმარებით საზოგადოებას, რამდენად აქტიურები ხართ ამ მიმართულებით, რამდენად ცდილობთ, რომ თქვენც განუმარტოთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ არჩევნებში. მე მაქვს ეს შეკითხვა. შეკითხვა არასდროს დამისვამს. 2012 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი არასდროს არ მომიკითხავს ბიზნესი განსაკუთრებით და არასდროს დამისვამს მსგავსი შეკითხვა - რას აკეთებს ბიზნესი? რამეთუ გარკვეულ მიზეზებს მე გაგებით ვეკიდებოდი. დღეს მინდა დავსვა ეს კითხვა - ჩაიხედეთ თითოეულმა თქვენს თავში, ვინც აქ ხართ და ვინც არ ხართ. რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს, რამდენად ცდილობთ განუმარტოთ თუგინდ თანამშრომლებს, თუგინდ ფართო საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც მოხდა ქვეყანაში, ან თქვენ თვლით, რომ სხვანაირად არაფერი მომხდარა და არაფერი განსამარტი არ არის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუცია სწორედ ვაჭრებმა, ბიზნესმენებმა მოახდინეს. სწორედ მათ, ვისაც ჰქონდათ ქონება და თავისუფლება მეტად სწყუროდათ.

"ასრულებთ დღეს თქვენ ამ როლს? მე ამას შეკითხვის სახით ვსვამ. ღმერთმა დამიფაროს, რომ რაიმე პრეტენზია გამაჩნდეს ნებისმიერი თქვენგანისადმი. მე რა უფლება მაქვს, მაგრამ როგორც მოქალაქეს მაქვს კითხვის დასმის უფლება და გისვამთ - საკმარისად აქტიურობთ? საკმარისია თქვენი როლი და წვლილი?" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები