ქრისტინე იმედაძე მილიონერ შეყვარებულთან ერთად კიევში გაემგზავრა

ქრისტინე იმედაძე მილიონერ შეყვარებულთან ერთად კიევში გაემგზავრა

ქრისტინე იმედაძის და ბიზნესმენ ბუბა ქებურიას ვაჟის მიმართ საზოგადოების ყურადღება დიდია. მართალია, წყვილი დიდხანს ცდილობდა ურთიერთობის დამალვას, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი მაინც გამჟღავნდა და შესაბამისად ჭორებიც არ წყდება.

რამდენიმე დღის წინ მორიგი ჭორი გავრცელდა, თითქოს წყვილი დაშორდა, მაგრამ ეს ამბავი არ დადასტურდა. თორნიკე ქებურიამ სოციალურ ქსელში ქრისტინე იმედაძესთან ერთად, კიევის ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ჭორები მათი დაშორების შესახებ გაფანტა. წყვილი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. მათთან ერთად ფოტოზე ცნობილი სტილისტი მიშა გასიტაშვილია.

მომღერლის შეყვარებულს, თორნიკე, ანუ თოშა ქებურიას, უამრავი საინტერესო გატაცება აქვს, პირველ რიგში კი მანქანებისა და მოტოციკლების სიყვარული და ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება